ვაკო გვილია:"თუ ყველანი გავერთიანდებით და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით, წინ დიდი წარმატევები გველის"

"მინდა ყოველ დღე მოვუმატო და ვიყო უკეთესი, ვიდრე 
გუშინ "
რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
-ფეხბურთისადმი შეყვარებული და მისით გატაცებული ბავშვობიდანვე ვიყავი. დარწმუნებული ვარ, აქ მამის გენებმა ითამაშეს დიდი როლი, ის აფანატებს ფეხბურთზე! 
როდესაც სიარულიც კი არ შემეძლო, ბებოსთან ერთად ხელჩაკიდებულები ქუჩაში
სეირნობისას, ფოთლებს ვურტყამდი ფეხს და მაშინ ბებომ გასცა ბრძანება:"უყიდეთ ბურთი
ბავშვსო!" ასე რომ ჩემი პირველი მწვრთნელი, ცხონებული ბებიაა. ხოლო 6 წლის ასაკში, ჩემს
დაბადების დღეზე მამამ შემიყვანა ზაური ბულიასთან და თამამად შემიძლია ვთქვა: ჩემი
მშობლების შემდეგ, მას მიუძღვის ყველაზე დიდი როლი, როგორც ადამიანის, ასევე როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში
.

როგორც ცნობილია 16 წლის ასაკში დატოვეთ მშობლიური ქალაქი და უკრაინაში გადახვედით. რამდენად შეეგუეთ ახალ გარემოს და გაგიჭირდათ თუ არა ადაპტაცია

-და მართლაც რომ ასე იყო, როცა მივდიოდი უკრაინაში, აეროპორტში მკითხეს: "სად და რატომ მიდიხარ, ასეთი პატარა, თან მარტო უცხო ქვეყანაშიო " მე კი ვუპასუხე რო მივდიოდი სინჯებზე და ვუთხარი ასეთი ფრაზა: "ჯობია ვცადო და ვინანო! ვიდრე არ ვცადო და მთელი ცხოვრება ვინანო, რომ ოდესღაც არ ვცადე"! ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის და ვგრძნობდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა! ხოლო რაც შეეხება ადაპტაციას ეს გრძელი ისტორიაა რომელზეც ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება.ვ ინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და რა არის მის შემოქმედებაში თქვენთვის
მისაბაძი?
-ბავშვობიდანვე ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ-პიეროა! ვის გამოც
დღემდე იუვენტუსი ჩემთვის საუკეთესო გუნდია და მისი გულშემატკივარი ვარ! დელპოს
ქონდა ყველაფერი რაც ფეხბურთელს სჭირდება: ტექნიკა, პასი, მოედნის ხედვა, იდეალურად
დაყენებული დარტყმა, ლიდერის ფუნქციები და რაც ყველაზე მთავარია მას ქონდა ხასიათი! 
მისაბაძი ადამიანია ნამდვილად!
ფეხბურთი სპორტის გარდა რა არის თქვენთვის?
- ფეხბურთი არის-მთელი ცხოვრება!
მოედანზე გასვლამდე რაზე ან ვისზე ფიქრობთ, გაქვთ გარკვეული ტრადიცია?
- თამაშის წინ ვლოცულობ და ზოგჯერ ვიხსენებ იმ ხალხს და მომენტებს, რომელმაც
ოდესღაც ტკივილი მომაყენეს! 
გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი თქვენი ცხოვრებიდან?
-ეს იყო საქართველოს ნაკრებში დებიუტი, იმ წუთებში ყველაზე ბედნიერი ადამიანი 
ვიყავი მსოფლიოში. ეს ენით აუღწერელი გრძნობები იყო!

ზოგადად რა შეგიძლიათ თქვათ ქართულ ფეხბურთზე და რას ეტყოდით თქვენს ფანებს?
-ქართულ ფეხბურთში თვალსაჩინოა პროგრესი, ეს როგორც ნაკრებს, ასევე საქართველოს
ჩემპიონატს ეტყობა! თუ ყველანი გავერთიანდებით და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით, წინ დიდი წარმატევები გველის, მე ამაში დარწმუნებული ვარ! ხოლო ფანებს თუ
გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და რწმენისთვის
რომელსაც ისინი აჩენენ, ეს განსაკუთრებით მოლდოვასთან თამაშში იგრძნობოდა! 
რათქმაუნდა ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე, ფეხბურთი არ არის! მე ვერ
წარმომიდგენია "ლივერპულის" ან "ბორუსიის" სტადიონები გულშემატკივრების გარეშე, ისინი არიან ნამდვილი მაგალითები, თუ როგორი ატმოსფერო უნდა იყოს ტრიბუნებზე!
რას აპირებთ მომავალში ?
-მომავალში უბრალოდ მინდა ყოველ დღე მოვუმატო და ვიყო უკეთესი ვიდრე გუშინ! 
ყოველ თამაშსა, თუ ვარჯიშში უნდა დავიხარჯო ბოლომდე და მხოლოდ მაშინ შემიძლიამივაღწიო მწვერვალებს! მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და უფლის წყალობით იმედი
მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!! 
და ბოლოს რის გამო გადაწყვიტეთ 80 ნომრით თამაში?
-პ.ს. 80 ნომერი რონალდინიოს გამო ავირჩიე, ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი
ფეხბურთელია!
აღსამიშნავია ის, რომ ვაკომ ინტერვიუს მსვლელობისას პატივისცემითა და მოწიწებით 
მოიხსენია უდიდესი მორაგბე მამუკა გორგაძე და მადლობას უხდის მას გაწეული 
ღვაწლისთვის
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა გორგოძეს, დიდ ქართველს და დიდ მორაგბეს, 
იმ თავდადებისთვის რომელიც მან წლების განმავლობაში ქვეყნისთვის გააკეთა ! ის არის 
ნამდვილი მაგალითი ახალგაზრდა სპოტსმენებისთვის და საქართველოს საამაყო შვილი!“

 

http://fanebi.com/vako-gvilia-es-chemi-bavshvobis-otsneba-iqho/
"ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის და კეთილი სიტყვებისთვის. ეს იყო ბავშვობის ოცნება, რის მისაღწევად მე ყველაფერს ვაკეთებდი. ჩემთვის დიდი ღირსება და პატივია საქართველოს დროშის წარდგენა და დაცვა მსოფლიო მასშტაბით. უფალს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველმა ჩვენთაგანმა ამ შესაძლებლობისთვის. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ყველანი გავერთიანდებით, წინ დიდი წარმატებები გველის!" - წერს გვილია.
vako gvilia gol bate

" ყოველთვის მჯეროდა, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი"

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ