თანამედროვე ქართული მედია და 9 პრინციპი

21-ე საუკუნეში, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში, მნიშველოვანი როლი უჭირავს მედია საშუალებებს, რომლებიც წესით საინტერესო ცნობებით უნდა გვამარაგებდნენ საჭირო დროსა და ადგილას. თუმცა, მასმეედიის ცნება ჩვენს ქვეყანაში დიდიხანია დაირღვა და შესაბამისად ხალხში განათლების და შემდგომში მოთხოვნილების დონემაც დაიწია. მოსახლეობისგან რაც ნაკლებია მოთხოვნაა, მით უფრო უარესს სტატიებსა თუ გადაცემებს ვხედავთ და ხშირ შემთხვევაში ეს გამაღიზიანებელიც კი არის, მაგრამ მხოლოდ საღად მოაზროვნე ხალხისათვის.

მედიას ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. ეს მდგომარეობა კი ბოლო დროის ამბავი სულაც არ არის. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ჩაიხანებსა და პაბებში გავცელებული ამბებიდან იღებს სათავეს. რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის ქონდა და ექნება კიდეც ახალი ამბის გაგების სურვილი, თუმცა ამას როგორ, რა სახით ან ვისგან მოისმენს წესით მასზე უნდა იყოს დამოკიდებული. თუმცა, დღევნდელი გადმოსახედიდან ჩვენი ქვეყნის მედიასაშუალებები სულაც არ არიან ორიენტირებულნი ახალი ამბების გავრცელებაზე. ისინი ცდილობენ არა მხოლოდ დაამახინჯონ ახალი ამბავი და სახეცვლილი მოიტნონ ჩვენამდე, არამედ ხშირ შემთხვევაში, გაერკვეულ პროპაგანდასაც ეწევიან. იმის ნაცვლად, რომ, რომელიმე გაზეთის კითხვით ან გადაცემის ყურებით რაიმე მივიღოთ და ზომაზე დაბალი ინტელექტი ოდნავ მაინც ავიმაღლოთ, ზუსტად ჩვენს გონებაზე მორგებული გადაცემები და სტატიები ახალს ვერაფერს გვმატებენ და მხოლოდ დროს ვგარგავთ მათი გაცნობით. ამას ისიც ემატება რომ მედიის ადგილი დღეს ბიზნესმა დაიკავა და როგორც ბიზნეს შეეფერება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით ხდება ინფორმაციის გაშუქებაც. თუმცა, პრობლემა სწორედ ესაა, რაც უფრო დაბალი ინტელექტი აქვს მაყურებელს, მით ნაკლებია მოთხოვნა და შესაბამისად მიწოდებაც და ასე წრიულად და უსასრულოდ.

მედიის ცნება ქვეყანაში დარღვეულია მეთქი, რომ ვიძახი არამარტო მისი ფუნქციიდან გადახვევას, არამედ მათ არაპროფესიონალიზმს და სიახლეების უხეშად და უნიჭოდ გასაჯაროებასაც ვგულისხმობ. ანუ ჭეშმარიტებაა ისაა, რომ განმარტების მიხედვით მედიაა სწორედ ის ერთადერთი საშუაებაა, რომლის წყალობითაც ხალხის ინფორმირება ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ისიც კი საკითხავია რამდენად სწორ ინფორმაციას იძლევა ის.

ჟურნალისტიკა და ზოგადად მედიის სამსახური უკვე დიდი ხანია, რაც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველას შეუძლია, ინტერნეტის დახმარებით, გაავრცელოს ინფორმაცია, ეს მათ ჟურნალისტებად ვერ აქცევს. თუმცა, არც ტელევიზიაში ან ჟურნალ-გაზეთში მომუშავე კადრებს შეგვიძლია ასე მარტივად ჟურნალისტები ვუწოდოთ.

წლების წინ ჟურნალისტები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციის გაშუქებისას გარკვეული პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელათ. ზუსტად ეს პრინციპები განასხვავებდათ მათ და მათ გაშუქებულ ინფორმაციას, ძველად ჩაიხანაში ხალხს შორის არსებული ჭორებისგან.

პირველ რიგში „ჟურნალისტიკამ ადამიანები უნდა უზრუნველყოს ინფორმაციით, რომელიც მათ სჭირდებათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის“. ამისათვის კი უნდა დაიცვან შემდეგი პრინციპები:

    1. ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს.
    2. ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს.
    3. ჟურნალისტიკის არსი ინფომარციის მუდმივი გადამოწმებაა.
    4. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს.
    5. ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი.
    6. ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკისა და მსჯელობის საშუალებას უნდა აძლევდეს.
    7. ის, რაც მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა წარმოადგინოს.
    8. ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს.
    9. ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე.

მოკლედ ეს ის პრინციპებია, რომლებიც ნებისმიერ ჟურნალისტს იქნება ეს ჩვენი ქვეყნისა თუ სხვა, წინ უნდა ედოს და მისით ხელმძღვანელობდეს. თუმცა, ჩვენთან, სადაც ტელევიზია ასეთი დოზით პოლიტიზირებულია, ამ პრინციპებით ბევრის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელიცაა.

ირღვევა მეხუთე პრინციპი, რომელიც ხელისუფლების დამოუკიდებელ კონტროლს გულისხმობს და შემდეგ, მიყვებიან დანარჩენებიც. მაშინ, როდესაც მედია არ არის დამოუკიდებელი, მიუხედავად იმისა, რას იძახის ან თვლის თავად, მოქალაქეებზე და ინფომაციის გაშქებაზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტად მეჩვენება.

ნუ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საკმაოდ ნათელია დღევანელი ქართული რეალობა, მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ თითოეულ პრინციპს.

სიმართლე. პრინციპი, რომელიც ყველა ჟურნალისტის მამოძრავებელი უნდა იყოს, დღეს სათავისოდ აქვს აღქმული, ყველა მედია საშუალებასაც და ჟურნალისტსაც. ექვსიანისა და ცხრიანის მაგალითზე, რეალურად შეიძლება ისინი საერთოდაც არ თვლიან რომ გვატყუებენ, ისინი უბრალოდ ნებისმიერ რეალობას გვაჩვენებენ ისე, როგორც თავად ხედავენ და აღიქვავენ. მოდით ბოლო დროინდელი არჩევნების გაშუქებიდან ავიღოთ მაგალითი, ქვეყანაში არსებული ორი უმსხვილესი ტელევიზია აშუქებდა ერთი და იგივე საპრეზიდენტო მარათონს, თუმცა, ერთსა და იმავე დროს, ორივეზე სხვადასხვა ინფორმაცია გადიოდა. ორივე მათგანი იძახდა რეალობას, თუმცა სხვადასხვა კუთხით, ვისაც როგორ აწყობდა.

ზუსტად ამითვე მივადექით შემდეგ პრინციპსაც, საზოგადოებისა და მოქალაქეების ერთგულება. ვისაც, როგორ აწყობდა, აჩვენებდა და წერდა, აი ამ დროს კი მოქალაქეს და ზუსტად ამ მოქალაქეებისგან შემდგარ საზოგადოებაზე არავინ ფიქრობდა. იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდნენ საზოგადოებას სწორი არჩევნის გაკეთებაში, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას მიკედლებულები, მხოლოდ იმას ხედავდნენ და გვანახებდნენ, რაც მათ კანდიდატს ოპონენტთან შედარებით უფრო წარმოაჩენდა.

გადამოწმება მომდევნო, და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიმართლესთან. იმის გამო, რომ რომელიმე ჟურნალისტს დაეზარა ან რაიმე გამორჩა, ან სულაც არასწორედ გაიგო რაიმე ამბავი, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდეც მივიდეთ. ამის მაგალითად, ბოლო ხანებში, სამედიცინო მარიხუანის კულტივაცია გამოდგება. მაშინ, როცა ნორმალურად არც ერმა და არც ბერმა არ იცოდა, არც რეალური საფრთხეების და არც სარგებლის შესახებ, ჟურნალისტებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ აქაო და მავანი ვაზის მარიხუანით ჩანაცვლებას აპირებდა. რაღა თქმა უნდა, ამ ამბავსაც უდიდესი პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, თუმცა ნემისმიერ მათგანს შეეძლო კარგად შეესწავლა თემა, გამოეკვლია ფაქტები და ბევრი სხვა საშუალებით, უკვე ფეხზე მყარად მდგარს ეცნობებინა საზოგადოებისათვის, რა იყო რეალობა და რა ჭორი.

დამოუკიდებლობა მათგან ვისაც ვაშუქებთ და ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი. ეს ის ორი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება. დამოუკიდებლობა კი, ჩვენს ტელევიზიებს დიდი ხანია არ გააჩნიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პოლიტიკა პოლარიზებულია, ტელევიზიებიც ცდილობენ ან ერთ მხარეს მიემხრონ ან მეორეს. ან იყვნენ მემარჯვენეები, ან მემარცხენეები, თუმცა ეს უკანასკნელი თავად პარტიებსაც კი ვერ გაურკვევიათ. ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა ძალიან შორს წაგვიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ არ არის ჩვენი მედია დამოუკიდებელი მათგან ვისაც აშუქებს, რომ ხელისუფებას ვერ აკონტროლებს მისგან დამოუკიდებლად.

რაც შეეხება შემდეგ პრინციპს, საჯარო კრიტიკის და მსჯელობის შესაძლებლობა, ცოტათი ბუნდოვანია, როდესაც ქართულ მედიას ეხება საქმე. ზედაპირული და ხშირ შემთხვევაში სიღრმისეული დაკვირვების შემდეგაც კი, შეიძლება გამოიტანო დასკვნა, რომ კრიტიკის და მსჯელობის რეალური განმარტება არც ერთ ჟურნალისტს არ ესმის. კრიტიკა ძალიან ხშირად ცინიზმში გადასდით, წამყვანი ტელევიზიის, კვირის მთავარი გადაცემის წამყავნის მაგალითზე. ხოლო მსჯელობა - კამათში, რომელიც ხშირად საშინელ აურზაურშიც გადაზრდილა.

საინტერესოობა და ადეკვატურობა. შესაძლოა მეტნაკლებად ადეკვატური ნებისმიერ ქართულ ტელევიზიაში გასულ გადაცემას და გაზეთში დაბეჭდილ სტატიას უწოდო. თუმცა, ჩვენთან საინტერესოობის სრული დეფიციტია. საინტერესოობა ყოველთვის ვიღაცის კაბის ქვეშ ან საწოლს ზემოდან არის. მაშინ, როცა უამრავი სახით შეიძლება მიეწოდოს მაყურებელს ესა, თუ ის ამბავი, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი მაინც სულ სხვა რამეა. არ არის ნორმალური, როცა 24 საათი ერთსა და იმავეს ვუყურებთ ტელევიზორში და ვკითხულობთ ჟურნალ-გაზეთებში, კვირაში შვიდი დღე ვხედავთ მხოლოდ რამდენიმე სახეს, რომლებიც რატომღაც ქვეყნის „მამებად“ ან „წინამძღოლებად“ თვლიან თავს, თუმცა ვინ მიანიჭა მათ ეს სტატუსი კაცმა არ იცის. რას ვიღებთ ამით? ან გვაინტერესებს კი? ალბათ პრობლემის გადაჭრის მეთოდებიც ამ კითხვებზე პასუხებში უნდა ვეძიოთ. პირველ რიგში რა შეიძლება მივიღო მე, როგორც მაყურებელმა, იქიდან რომ რომელიღაც „ცნობილ ადამინს“ აქვს რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული? ან იქიდან, თუ რამდენი ქმარი ყავდა მას? მითუმეტეს იქიდან თუ რა სტატუსი აქვს ამა თუ იმ მორიგ „ცნობილს“ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ვერაფერს.

აქვე ვხვდებით შემდეგ პრიციპსაც, ყოველმხრივობა და პროპორციულობა. უკვე ვახსენე, რომ 24 საათი ერთი და იგივე საახები ჩანს ტელევიზიაში და ფურცლებზე, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ტელევიზია ყოველმხრივი ნამდვილად არაა. ჟურნალისტიკა იმისთვისაა, რომ ისაუბროს იმათი სახელით, აიმაღლოს იმათ ნაცვლად ხმა, ვისაც ეს თავად არ შეუძლია. თუმცა ის სახეები რომლებსაც ძალიან ხშირად ვხედავთ ეკრანებზე საზოგადოებაზე მგონი საერთოდ არ ფიქრობენ. აი ეს, ჟურნალისტების ბრალია, თუმცა რეკლამა, იქნება ეს ხილის თუ, რომელიმე ადამიანის სხეულის რეიტიგებს წერს, მედია კი, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის, ყველაფერზე წავა რეიტინგებისთვის. რაც შეეხება პროპორციულობას, მედია საშუალებებს დღეს გონიათ, რომ, თუ ორი მოწინააღმდეგე პარტიიდან თანაბარი რაოდენობის პოლიტიკოს მოიწვევენ გადაცემაში, შემდეგ დასვავენ კითხვას და მათ დაუთმობენ საეთერო დროს „საკამთოდ“ პროპორციულობა დაცული იქნება, თუმცა ეს ტელევიზიაში გაკეთბულ გადაცემას კი არა, ბრძოლა წესების გარეშეს უფრო ემსგავსება ხოლმე.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დავიწყებული პრიციპი სინდისია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თვისაა, რომელიც ბევრ ადამიანში შეიძლება ვერც იპოვო, ჟურნალისტი ვალდებულია ადამიანობაზეც კი თქვა უარი, თუ სინდისს შეეხება საქმე, თუმცა ჩვენთან ესეც მარტივად იყიდება სხვა დანარჩენის მსგავსად. და ყველასდა სამწუხარო ფაქტს კი ის წარმოადგენს, რომ ხშირად ავიწყდებათ სინდისი ჩრდილი არაა, მზის ჩასვლისას რომ გაქრეს. 

ქართული თანამედროვე მედია სულს ღაფავს, ეს კი პოლიტიკის ბრალია. მსმენია, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყანაშისხვა გზა არც არის, თუ გინდა აკეთო გადაცემა, შექმნა რაიმე, მასში მცირე დოზით პოლიტიკა მუდამ იქნება. თუმცა, პრობლემა პოლიტიკის არსებობა კი არა, მისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა, რასაც დღეს ვერ ვახერხებთ.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპის დარღვევას ჟურნალისტები ხშირად იმ საზოგადოებას აბრალებენ, რომელთაც უნდა ემსახურონ. არადა, ფაქტების და მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა სწორედაც მათი მოვალეობა. ასეთ შემთხვევაში, თანდათან აუდიტორიაც მიეჩვევა მაღალ სტანდარტებს და ჩვენი მედიაც გაუთანაბრდება, იმ ჟურნალისტიკას, რომლის მამების მოღვაწეობამაც მოიტანა ჩვენამდე ეს პრინციპები.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ