თანამედროვე მსოფლიოს "ახალი" შვიდი საოცრება

 

ახალი 7 საოცრების ფონდი შეიქმნა 2001 წელს შვეიცარიაში. ის დაფუძნებულია კერძო შემოწირულობებზე. ამ პროექტის მიზანი იყო განეახლებინათ ძველი 7 საოცრება. 2007 წლის ივლისს ლისაბონში გამოქვეყნებული ინტერნეტგამოკითხვის შედეგებით 100 მილიონიმა ადამიანმა მსოფლიოს საოცრებების ახალი შვიდეული დაასახელა.

1) ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი – ჩინეთი)

   პირველ საოცრებად დაასახელეს, ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი – ჩინეთი) – ჩინურად “ვანლი ჩან ჩენ”, ანუ ჩინეთის დიდი კედელი “10000 ლის სიგრძის კედელს” ნიშნავს. იგი დიდი სამხედრო გამაგრებაა, რომლის მშენებლობაც მომდინარეობდა ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ახ. წ. მე-17 საუკუნემდე, 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა.

 

ჩინეთის დიდი კედელი

2) ტაჯ-მაჰალი (აგრა – ინდოეთი) ”სასახლე-გვირგვინი”

    ტაჯ-მაჰალი (აგრა – ინდოეთი) ”სასახლე-გვირგვინი” – ძეგლი აგრაში, ინდოეთში, აგებულია 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორ შაჰ ჯაჰანის შეკვეთით ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი, როგორც მუმთაზ მაჰალი) მავზოლეუმი.ტაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. 

  ტაჯ-მაჰალი  

3) კოლიზეუმი ( რომი – იტალია ) ფლავიუსების ამფითეატრი

     კოლიზეუმი ( რომი – იტალია ) ფლავიუსების ამფითეატრი, გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი.ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლიზეუმის მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვივ და იგი აშენდა ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორ დომიციანეს ზეობისას.

   კოლიზეუმი

4) უძველესი ქალაქი პეტრა (იორდანია)
5) ქრისტეს ქანდაკება (რიო – ბრაზილია)

  ქრისტეს ქანდაკება (რიო – ბრაზილია) – ქრისტეს ქანდაკება (პორტ. ჩრისტო რედენტორ ). იგი მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში მთა კორკოვადოს წვერზე. დამზადებულია მთლიანად რკინაბეტონით და რეცხვადი ქვით. ქრისტეს ქანდაკების ზუსტი ზომებია: სიმაღლე – 38 მ., ამასთანავე კვარცხლბეკი – 8 მ., წონა – 1145 ტ., გაშლილი ხელების სიგრძე – 30 მ. ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მონუმენტია მსოფლიოში. ყოველ დღე მილიონობით ტურისტი ადის მის კვარცხლბეკზე საიდანაც იშლება ქალაქის გასაოცარი პანორამა.

 

6) ინკების ქალაქი- მაჩუ-პიქჩუ

   ინკების ქალაქი – მაჩუ-პიქჩუ (პერუ) – ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ. სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით.მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს.

 

ინკების ქალაქი
7) ჩიჩენ-იცა (მექსიკა)

 ჩიჩენ-იცა ( მექსიკა)-ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, როგორც ცნობილია მაიას  ტომების ხალხი განსაკუთრებით კარგად ერკვეოდა  ასტრონომიაში.  სწორედ ამას უკავშირდება  მისი სახელი ''მზის და მთვარის პირამიდა''.  ამ განსწავლულობის ხარჯზე ისინი შირად   დებდნენ სხვადასხვა სახის წინასწარმეტყველებებს ,რომელთაგან ბევრი ახდებოდა ხოლმე.   ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

  ჩიჩენ-იცა

მექსიკა

 

The New 7 Wonders of the World

   საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში არსებული ღირშესანიშნაობების ცოდნა, რადგან იგი უზრუნველყოფს ზოგადი მსოფლმხედველობის განვითარებას.ზოგადად, საზოგადოებას უყვარს ყველაფრის განახლება, შესაბამისად, მაშინ როდესაც ყველასთვის ცნობილი მსოფლიოს შვიდი საოცრების სია შეიცვალა,ამან გამოიწვია მოსახლეობის დაინტერესების დონის ამაღლება. 

  ვფიქრობ, ყველაფერი ახალი საინტერესო და მიმზიდველია. რაც უფრო მეტი ისტორიული ძეგლის შესახებ გვექნება ინფორმაცია, მით უფრო მეტი მოტივაცია გაჩნდება იმისა, რომ ვიმოგზაუროთ და ვნახოთ !

The New 7 Wonders of the World
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ