უსტადიონო ფეხბურთის აკვანი

 

ფეხბურთი საქართველოში მასიურად  XX-ე საუკუნის დასაწყისში შემოვიდა,თუმცა მას ფოთში უფრო ადრე თამაშობდნენ. ადგილობრივი გუნდები,,ბურთაობა“-ში ბრიტანელ მეზღვაურებს ეჯიბრებოდნენ. სწორედ ამიტომ ფოთი ქართული ფეხბურთის აკვნადაა მიჩნეული. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძეც კარიერის დასაწყისში ფოთში თამაშობდა. დღეს კი ამ ქალაქს სტადიონი არა აქ, რის გამოც ,,კოლხეთი-1913“-ს  საშინაო მატჩების გამართვა სხვადასხვა ქალაქებში უწევს. სტადიონის სარემონტო სამუშაობის წარმოებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება 2013 წლის ოქტომბერში ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნიუ ქონსთრაქშენთან"  გააფორმა.სამუშაოები იმავე წელს, 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნულმა კომპანიამ ავანსად თანხის ნაწილი მიიღო, თუმცა ვადების გადაწევის მიუხედავად ვალდებულება ვერ შეასრულა. 

 

 

 

 

გულშემატკივარი

ჯონდო ჭოჭუა

 

ბაკურ ელიავა

 

 თითქმის ერთი წელი სამუშაოები შეჩერებული იყო და მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში განახლდა,ახალი

 ტენდერის გამარჯვებული კომპანია "ხიდი" გახდა. მანავანსად 500 ათასი ლარი მიიღო და სამუშაოები 2015 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა.ორი ტენდერის და 

ორი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის მიუხედავად, სამუშაობის დაწყებიდან

4 წელიწადში ფოთის მთავარი საფეხბურთო  მოედანი  შემოუღობავი და გავერანებულია. ფოთის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ და პირობის დამრღვევ კომპანიებს

 შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. 

ნი
გულშემატკივრები მთავრობას მოუწოდებენ, რომ არ წაართვან საკუთარი გუნდის მხარდაჭერის საშუალება , დროულად დაასრულონ სტადიონის მშენებლობა და ანგარიში გაუწიონ ფეხბურთის იმ ქომაგებს, რომლებიც უახლოეს წარსულში ფოთში გამართულ მატჩებზე 5 ათას კაციან ტრიბუნებს ბოლომდე ავსებდნენ.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ