თვითნებური ნაგავსაყრელები - საპარალმენტო დედაქალაქის გადაუჭრელი პრობლემა

ქუთაისს უძველესი, საპარლამენტო, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსით თავის მოწონება ნამდვილად შეუძლია. სამაგიეროდ იგივეს ვერ ვიტყვით სისუფთავეზე.

ქუთაისში, ხალხმრავალ ადგილებში, მცირე და დიდი ზომის ურნები ყველგან დგას. ქუჩებს მერიის შესაბამისი სამსახური ყოველდღიურად ასუფთავებს.  მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში გადაყრილი ნარჩენების სიმრავლე ნებისმიერის ყურადღებას ადვილად მიიპყრობს.

ბაზრობებთან, ტრანსპორტის გაჩერებებთან, კვების ობიექტებთან  პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, ქაღალდის ნარჩენები,სიგარეტის ნამწვავები და ა.შ. არავის უკვირს. 

ფოტოები გადაღებულია შუადღის (12-დან 15- საათამდე)  მონაკვეთში. 

მდინარე რიონის სანაპირო - ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
მდინარე რიონის სანაპირო - ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
წითელი ხიდი
წითელი ხიდი
შადრევნის ახალი ფუნქცია - ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
შადრევანი ჯაჭვის ხიდთან
ქუთაისის ცენტრალური ნაწილი
ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე
მესხიშვილის თეატრის ეზო
"დეკორაცია" ჯაჭვის ხიდთან

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში, მაგალითად,მდინარე რიონის სანაპიროებს ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები ეტაპობრივად ასუფთავებენ, დასუფთავებიდან რამდენიმე კვირაში მდგომარეობა ისევ იგივე ხდება.

იხ. ბმული. 

ანტისანიტარია განათებული ხიდების მიღმა 

 

 ვინ არის დამნაშავე ქალაქის დაბინძურებაში ამის გარკვევას რადიო "ძველი ქალაქი" შეეცადა. 

ვინ აბინძურებს ქალაქს?

        ვინ ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე?

 

ირინე გიგაშვილი. 22 წლის. სტუდენტი. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.
ირინე ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის სისუფთავზე. დილით ადრე იმისთვის დგება, რომ თანაქალაქელებს და სხვა სტუმრებს ქუჩა მოწესრიგებული დახვდეს. ის ქუთაისში ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მუშაობს.

ირინე ამბობს, რომ მოქალაქეებისათვის სისუფთავის დაცვისკენ მოწოდება ხშირად უხდება. ზოგი შენიშვნას იღებს ზოგიც არა. ის მოუწოდებს თანაქალაქებს, რომ საკუთარი ქალაქის სიყვარულის გამოხატვა სისუფთავის დაცვით დაიწყონ. 

 

ირინე გიგაშვილი
ვენრერა პაიკიძე. 70 წლის. ირინეს ბებია.
ვენერა პაიკიძე

ვენერა პაიკიძე მოუწოდებს მოქალაქეებს მაქსიმალურად დაიცვან სისუფთავზე და ნარჩენები ურნამდე მიიტანონ.

 

ასე გამოიყურება ილია ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისში საღამოს საათებში.

 

ფოტოები გადაღებულია 13 სექტემბერს 18:00 -დან 19:00-მდე . 

ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისში
ვენერა და ირინე - ბებია და შვილიშვილი სამუშაო პროცესში
ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი

ხვიჩა ვაშაყმაძე ჟურნალისტი, აქტიური მოქალაქეა.

 

ჩართულია ხვადასხვა პროექტებში, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებში.  

 

მისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს (ცხოვრობდნენ მოქალაქეები) მწვანე და სუფთა გარემოში. 

ხვიჩა ვაშაყმაძე

ხვიჩა ვაშაყმაძე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

იმაზე, რომ მოქალაქეები ნაკლებს ფიქრობენ ქალაქის სისუფთავეზე და აზიანებენ ურნებს.

                  რაშია გამოსავალი? 

 

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის დეკემბერში დაამტკიცა, აკრძალულია ნარჩენების ქუჩაში ან შეგროვების

კონტეინერის გარეთ დაყრა. მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორია დანაგვიანდა, უფლებამოსილია დამნაგვიანებელს ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვოს, ხოლო თუ

დამნაგვიანებლის დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება მის მფლობელს ეკისრება, საკუთარი ტერიტორიის დასუფთავება კი

თავად მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს. გარემოს დანაგვიანების გამო ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა სახის ჯარიმებია დაწესებული და

მათიღირებულება 80-დან 1 500 ლარამდეა. გარემოს დანაგვიანებისთვის პირის დაჯარიმებას საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი

ორგანო ახორციელებენ. 

 

 

 

ხვიჩა ვაშაყმაძე ორგანიზაცია "ორბელიანი   საქართველოსთან" ერთად ქალაქში ცნობიერების   ამაღლების  კამპანიას   იწყებს და მოქალაქეებს მოუწოდებს შეუერთდნენ მათ ნაგვის ურნების მოხატვაში.

 ურნებს გარემოს დაცვის თემატკით მოხატავენ. 

 ხვიჩა ფიქრობს, რომ მსგავსი სახის აქტივობები ხელს   შეუწყობს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას, რომ   ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩებში. 

ერთად გავუფრთხილდეთ ქალაქს!
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ