SoundOfLife

1.როდის დაიწყეთ ამ სფეროში მოღვაწეობა და რა ფაქტორმა იქონია ამაზე გავლენა? 

-ელექტრონული მუსიკის წერა და DJ-ინგი ჰობის სახით დავიწყე 15 წლის ასაკში, ხოლო 2016 წლიდან გადავწყვიტე მუსიკალურ საქმიანობას მთელი ჩემი ძალისხმევით შევუდგე. ყველაზე გავლენიანი ფაქტორი ჩემთვის უბრალოდ მუსიკის სიყვარული და ემოციების გადმოცემის სურვილი იყო.

Le Vancho — Vintage Music Label

 

2.როგორ გაგიცნოთ, ქართველმა და არა მარტო ქართველმა მსმენელმა? (თუ შეგიძლიათ თქვენი წარმატებების მოკლედ მოყოლა პ. ს ესპანეთში რომ იყავით ბტ. ლევან, სხვადასხვა ძალიან ცნობილ ივენთებზე დაკვრა და ა. შ გალგვიმხილეთ). 

-სადებიუტო გამოსვლა Gem Fest 2017-ზე მქონდა, მას შემდეგ აქტიურად დავიწყე ჩემს მუსიკაზე მუშაობა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში 5 ალბომი და 1 სინგლი გამოვაქვეყნე უცხოურ განთქმულ ლეიბლებზე, რომელიც აღჟერბდა ჩემს მუსიკას ბრიტანულ, ფრანგულ და მექსიკურ რადიოებში. ასევე ბოლო 1 წელია, რაც აქტიურად Live გამოსვლებით დავინტერესდი, სადაც სეტში ჩემს ვოკალს და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკრულს ვამატებ, როგორიც არის: კლავიში, გიტარა და ჰარმონიკა. ზუსტად ასეთი ჰიბრიდული Live და DJ სეტებით ტალინსა და ერევანში მიმიწვიეს და ასევე თბილისში Worakls-ის საორკესტრო ტურის გახსნაზე ვუკრავდი, სადაც დამსწრეების რაოდებონა 6 ათას კავს აღემატებოდა. 

3.რას ფიქრობთ ქართულ კლუბურ კულტურაზე და მსმენელზე? IMG_1164-01.jpeg

-ფაქტია, რომ ქართული საკლუბო სცენის კულტურა და მსმენელი სწრაფი ტემპებით ვითარდება. განსაკუთრებით კი ეს პროცესი ბოლო 4-5 წლის მანძილზეა თვალსაჩინო არამარტო საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. მიმაჩნია, რომ ქართლევებს გვაქვს უნიკალური მუსიკალური ხედვე და გემოვნება და ჩვენს ქვეყანაში დიდი განვითარების პერსპექტივა დევს ამ სფეროში. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე თუ უცხოეთში ჩვენს საკლუბო სცენაზე საუბრობენ, ისინი საქართველოს ტექტო ჟღერადობით გამოარჩევენ და დიდი სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ საქართველოში ასევე სხვა მუსიკის ჟანრებით იყოს ცნობილი.

4.თქვენი აზრით მოსულ ხალხს მუსიკა უფრო აინტერესებს თუ ის რომ ეს ადგილი უსაფრთხოა ნარკოტიკების მისაღებად? 

-ჩემი აზრით, ხალხს ამ ორივეს ერთობლიობა აინტერესებს, მაგრამ უმთავრესი ინტერესი მაინც მუსიკას და ასევე ხალხთან ურთიერთობას, კომუნიკაციას უკავშირდება. 


5.რომელ არტისტ და კლუბს გამოარჩევდით? ვისი სტილი მოგწონთ? (ქართველი, უცხოელი) 

-არტისტებიდან ამ ეპატზე გამოვარჩევდი: Burial, Recondite, Taron Trekka, 1979, Krause Duo, გაჩა ბაქრაძე, რეზო ღლონტი, kordz .კლუბებიდან მომწონს: Club De Visionnaire, ZODIAK, Tempio del Futuro Perduto და სხვა მრავალი.

6.მუსიმის რომელ სტილს და მიმდინარეობას ანიჭებთ ყურადღებას?

-ამ ეტაპზე ხშირად ვუსმენ მელოდიურ ტექნოს, დაბ ტექნოს, კლასიკურ დიფ ჰაუსს, ემბიენტს, დაუნტემპოს და სხვადასხვა ექსპერიმენტულ ჟღერადობებს.

7.რამ განაპირობა ქვეყანაში ელ. მუსიკის ასე განვითრება? (იგრძნობა თუ არა ეს სტილი თქვენს შემოქმედებაში) 

-ჩემი აზრით, განვითარება Cafe-Gallery-დან იწყება დაახლოებით 2010-2011 წლებში, შემდეგ კი Bassiani, Khidi და Mtkvarze იქმნება, რითაც ჩვენი ქართული საკლუბო სცენა მსოფლიოს მასშტაბით ხდება ცნობილი, ასევე ქართულ ფესტივალებსა და არტისტებს განვითარების დიდი წვლილი მიუძღვით. ჩემი Live და DJ სეტების სტილი არამგონია უშუალოდ ამ კლუბების ჟღერადობებიდან გამომდინარეობდეს, ვერ ვიტყოდი, რომ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა ბუნებრივია, რაღაც მცირედი ნაწილით ჩემს გემოვნებაზე იმოქმედა.

8.რას ურჩევდით დამწყებ არტისტებს? 

-ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი მუსიკალური აღმოჩენებით იყვნენ ჯანრის და მიუხედავად, ანუ ბევრს და განსხვავებულს უსმინონ, გემოვნება განივითარონ, სხვადასხვა არტისტების გამოსვლებზე იარონ და ასევე თავისი მუსიკის წერასაც შეუდგნენ ნელ-ნელა. აუცილებელია დისციპლინა ჩამოიყალიბონ და ბევრი იშრომონ, თუმცა ამ ყველაფერზე მეტად მნიშვნელვანია ზუსტად გაერკვიონ, თუ რატომ უნდათ ამ სფეროში მოღვაწეობა და გულწრფელად რა ამოტივირებთ მათ, რადგანაც ხანდახან სფერო მოითხოვს მთლიანად შენი დროის, ძალისხმევის, ენერგიის, ემოციებისა და ფინანსებას გაღებას, ამიტომაც აუცილებელია პირველ რიგში გიყვარდეს შენი საქმე ისე, რომ ყველაფრის და მიუხედავად გააგრძელო ყოველდღიური წინსვლა.

9.შეუძლია თუარა ქართველ არტისტს წარმოაჩინოს ფართო მაშტაბებზე თავი თუ მას უბრალოდ არ ჰყავს ამ სფეროში ნაცნობები? 

-ჩემი აზრით, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კონკურსი ტარდება, სადაც ნებისმიერ მსურველს შანსი აქვს გამოავლინოს საკუთარი უნარები, მაგრამ თუ არაფერი მსგავსი არ ტარდება, მაშინ აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული და ნელ-ნელა ნაცნობების გაჩენა. ასევე შეიძლება უცნობ მუსიკოსმა იმდენად ხარისხიანი ნაშრომები გამოაქვეყნოს, რომ ხალხის მოწონება და ცნობადობა მოიპოვოს, რაც ამარტივებს მის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შანსს.

 

live Set from GUDAURI
Performing Live Set with Nature
https://www.youtube.com/watch?v=UOE3YUJm2iI
Levancho
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ