სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში

მარგო ჩახოიანი ნინოწმინდაში, სოფელ სათხაში ცხოვრობს. დაახლოებით ორი ათეული წელია რაც ამ სოფელში გათხოვდა. ამბობს, რომ მაშინ ერთდროულად მისი ორი ცხოვრება დაიწყო – ცხოვრება, სადაც მარტო აღარ უნდა ყოფილყო და ცხოვრება, სადაც სინამდვილეში, მეტწილად მარტოა.

მარგოს ქმარი სახლში მხოლოდ ზამთარშია. სოფლის კაცები ოჯახებს  მაშინ უბრინდებიან, სოფელი თეთრ თოვლში რომ ეხვევა. რამდენიმე თვეს დარჩებიან, გამოიზამთრებენ და როგორც კი თოვლი დნობას დაიწყებს, ისევ რუსეთსა და სომხეთში მიდიან. ქვეყნებში, სადაც მათ სეზონური სამუშაო ელით. 

ასე, ქმრის სეზონურად მიღება – გასტუმრებაში, მარგომ შვილებიც მარტომ გაზარდა. ამბობს, რომ არ სურს მისი ბედი მისმა შვილებმა გაიზიარონ. 

მარგო ჩახოიანი სოფელ სათხის მკვიდრი
მარგო განოაკლისი არ არის. ჯავახეთში სეზონური სამუშაო ჩვეულებრივი მოვლენაა.
 
ზოგი წლობითაც მიდის, ხშირიდ კაცები ფეხმძიმე ცოლებს ტოვებენ და უკან დაბრუნებულებს ბავშვები გაზრდილები ხვდებათ.
 
 
ჰრაჩუი ისოიანი სოფელ სათხას მკვიდრი
თავისუფალ დროს აქ ქალები, ერთად იკრიბებიან და მონატრებულ ქმრებზე ლაპარაკობენ, თან ერთმანეთს ხელსაქმეშიც ეხმარებიან

ნინოწმინდის სოფელ სათხაში  200–მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქედან ოჯახების თითქმის 80%  ზაფხულობით  მამაკაცის გარეშეა. ამ პერიოდში, სოფელი სათხა  თითქმის ცარიელია, აქ მამაკაცებს იშვიათად შეხვდებით. ქალები კი ყანებში  ნათესების დასამუშავებლად არიან. 

 

მიშკინაზ მეკოიანს მეუღლესთან ერთად შვილიც სომხეთში ჰყავს. მისი ვაჟი 25 წლისაა, იმის გამო რომ აქ სამსახური ვერ ნახა, იძულებული გახდა მამასთან ერთად წასულიყო.
მიშკინაზ მეკოიანი

დაახლოებით რამდენი ოჯახი ტოვებს გაზაფხული – შემოდგომის პერიოდში ჯავახეთს, სტატისტიკა არ არსებობს. 

ეკონომიკის დოქტორი, ექსპერტი ნანა ჯღარკავა ამბობს, რომ 2002 და  2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით,  ბოლო წლებში შრომითი მიგრაციის მაჩვენებელმა იკლო.

 

 

ამ ციფრებს სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებთან აკავშირებენ. ჯავახეთში, ბოლო წლებში, ბევრმა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას ბიზნესის კუთით შეხედა და წარმატებებსაც მიაღწია. თუმცა, ეს შესაძლებლობა უფრო ახალქალაქს აქვს, ვიდრე ნინოწმინდას.

 

 

 

ნანა ჯღარკავა ეკონომიკის დოქტორი

ექსპერტები გამოსავალს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში ხედავენ, ეს გზები კი, სამცხე–ჯავახეთისთვის, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმზე გადის.  რამდენად შეძლებენ ადგლობრივები თავიანთ სოფელში ტურისტული ნიშა იპოვონ,  ჯერ ძნელი სათქმელია, ამბობენ, რომ ამაზე არ უფიქრიათ. ერთდაერთი, რაზეც ხშირად ფიქრობენ, ქმრები არიან, ქმრები, რომლებიც შინ მხოლოდ ცივ ზამთარში ბრუნდებიან. 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ