ახალი კანონი სისუფთავის დასაცავად

3 აპრილიდან დედაქალაქის  ქუჩებში ნაგვის  დაყრა  კანონით ისჯება.   ჯარიმის ოდენობა 50-დან 150 ლარამდეა

 

ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან, ორ კილოგრამზე ზევით კი, ჯარიმა 150 ლარს შეადგენს.

 

ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200 ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი,500 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული. ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი, 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

 

შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება.

სისუფთავეს ქუჩებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტაკონტროლებენ. ახლი რეგულაცების ამოქმედებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში  ინსპექტორები მოქლაქეებს მხოლოდ აფრთხილებდნენ -მათი მთავარი ამოცანა მოსახლეობის ინფორმირება იყო. რეგულაცია ერთი თვეა მოქმედებს.ჯერჯერობით უცნობია რამდენი ჯარიმაა დაწერილი.

 

თბილისელებს სიახლეები მოსწონთ, თუმცა აცნობიერებენ, რომ პრობლას მხოლოდ რეგულაციები ვერ გადაჭრის.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკვე ერთი თვეა  მოქმედებს, ქუჩებში სისუფთავის დაცვა მაინც  პრობლემად რჩება.

 

თბილისი.რუსთაველის გამზირი
თბილისი.რუსთაველის გამზირი
თბილისი.ქუჩა ასათიანი
თბილისი.ქუჩა ამაღლება
თბილისი.რუსთაველის გამზირი

ინსპექტორები მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე გამოჩნდნენ, თუმცა რესპოდენტების თქმით, ქუჩებში ინსპექტორები ნაკლებად ხვდებათ.

 

პრობლემის მოსაგვარებლად კანონის დაცვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება აუცილებელია.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ