რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ზამთარში?
სად მდებარეობს, შორსაა?

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, თბილისიდან დაახლ. 160 კმ-ის დაშორებით. დაცული ტერიტორია მოიცავს ექვს მუნიციპალიტეტს - ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები მდებარეობს ქ. ბორჯომსა (მესხეთის ქ.#23) და დაბა ხარაგაულში (სოლომონ მეფის ქ. #17). 

თუ ზამთრის უქმეების ან შაბათ-კვირის გატარებას ბაკურიანში გეგმავთ, ბაკურიანში ჩასვლამდე აუცილებლად ეწვიეთ  ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. მანძილი ბორჯომსა და ბაკურიანს შორის 31 კმ-ია, მგზავრობისათვის საჭირო დრო კი დაახლოებით 40 წუთია.

რას უნდა ველოდო :) ?

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია ერთ და მრავალდღიანი ტურისტული მარშრუტების ქსელი. ტურისტული მარშრუტების ქსელი ზღვის დონიდან 400 მ-დან იწყება და 2,642 მ-მდე აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს. პარკის მარშრუტები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. 

 

და ზამთარში?

 

 

ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი
ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი
ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი
ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი
ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი
ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი
ზამთარი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე >>> თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი

2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო მოგზაურობის და ექსტრიმის მოყვარულებს სთავაზობს თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიან და ორდღიან ტურებს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე.

დღეისათვის დაცულ ტერიტორიაზე მარკირებულია 2 ასეთი ბილიკი. ბილიკების გავლისას ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაკავდნენ ზამთრის ფოტოგრაფიით, დატკბნენ ულამაზესი ხედებით, მისდიონ ცხოველებს კვალდაკვალ და ისუნთქონ სუფთა ჰაერი.

! მარშრუტების გავლა რეკომენდებულია გიდთან ერთად.

*******************************************************************************
*******************************************************************************
თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი მარშრუტი

6 კმ, 4 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის / მთავარი ღირსშესანიშნაობა: ნიამორის ვოლიერი.

#11თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი ბილიკი იწყება აწყურის რეინჯერთა საგუშაგოსთან და 6კმ. მანძილზე გრძელდება. უკან დაბრუნება ხდება იგივე გზით, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გზის შემოკლება.

ბილიკის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - პანორამული ხედები - აწყურის მცველთა საგუშაგო. 12 კმ. საშუალოდ 6 სააათი.

თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი მარშრუტის რუკა
თოვლის ფეხსაცმელების ორდღიანი მარშრუტი

 მთავარი ღირსშესანიშნაობები: თოვლით დაფარული მარადმწვანე ტყეებისა და ლომისმთის ხედები.

#10 თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი იწყება ჩითახევის მცველთა თავშესაფრიდან და მთავრდება ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან. პირველი დღის ლაშქრობა 8 კმ-ია. თავშესაფარში შესაძლებელია ცეცხლის დანთება, ღამისთევისათვის საკმარისი სასმელი წყალი თან უნდა გქონდეთ.

მეორე დღეს პანორამული ხედების გავლის შემდეგ ბილიკი მიუყვება წიწვოვან, დაბურულ ტყეს და ეშვება ლიკანის დასახლებამდე.

ბილიკის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ჩითახევის მცველთა თავშესაფარი. 8 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.

დღე 2: ჩითახევის მცველთა თავშესაფარი - ლიკანის მცველთა საგუშაგო. 7,5 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

თოვლის ფეხსაცმელების ორდღიანი მარშრუტის რუკა
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე ?

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტამდე რეკომენდირებულია ვიზიტორთა ცენტრში მისვლა და დარეგისტრირება. რეგისტრაციის გავლა საჭიროა არა მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ ვიზიტორთა სტატისტიკის განსასაზღვრად, არამედ ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფის ყოფნის შესახებ. ამასთანავე, ვიზიტორს საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ, დაათვალიეროს საგამოფენო დარბაზი, მიიღოს ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტის მომსახურება და ადგილზე დაიქირაოს მისთვის საჭირო ტურისტული აღჭურვილობა. 

გიდის, ცხენის და ადგილობრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში ასევე დაგეხმარებათ ვიზიტორთა ცენტრი.

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს აქვს ორი ვიზიტორთა ცენტრი ბორჯომსა და ხარაგაულში. ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. #23; ხარაგაულისა - დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #17.

 

> მანძილი: ქ. თბილისიდან ბორჯომამდე - 160 კმ (2 სთ ავტომობილით);

> ქ. თბილისიდან დაბა ხარაგაულამდე - 180 კმ (3 სთ ავტომობილით).

 

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:

დიდუბის ავტოსადგურიდან ბორჯომის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, ერთსაათიანი ინტერვალით (8 ლარი, 2 სთ);

დიდუბის ავტოსადგურიდან ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, დღეში ორჯერ (10 ლარი, 3 სთდა 30 წთ.);

რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ბორჯომის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე (2 ლარი, 4 სთ და 30 წთ);

რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ხარაგაულის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველდღე (3 ლარი, 3 სთ და 30 წთ).

რა უნდა მეცვას? სპეციფიური აღჭურვილობა დამჭირდება?

თოვლის ფეხსაცმელელების ბილიკების გასავლელად სასურველია ვიზიტორს ეცვას: 

 წყალგაუმტარი მაღალყელიანი სალაშქრო ფეხსაცმელი

   წყალგაუმტარი შარვალი

   გამაშები

  ქუდი

  საწვიმარი

  ნაქსოვი სვიტერი (სასურველია მატყლის)

  თბილი ქურთუკი

  ხელთათმანები

ბილიკებზე შეუფერხებლად გადასაადგილებლად ვიზიტორს სასურველია თან ჰქონდეს:

 თოვლის ფეხსაცმელები*

 სალაშქრო ჯოხები*

 ფანარი 

   ცეცხლის დასანთები აღჭურვილობა

 ცული

 საჭირო საკვები და წყალი

*თოვლის ფეხსაცმელების და სალაშქრო ჯოხების ქირაობა შესაძლებელია ვიზიტორთა ცენტრში.

ქვემოთ ნახეთ ვიზიტორთა ცენტრის სერვისები და ტარიფები >>>

ვინ დამეხმარება?

  ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80; ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com

    ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ნინო ავეტისიანი ტელ: 577 64 04 44; ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com

  ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: გიორგი მუხურაძე ტელ: 577 10 18 94 ელფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com

 

და როდის მოთოვს?

 

 

 
 
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ