შეფერხებული ქალაქი

 

 

თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება ყოველდღიურად უფრო რთულდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.დღესდღეობით თბილისის მეტროს გადაადგილებისთვის 3 წუთი ჭირდება. 

მეტრო ყოველთვის იყო და არის სწრაფი გადაადგილების საშუალება,
რომელიც ტაქსების რეგულაციამდე და მას შემდეგაც მგზავრების მაქსიმალურ
რაოდენობას იტევს.

მეტროთი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის ფასია, რომელიც გაძვირებულია და ვარაუდობენ რომ კიდევ უფრო გაძვირდებ მეტრო ყველაზე იაფი და სწრაფი გადაადგილების საშუალებაა.მიწისქვეშა ტრანსპორტის აქტუალურობა ტექდათვალიერებამ გამოიწვია, რომელიც ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. ამიტომაც, მრავალი ავტომობილის მფლობელი,რომელმაც ინსპექტირება ვერ გაიარა დღეს მეტროს მგზავრია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პიკის საათებში მატარებლის მოსვლის ინტერვალი 3 წუთამდეა შემცირებული. დამატებულია ასევე ახალი ვაგონები. 

 

ვაგონში შესული ხალხის თვალები მაშინვე დასასხდომს ეძებენ, მაგრამ პიკის საათის დროს დასადგომი ადგილის ძებნა გიწევს. როცა გგონია რომ ვაგონი გაივსო და სადაცაა კარები დაიკეტება, ხედავ რომ კიდევ რამდენიმე კაცი ცდილობს შემოსვლას და შიგნით მყოფნი კარებს იჭერენ. დღესდღეობით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა ნერვების ნამდვილი გამოცდაა.

 

„იქნებ გადაიწიოთ, არის ადგილი“ 
„რამდენ ხანში გავა?’“
„ბარათი გადააწოდეთ“
„ნუ მაწვებით“
„გოგონა გადააწოდეთ რა, ბოდიში“
„გამატარე რა“

„ხომ შეიძლება ჩახვიდეთ, ჯერ გამოგვატაროთ და მერე ამოხვიდეთ“
„ყოველ დილით ასეა ეს რა ხდება, რა“
„აღარ გადის? აღარაა ადგილი, სადღა შემოდიან“

თუ საჯარო ტრანსპორტით გიწევს გადაადგილება ამ დიალოგს ყოველ დღე მოისმენ. შეიძლება გაიჭყლიტო, გახდე უხეშობისა და ლანძღვის მონაწილე, მოისმინო შენ გვერდით მდგარი ერთ-ერთი მგზავრის ამბავი, ორი დღის წინ როგორ გაატარა მეგობრის ქორწილში დრო. ზოგჯერ ხანში შესული ქალი ჩანთას დაგიკავებს ან მძიმე წიგნებს გამოგართმევს.

 

როდესაც მობილურს დახედავ და  20:00-ს დაინახავ, უნდა იცოდე, რომ ამ დროს  ქალაქში პიკის საათია და მოგიწევს ბრბოს გაყვე, თავი ცოტა მაღლა უნდა აწიო რომ ისუნთქო.

პიკის საათი პირდაპირი მნიშვნელობით
არავის ინდობს. გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, და ამავდროულად მოუგვარებელი პრობლემა.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ