შახტა ლაბორატორია

როდესეც ამ შახტის მშენებლობაზე ვმუშაობდი,   პატარა მუშაობის შემდეგ გვეძინებოდა ხოლმე. გვეჩხუბებოდნენ მეშახტეები, არ დაიძინოთ თორემ ვირთხებია აქ და ისე მოგაჭამენ ყურს  ვერც კი გაიგებთო. მასშემდეგ უკვე 27 წელი გავიდა რაც მერაბ მაისურაძე შახტა ლაბორატორიის თანამშრომელია. დღეს თერთმეტი ლაბორანტიდან მხოლოდ ისაა დარჩენილი. საკმაოდ მცირე ანაზღაურების მიუხედავად, მერაბი მაინც გულმოდგინედ ასრულებს თავის საყვარელ საქმეს. როდესაც, ეს შახტა შენდებოდა,მაშინ მე ვმუშაობდი მეტრომშენში ამბობს მერაბი. სწორედ, მეტრომშენის თანამშრომლები  ვმუშაობდით მის მშენებლობაზე და მშენებლობის დაწყების პირველი დღიდან დღემდე ვმუშაობ აქ და ვარ შახტა-ლაბორატორიის მექანიკოსი  ასვე ვასრუელბ ლაბორანტის მოვალეობებს.

გვირაბები შახტა რკინიგზა ვაგონები სწორედ ამყველაფრის სანახავად ჯერ ლიფტით შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიაროთ, საქართველოში ერთადერთი შახტა ლაბორატორია  რეალური შახტის ანალოგია.

      

 

ლაბორატორია რამდენიმე ჰორიზონტალური,დახრილი,ვერტიკალური გვირაბისა და აუდიტორიისაგან შედგება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილებებით.მისი უნიკალურობა იმაშია, რომ საწარმოო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მიწისქვეშ განთავსებულ გვირაბებში შესაძლებელია ლაბორატიული,პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების ჩატარება.

შახტა-ლაბორატორიაში მოსახვედრად ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში უნდა მოხვდეთ. იქ სადისპეჩერო ოთახი მდებარეობს.სადისპეჩერო ოთახიდან დერეფნის გავლით ლიფტში ხოლო შემდეგ  მიწის ქვეშ.

საბჭოთ პერიოდში თბილისში არამარტო სამხედრო და თავდაცვითი ფუნქციის ნაგებობებს აგებდნენ არის შემთხვევები, როდესაც აგებული იქნა სამეცნიერო ობიექტიც, ერთ-ერთი ასეთი სამეცნიერო საცდელი შახტა ლაბორატორიაა რომელიც მდებარეობს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვეშ.

საშახტო ლაბორატორიის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დასრულდა. მას „მეტრომშენის“ თანამშრომლები აშენებდნენ.  მისი მშენებლობის ხარჯები,დაახლოებით, მილიონნახევარი მანეთია. შახტა-ლაბორატორიის მშენებლობა  მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყეს, სადაც ე.წ. „გამხსნელი გვირაბი მდებარეობს.  სწორედ, ამ შემოსასვლელიდან გაქურდეს ლაბორატორია სამჯერ. როგორც ზემოდ ავღნიშნე, მიწისქვეშა ლაბორატორია რამდენიმე ჰორიზონტალური,დახრილი,ვერტიკალური გვირაბისა და აუდიტორიისგან შედგება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობებით.დანადგარების ნაწილი, თავის დროზე, ჭიათურის მაღაროდან ჩამოუტანიათ.

გვირაბებსა  და კამერებში დამონტაჟებული დანადგარები ფეთქებად-უსაფრთხო კონსტრუქციებია.ტექნიკური აღჭურვილობა შეესაბამება ქვანახშირის  შახტების უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.  შახტლაბორატორიაში საშუალო ტემპერატურა,ზამთარ-ზაფხულ, 16-18 გრადუსია.

    

   

 90-იან წლებში შახტა-ლაბორატორიას იუნესკოდანაც  სტუმრობდნენ, რომლებსაც ვრცელი ვიდეო მასალა გადაუღიათ ამ უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობის  შესახებ.წლების წინ შახტა-ლაბორატორიის შესახებ ფილმი იაპონიელბმაც გადაიღეს. მათ შახტა-ლაბორატორიის ადგილას საერთაშორისო სასწავლო ცენტრის მოწყობაც სურდათ, თუმცა პროექტი აღარ განხორციელდა.

 შახტა-ლაბორატორიაში მასპინძლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა  გელა მაჩაიძემ  გაგვიწია.

გელა მაჩაიძე: ეს არის მსოფლიოში უნიკალური შახტა-ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია, როგორც ექსპერიმენტული სამუშაოების და სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ასევე, სასწავლო სამუშაოების ჩატარება ყველა იმ სამთო სამუშაოების, რაც დაკავშირებულია მარგი წიაღისეულის მოპოვებასთან.

ამ დროისთვის, შახტა-ლაბორატორიაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური აღჭურვილობის განახლება, რის გამოც შახტა-ლაბორატორიის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.

 

  

ზურაბ სოლომნიშვილის სიუჟეტი საქართველოში არსებული უნიკალური შახტა ლაბორატორიის შესახებ
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ