სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია და ინტერესი ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი უნარ-ჩვევების განსავითარებლად. შეწყვეტილი ან დაგვიანებული მკურნალობა, თვითნებურად მიღებული მედიკამენტები (ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკები) და რაც მძიმე შედეგებს იწვევს
საზოგადოებრივი ჯანდაცვა წარმოადგენს შედარებით ახალ, ძალზე სწრაფად მზარდ დისციპლინას. იგი შეისწავლის თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები; აგრეთვე ჯანდაცვის სისტემის მოწყობის და მართვის საკითხებს.






რა მდგომარეობა საქართველოში პაციენტთა განათლების კუთხით?
მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, მაინც მაღალია დაავადებათა გვიანი გამოვლინება, ამასთანვე დღესდღეობით მრავალი საშუალება არსებობს, რომ ქრონიკულ დაავადებებზე პაციენტმა ხანგრძლივად შეძლოს სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება. ქრონიკული დაავადებების სრულფასოვან სამართავად ექიმისა და სამკურნალო საშუალებებთან ერთად არ უნდა ხდებოდეს პაციენტის და მისი ოჯახის მხრიდან მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა ან სამკურნალო საშუალებების და მეთოდების თვითნებურად შეცვლა.
კონკრეტული მაგალითები
მაგალითად: პაციენტი, ახალგაზრდა ქალბატონი, ორი წლის განმავლობაში, გრძნობდა კისრის მიდამო ეზრდებოდა, როდესაც მან მიმართა ექიმს უკვე ,,ფარისებრი ჯირკვლის,, კიბო ჰქონდა.
რას ფიქრობთ, რატომ დგას ეს პრობლემა?!
მიზეზი არის ის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვა არ დგას სათანადო დონეზე, პაციენტის განათლების დონე ძალიან დაბალია, ასე ვთქვათ საპროფილაქტიკოდ ექიმთან არ მიდიან, ან ვერ მიდიან, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიური ვითარების გამო.