,,ურბანული სუიციდი"
დედაქალაქის ურბანული მორფოლოგია უხეში დაღვევების ნამდვილი საბადოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველ თბილისში, სადაც წესისამებრ შენობა სამ სართულს არ აღემატება, კორპუსები და თანამედროვე კონსტრუქციები აიგო, სკვერებსა და ბაღებში კი სასადილოები და მაღაზიები აშენდა. ქალაქის ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, ცენტრსა და, განასკუთრებით, გარეუბნებში სამშენებლო მოედნად მოიაზრება.
გასული ათი წლის განმავლობაში ბაზრობები და ტროტუარებზე ჩადგმული სავაჭრო ჯიხურები დედაქალაქის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. მათი მეპატრონეების შემოსავლების გაზრდასთან ერთად იზრდება მშენებლობების ჟინი, რომელიც ქალაქის ტრადიციულ სახეს ზიანს აყენებს. მრავალსართულიანი შენობების მანია და სწრაფი მოგების მოლოდინში ყადაღა-დადებული ისტორიული უბნები პოსტ-საბჭოთა პერიოდის საქართველოს თვითდამკვიდრების ამბიციაა. ასეთ სულსწრაფ პერიოდში, ადვილია საკუთარი იდენტურობის დაკარგვა. რეალურად, თბილისის მორფოლოგიური ფორმირების ახალ, თანამედროვე ეტაპზე კულტურული მეობის შენარჩუნება უმთავრესი პრობლემაა.
თბილისის ქალაქგეგმარება ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომებს ახალი მშენებლობების შეუფერებლ გარემოში განთავსებისას აწყდება. თანამედროვე სამშენებლო ბუმის ფონზე აქტუალური პროექტების რიცხვი დიდია. მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ხვალინდელ თბილისს დღევანდელი ქალაქგეგმარება არაერთ მახინჯ რელიქტად შეახსენებს თავს.

ქალაქგეგმარებით სიახლეებს, რომლითაც ადრე თბილისის მაშინდელ ხელმძღვანელობას თავი მოფქონდა, ცალი ფეხი ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ნანგრევებში ედგა. ეს გარდაუვალიც იყო, ახლის შენება ხომ ძველის ნგრევის ხარჯზე მიმდინარეობდა. მაგრამ ნგრევაცაა და ნგრევაც, როცა მას ძველი, როგორც იდენტობის განუყოფელი ნაწილი ეწირება,

 

სამშენებლო დარღვევები თბილისის ისტორიულად ავთენტური გარემოს იდენტურით ჩანაცვლების წინაპირობა ხდება. მშენებლობების მასშტაბურობას გეომეტრიული პროგრესიის ზრდა ახასიათებს. სამშენებლო დარგით ხარბად დაინტერესებული მმართველი წრეები თუ ფინანსური „ელიტა“, თავის მხრივ, კანონდარღვევების სტატისტიკას მოქმედების მრავალფეროვან გარემოს უქმნის. ქალაქის ურბანულად ღირებული ტერიტორიები და თბილისის ისტორიული უბნები ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე გახმაურებული სამშენებლო კამპანიების ადგილად იქცა. ადამიანებისთვის შეუძლებელი ხდება კორპუსების მუზეუმად ქცეულ ქალაქში სუნთქვა.
უშნო, ერთმანეთისთვის შეუსაბამო შენობები და ჩანასახშივე მომკვდარი იმედი სუფთა ურბანულ გარემოზე.
აღნიშნული ტენდენციები იმ უხეში პოლიტიკის გამოძახილია, რომელიც დღევანდელ საქართველოში კულტურის გაყიდვას წარმართავს. ხელოვნება მხოლოდ ესთეტიკური ფუნქციის არეალში მოიაზრება, რაც მისი ეკონომიკური პოტენციალის გამომზეურებას აბრკოლებს.
ძველ თბილისში მოქმედი მშენებელი კომპანიები კლიენტურის მისაზიდად უნიკალური ადგილმდებარეობით და შთამბეჭდავი ხედებით მანიპულირებენ. ბიზნეს-ოპერაციებს ერთვის მომხმარებლის გემოვნების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ათვისებული ტერიტორიების ურბანულ იერსახეს სწორედ დამკვეთთა გემოვნება განსაზღვრავს,
ახალი შენობების მშენებლობა ხშირად ჭიანურდება და საყოფაცხოვრებო გარემო დიდი ხნის მანძილზე მოუწესრიგებელი და დანაგვიანებული რჩება. არსებული შემთხვევების მიუხედავად, საჯარო კრიტიკა ქალაქის მართვის იდეოლოგიაში ჭეშმარიტად აქილევსის ქუსლადაა ქცეული.
როგორ უნდა იარსებონ ადამიანებმა მხოლოდ ბეტონების გარემოცვაში, როგორ უნდა იცხოვრონ ბავშვებმა და როგორ უნდა გადარჩეს ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს ცარიელ, თავისუფალ ტერიტორიებს?
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ