შეცვლილი თაობა
სტუდენტური დასაქმებიდან შრომით ტრეფიკინგამდე...

 

„მინდოდა ჩემი სახარჯო ფული მქონოდა“ ...

ყველას ისტორია ერთი და იგივე ფრაზით იწყება. შრომით ბაზარზე მყოფი სტუდენტების დამოკიდებულება დასაქმებასთან დაკავშირებით თითქმის ერთნაერია. მათ უნდათ თავიანთი ფული გამოიმუშაონ თვითონ, საკუთარი შრომით და ამაში სათაკილოს ვერაფერს ხედავენ.

შეიცვალა დამმოკიდებულება შრომასთან დაკავშირებით, ფიზიკური შრომა დღეს ბევრად უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ოდესმე. თუმცა ისევე, როგორც ბევრს სხვა დადებითს, თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია, რომელიც შრომითი ტრეფიკინგის სახით იჩენს თავს.

წარსულისგან განსვავებით, როდესაც უფროს თაობას სტუდენტობის ასაკში მუშაობა ეთაკილებოდა და სირცხვილად მიაჩნდა, დღეს ეს ტენდენცია თანდათან ქრება.

სტუდენტები ყოველგვარი სირცხვილის გარეშე თანხმდებიან ისეთ სამუშაოებს, რომლებიც მათ ფიზიკურ შრომას მოითხოვს.

იყო დრო როდესაც დასაქმებაში მანკიერებად ითვლებოდა, სტაჟის გამო სამსახური. აბიტურიენტი, სანამ სტუდენტი გახდება ვალდებული იყო ქონოდა შრომითი სტაჟი, ამის გამო უმრავლესი მათგანი გაფორმებული იყო სანიტრად საავადმყოფოში, დამლაგებლად მეტროში და ასე შემდეგ. ეს ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რეალობასთან არანაერი კავშირი არ ჰქონდა. ეს მანკიერება რეალურობამ ჩაანაცვლა. რეალურობა კი შემდგომში მდგომარეობს, დღეს თუნდაც სანიტრობა, დამლაგებლობა და სხვა დანარჩენი უკვე სათაკილოდ აღარ მიიჩნევა და ის აღარ ატარებს ფორმალურ ხასიათს. პირიქით, სტუდენტები თავს ამით კი არ იმაღლებენ, სტუდენტებს მოსწონთ დასაქმებანებისმიერ სფეროში, შესაბამისი ანაზღაურების ფონზე. თუმცა, ისიცაა აღსანიშნავი, რომ ბევრი სტუდენტი სამსახურის წყურვილზე მეტად ანაზღაურებისათვის შრომობს, რათა შემდგომში საკუთარი სწავლის საფასური დაფაროს. ამასთან, ბევრი ცდილობს აღარ იყოს მშობლების იმედზე და საკუთარი შემოსავალი გააჩნდეს.

შეიცვალა მენტალობა შრომასთან დაკავშირებით. როცა ადრე მექანიკოსობა უფრო პრიორიტეტული იყო მიმტანობასთან შედარებით, რადგან გონებრივ მუშაობას მოითხოვდა, დღეს ეს ორი პროფესია, და არამარტო ესენი, ახალმა თაობამ, თავისივე დაინტერესებით, თანაბარმნიშვნელოვანი გახადა.

დადებითთან ერთად  აღმოცენებული მინუსები, ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის კი პირიქით, მიუღებელია. უარყოფითი მხარე, რომელიც ამ ტენდენციას აქვს, დამსაქმებლებისგან იჩენს თავს. ტრეფიკინგი, რომლის მსხვრეპლიც მრავალი ახალგაზრდა სტუდენტი ხდება საკმაოდ ხშირია.

თუმცა, მთავარ პრობლემად ის რჩება, რომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან ხშირად ამ ყოველივეს თვითონ ახალგაზრდები თანხმდებიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ხელშეკრულებაზე, რომელშიც, მკაცრად და პუნქტ-პუნქტად არის გაწერილი თითოეული საკითხი ისე, რომ საბოლოო ჯამში დამსაქმებელი ყოველთვის მოგებული რჩება.

ერთ-ერთ სუპერმარკეტში პროდუქტებს ვარჩევდი, ბევრი გრძელი რიგი, სხვადასხვა ერთმანეთისგან მეტად, თუ შედარებით ნაკლებად განსხვავებული პროდუქტით იყო გადაჭედელი. რიგებს შორის ერთ ახალგაზრდა ბიჭს მოვკარი თვალი, თავის სხვა კოლეგების მსგავსად სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილიყო და გულმოდგინედ ავსებდა თაროებს. გვერდი მალევე ავუქციე და ჩემი საქმის კეთება განვაგრძე. რამდენიმე წუთის შემდეგ, იგივე პიროვნებას საწყობთან მოვკარი თვალი, როგორ მიაჩოჩებდა თავისზე ბევრად უფრო დიდ ყუთს რიგის ერთი ბოლოდან მეორესაკენ. ხელები ყუთის კიდეებზე ეკიდა და მთელი ძალით აწვებოდა, თუმცა სახეზე მაინც კმაყოფილება ეტყობოდა. ამასობაში, ჩემს საქმეს მოვრჩი და სალაროსაკენ გავემართე. იქ მისულს არავინ დამხვდა, მხოლოდ საღეჭი რეზინებით, შოკოლადებითა და პრეზერვატივებით გადავსებული დახლი, რომლიდანაც სულ რამოდენიმე თვეა სიგარეტები მოეშორებინათ. თვალი მოვავლე სუპერმარკეტს, იმ იმედით, რომ ვინმეს მაინც დავუძახებდი. ჩემდა გასაოცრად სწორედ ის ბიჭი მოვიდა დახლის მეორე მხრიდან ღიმილით, გამომართვა ნაყიდი პროდუქტი რიგრიგობით, ჯერ პური, შემდეგ არაჟანი, რძე და ბოლოს ასევე ღიმილით ბარათის გატარებაც შემოთავაზა. გაკვირვება ვერ დავმალე და ჩემდაუნებურად ვიკითხე, აქ რა პოზიციაზე მუშაობ მეთქი, და მისმა პასუხმა უფრო გამაკვირვა, „მე კონსულტანტი ვარ“. მისი პასუხის მერეღა შევამჩნიე, რომ მკერდზე სახელის მაღლა, მართლაც კონსულტანტი ეწერა. თუმცაღა, მისი ფუნქციები კონსულტანტისას ბევრად აღემატებოდა. საჭიროების შემთხვევაში მან შეითავსა როგორც საწყობის მიმღების ფუნქცია, ასევე ვაიზერისა და მოლარისაც კი.

„შეიძლება შრომითი კოდექსის საკმაოდ რთულ დარღვევასთანაც გვქონდეს საქმე, თუმცა, როდესაც ამას პიროვნება ნებაყოფლობით აკეთებს, ამ დროს კანონი ვერაფერს გახდება,“ - ამიხსნა დამწყებმა სამართლის სპეციალისტმა ია ნ.-მ.

რეალურად, შრომითი ექსპლუატაცია, ზუსტად ის პროცესია, როდესაც ადამინებს ამუშავებენ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პირობებში. თუმცაღა, როდესაც უფლებაშელახული პირი ამაზე თანახმაა, სადამსჯელო ორგანო ვერაფერს ხდება.

„კი, რა თქმა უნდა, ბევრჯერ დავხმარებივარ ჩემს მეგობარ კოლეგას, როცა დასჭირვებია, დამატებითი სამუშაოც შემისრულებია, თუმცა ამას არავინ მაიძულებს, ჩემი ნებით ვაკეთებ, შესაბამიდ, ანაზღაურებასაც არ ველი,“ - მიპასუხა, სუპერმარტკეტი „x“-ის მოქმედმა თანამშრომელმა, კონსულტანტმა ლიკა გ-მ, როდესაც ვკითხე დამატებითი საქმე თუ შეგისრულებია და ეს დრო თუ აუნაზღაურებიათ მეთქი.

ლიკა საუბრისას მომღიმარ სახეს არ იცილებდა, ის კმაყოფილი იყო იმ გარემოთი, რომლში მუშაობაც უწევს, იმითაც, რომ შეიძინა უამრავი მეგობარი, აქვს საკუთარი „სახარჯო ფული“. ყოველი იმ კითხვის მერე, რომელზე პასუხსაც, შესაძლოა ზიანი მიეყენებინა დამსაქმებელი კომპანიისთვის, ან უბრალოდ თავს არიდებდა, ან მიღიმოდა და ამბობდა, რომ ყველაფერი მისი ნება იყო. რეალურად, ნამდვილად მისასალებელიც შეიძლება იყოს ფაქტი, რომ სტუნდენტები ასე მონდომებული არიან.

თუმცა მაშინ, როდესაც დარღვევები გვხვდება, არა მხოლოდ სამუშაო დროსა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიური დასვენების დროსთან სამუშაო პერიოდში, ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებასთან და ასევე შრომის უსაფრთხო და ღირსეულ პირობებთან, ლიკაც და სხვა მოქმედი თანამშრომლებიც მაინც დუმილის  არ არღვევენ.

სუპერმარკეტ „x”-ში მომუშავე ლიკა დედის გარეშე იზრდებოდა მეათე კლასის შემდეგ. მიუხედავად მამისა და მამიდების მცდელობისა, ბევრი რამ აკლდა, როგორც თვითონ იხსენებს, თუმცა სწავლის გაგრძელების სურვილი ყოველთვის ქონდა. ის რაიონიდანაა. გამომდინარე აქედან, გარდა სწავლისა სტუდენტობის პერიოდში მის წინ ბევრი პრობლემა ელოდა, ბინის და კომუნალურების სახით. ამ ყველაფრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგა, გამოჩნდა დედა, რომელიც უცხოეთიდან მუდმივა უწევს დახმარებას მასაც, და მის უმცროს დებსაც, მისი არჩევანი მაინც მუშაობაა.

„წამოვედი, იმიტომ, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი იყო, სამსახურის გარდა ვერაფერს ვასწრებდი, თან მივხვდი, რომ მსგავსი სამუშაოსთვის ხელფასი ძალიან ცოტა იყო,“ - ამიხსნა, სუპერმარკეტი „x“-ის ყოფილმა თანამშრომელმა ლევან ხ.-მ.

ლევანი ორი თვის განმავლობაში 24 საათიან გრაფიკში (ერთი დღე-ღამე მუშაობა, ორი დღე დასვენება)  400 ლარისთვის მუშაობდა. იხსენებს, რომ სწავლის გაცდენა ხშირად უხდებოდა დილით სამსახურიდან დაბრუნებულს, იმის გამო რომ გამოუძინებელი იყო. იყო შეთხვევიბი, როდესაც თანამშრომლის გაცდელი საათების მუშაობაც მას უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საათებს ნამდვილად უნაზღაურებდნენ, ორი 24 საათიანი ცვლის გადაბმა მაინც რთული იყო.

ამასთან ერთად, ირღვეოდა შრომითი კოდექსის, მეთხუთმეტე მუხლიც, რომლიც, თავისმხრივ, გულისხმობს „ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო.(შრომითი კოდექსი, კარი I, თავი IV,მუხლი 15).

ლევანის მშობლები უცხოეთში არიან წასულები. მართალია მას დღეს მატერიალურად არ უჭირს, მას მშობლები ეხმარებიან, მაგრამ მისი მშობლები კარგი ცხოვრების გამო არ წასულან საზღვარგარეთ, ასე ფიქრობს თავად ლევანიც. ამიტომ სურს, თავისი შრომით გარკვეულწილად დაეხმაროს ოჯახსაც და არ დააწვეს მათ ტვირთად და ცდილობს, რომ თავისი ფული გამოიმუშაოს.

როდესაც დავინტერესდი, რატომ გადაწყვიტა თითოეულმა მათგანმა, ემუშავა სუპერმატკეტში ან რესტორანში, ერთმანეთის მსგავსი პასუხები მივიღე: „არ ითხოვდნენ გამოცდილებას“, „სწავლასთან ხელშეწყობა იყო“ და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ჩავეძიე თუ რა სახის ხელშეწყობაზე საუბრობდნენ, მხოლოდ ამჟამად დასაქმებული სტუდენტებისგან მივიღე პასუხი, რომ გამოცდებზე წასასვლელად ყოველთვის ათავისუფლებდნენ, მაგრამ იმაზე, თუ სწავლას როდის ასწრებდნენ, ან რჩებოდათ თუ არა თავისუფალი დრო, პასუხს ყველამ თავი აარიდა.

ზემოთ ხსენებულ სამსახურებში, მუშაობის დაწყებისას მართალია, არ ითხოვენ წინასწარ გამოცდილებას, არც განათლების უმაღლეს საფეხურს, უბრალოდ, მარტივი ცნობების შეგროვებით, არის თუ არა პიროვნება სტუდენტი და ფლობს თუ არა უცხო ენებს, შესაძლოა სამსახურის დაიწება.

საინტერესოა ფაქტიც, რომ მსგავს სამსახურებში, მიდიან და უკმაყოფილების შეთხვევაში თავსაც ანებებენ ის სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ დამატებითი სახსრებისათვისა და სანაცნობო წრის გასაზრდელად. თუმცაღა, არსებობენ სტუდენტები, რომლებსაც ეს სამსახური სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, ხშირ შემთხვევაში კი, საჭიროება საკუთარი სწავლის საფასურის გადახდას მოიცავს.

„კი, ვიცი, ჩემი უფლებები ირღვევა, მაგრამ როცა საქართველოში ცხოვრობ, ასეთ ეკონომიკურ პირობებში რთულია შენი უფლებებისთვის იბრძოლო,“- თქვა თეონა დ.-მ.

თეონა ამჟამად ერთ-ერთი კერძო კლინიკის ქოლცენტრში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი სამსახურით კმაყოფილია, მაინც აღიარებს, რომ იმ შეთხვევებში, როდესაც გარკვეულ დარღვევბს აქვს ადგილი, ხმას არ იღებს, რადგან ოჯახი მისი სწავლის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს და ეს სამსახური ძალიან სჭირდება, იმისათვის რომ სასურველ პროფესიას დაეუფლოს.

პირველად, როდესაც ანა ზ. ვნახე, გაოცებას ვერ ვმალავდი. თუმცა, ეს პატარა გამხდარი გოგო, რომელიც სასტუმროს დერეფნებში დაცქრიალებდა, მოკლე, ბიჭურად შეჭრილი თმით, პატარა სიფრიფანა თითებით, თუმცა უდიდესი მონდომებითა და ენერგიით, მხოლოდ ჩემს გაოცებას არ იწვევდა. ანა მართლაც, რომ ნებისმიერი სტუდენტისთვის მისაბაძი მაგალითი შესაძლოა იყოს. ზაფხულის სამივე თვეს, ზღვისპირა კურორტზე, სასტუმროში მუშაობს, ხოლო წელიწადის დანარჩენ დროს, დედაქალქში უნივერსიტეტში სწავლასა და სკოლაში მასწავლებლობას უთმობს.

„მინდოდა ჩემით გამომემუშავებინა საარსებო წყარო. მიმეღო ჩემს სპეციალობაში უფრო მეტი გამოცდილება. სწავლის დროც მრჩება და თავისუფალიც. მართალია, ცოტა დაღლას ვგრძნობ, თუმცა მანამ ვიმუშავებ სადამდეც შევძლებ,“ - ამაყი სახით მიპასუხა, როდესაც ვკითხე სამსახურის დაწყების მიზეზე და დაღლილობის განცდაზე.

ანა ლიკას მსგავსაც რაონიდან ჩამოვიდა დედაქალაქში რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებით თბილისის ერთ-ერთ უნივესიტეტში ჩაირიცა. თუმცა, განსხვავებით ლიკასგან, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა და საერთოდაც არ უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძლიზე არცერთი მშობელი არც მზრუნველობას აკლებდა, და ცდილობდა ფინანსურად უზრუნველეყო ანაცა და მისი უფროსი დაც, სტუდენტობის პარალელურად, გოგონამ მაინც მუშაობა გადაწყვიტა. ეს მისი პრინციპული არჩევანი იყო. უნდოდა გამოცდილების მიღება, საკუთარის გამომუშავება. მითუმეტეს, რომ ადამიანებთან, და განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობა საოცარ სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ახალგაზრდები სოციუმის წევრები არიან და უმრავლესი მათგანი ცდილობს საკუთარი ძალიან გამოიმუშაოს საარსებო თუ თამატებითი სახსრები. დღეს სტუდენტური დასაქმების მხრივ ქვეყანაში, არც მთლად სავალალო, თუმცა არც სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელზე მეტად, მოზარდი თაობაა მონდომებული, იმუშაოს, გააჩნდეს საკუთარი შემოსავლის წყარო და შეიქმნას კარიერა ადრეული ასაკიდანვე. თუმცა, საჭიროა გათვითცნობიერებული ჰქონდეს, თითოეულ მათგანს საკუთარი უფლება-მოვალეობები, რათა შემდგომში არ მოგვიწიოს კვლავ დამსაქმებლის მხრიდან ზემოთ ხსენებულ დარღვევებზე საუბარი. ამასთნ ერთად, სასურველი იქნებოდა, დამსაქმებლებიც კეთილსინდისიერად იქცეოდნენ და არ სარგებლობდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოუცდელობითა და შრომით. ამით თავიდან უნებლიე ტრეფიკიორობასაც აიცილებდნენ თავიდან.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ