სტილისტი ნიგარ ხუჯაძე
სტილისტი

„გუშინ  „პენსიაზე“ განცხადება დავწერე, ახლახანს 60 წლის შევსრულდი. ასაკი ვერ მაშინებს, მე ხომ სილამაზეს ვემსახურები. თანაც არ მიყვარს ხელმოცარული ადამიანები  და სულ  ვცდილობ, რომ  დასაქმებული ვიყო.

 

რამდენიმე თვის წინ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამუშაოდ უცხოეთში წავედი, იქ სამი თვის განმავლობაში მოხუცს ვუვლიდი, ანაზღაურება ნორმალური არ იყო, თანაც ჩემს ასაკში შორეულ გზაზე წასვლა ცოტა რთულია და უკან დავბრუნდი.

უცხოეთში წასვლამდე ბავშვობის მეგობართან ნარგიზ ბერიძესთან ვმუშაობდი, პატარძლებს მანიკურსა და  პედიკურს ვუკეთებდი, ასევე ვეხმარებოდი კაბების ჩაცმაში და საქორწინო კუთხის მოწყობაში. ამ საქმეს  20  წელზე მეტია ვემსახურები, მაკრატლის დაჭერა და თმის შეჭრა კი ვიცოდი, მაგრამ ხალი მოდაა, ახალი სტილია და საჭირო იყო ისეთი ცოდნა, რაც დღევანდელ თანამედროვეობას დააკმაყოფილებდა. კი ვარ სამოცი წლის, მაგრამ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და მოვინდომე  კვალიფიკაციის ამაღლება.

მეგობარმა  ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროეტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯებესება აჭარის რეგიონში“ შესახებ გაიგო, რომლის ფარგლებში უფასო გადამზადების კურსი გავიარეთ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 

ძალიან  საინტერესო იყო ჩვენი სწავლა. როცა  გვერდით გიზის 15-20 წლის ახალგაზრდა და შენ ხარ 60-ის. ამ დროს თავს ისე გრძნობ რომ თითქოს შენც მათი თანატოლი ხარ. უბრუნდები ახალგაზრდობის წლებს და სიბერე უკან გრჩება. ასაკის გამო პედაგოგიც განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდა მე და ჩემს მეგობარს.

დღეს უკვე პროფესიონალი სტილისტი ვარ და ჩემს „კლიენტებს“ ოჯახში მისვლით ვემსახურები, ზოგიერთები სახლშიც მაკითხავენ.

ეხლა ხუთისთვის რუსთაველის ბოლოში მოლდაველების ოჯახში ვარ დაბარებული ვარცხნილობების გასაკეთებლად. სადაც დავდივარ ჩემი ინვენტარი ყველგან თან დამაქვს (თმის სავარცხელი{ ჩოთქი} ჯამი, უთო, საშრობი... ), რადგან ზოგს თმის შეღებვა  უნდა, ზოგს დასწორება, ზოგს წარბის კორექცია და ასე შემდეგ...

ახლობლის შვილიშვილს აფრიკული ვარცხნილობაც კი გავუკეთე, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.

სხვადასხვა სახის თმის ვარცხნილობები, ფენით მუშაობა, შეჭრა, დაუთოვება, ეს ყველაფერი „ახალ ტალღაში“ ვისწავლე, იმ სამ თვეში. იმდენი წელი სალონში ვიყავი და არასდროს მიფიქრია თმა ფენით გამეშრო, ან ლოკონები გამეკეთებინა მოვინდომე და  გამომივიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. 

შემოსავალითაც უკმაყოფილო არ ვარ,  სადღესასწაულო დღეებში მოთხოვნა უფრო მეტია. სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი სახლის შეძენას, რომლის პირველ სართულზე სალონს განვათავსებ, ჩემი რძალიც სტილისტია და ორივე ერთად ვიმუშავებთ.

მინდა ყველა მიგრანტს ვუთხრა, რომ „ინტელექტმა“ დიდი  შესაძლებლობა მოგვცა ვიყოთ ჩვენი საქმის პროფესიონალები და ნუ დავკარგავთ ამ შანსს, გამოვიყენოთ!“

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ