საქართველოში ყველაზე ბევრი მნახველი სტალინის სახლ–მუზემს ჰყავს.
მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი, აგრეთვე საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში,
იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი, ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან
სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ფონდში ამჟამად 47045 ნივთიერი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და 12756 დამხმარე და სამუზეუმო მასალაა დაცული.
სტალინის სახელმწიფო მუზეუმს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვასხვა ქვეყნებიდან ათასობით ვიზიტორი სტუმრობს,მუზეუმის სტატისტიკური მონაცემებით 2017 წლის მხოლოდ ოქტომბრის თვეში, 125 000–მა ვიზიტორმა დაათვალიერა.
აქედან 918 საქრთველოს მოქალაქე იყო. გასულ წელს მუზეუმი 6 908 მოსწავლემ დაათვალიერა, რაც შეეხება ტურისტებს წლის განმავლობაში მუზეუმში 117 211 სახვადასხვა ქვეყნის მოქლაქე იმყოფებოდა.