ანა გობეჯიშვილი
სანთელი
სანთელი
სანთელი, გზა დამზადებიდან დანთებამდე

პატარა ოთახი,  გალავნის კუთხეში  პატარა  კარით. კედელზე ხატები, ანთებული  სანთლები   ოთახის შუაში დიდი ქვაბი,   ირგვლივ უამრავი  ჩარჩო სხვადასხვა ზომის,  ფორმის  და ყველაზე მთავარი  გასაოცარი  სუნი,  რომელიც   ირგვლივ  ტრიალებს თაბროს გახვევს,  გამშვიდებს  და გარემოს  გწყვეტს.  ეს არის მოკლე აღწერა იმ ადგილის  სადაც  ყოველდღიურად  მესანთლის ხელეით  მზადდება  სანთელი.  ადგილი, სადაც ერთხელ მაინც უნდა მოხვდე  და შენი თვალით ნახო  სანთლის  დამზადების  პროცესი.   სანამ ის  ჩვენი  მრევლის  ხელში  მოხვდება ასანთებლად  და უფალთან  მისასვლელი გზის  გასანათებლად.

როდესაც უყურებ სანთლის დამზადების პროცეს ხვდები,  რომ  საკმაოდ  შრომატევადი საქმიანობაა. მესანთლეები მთელი გულით და სულით ცდილობეენ დამზადოონ გარკვეული რაოდენობის  სანთელი , მაგარამ ისინი საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებენი და ბედნიერნი  არიან მათ  გვერდით  უფალია  რომელიც ძალას და მხნეობას  ანიჭებს.  როდესაც ესაუბრები  მესანთლეს  ის  მხოლოდ ერთ რამეს  გეუბნევა,  სანთელი  ეს  არის მორწმუნე  ადამიანის ლოცვის სიმბოლო,  რომელიც მზადდება  ცვილისგან, არის  ყველაზე  სუფთა  და სპეტაკი ნივთიერება,  რომელიც  მიიღება ყვავილებისაგან, ეს რამდენიმე  სიტყვა  აღნიშნავს  მთლიან  პროცესს, რომელსაც  სანთლის  დამზადების  პროცესი ჰქვია,  ხოლო შემდეგ  უნდა  იყო  მდუმარედ, რადგან  დამზადების  პროცესის ყურებისას  ხვდები, რომ  აღარაფრის  კითხვა  აღარ არის  საჭირო,  რადგან  თავადაც  მონაწილე ხდეები  ამ პროცესისა,  რომელიც თავიდანვე ავღნიშნე საკმაოდ შრომატევადია,  მაგრამ  მე შევეცდები  დეტალურად ავღწერო  თუ  როგორ ვიღებთ  სანთელს იმ სახით, რომელსაც მრევლი  მოიხმარს,  რამდენიმე  წუთით გავესაუბრე მესანთლეს  გიორგის და დავუსვი  რამდენიმე  შეკითხვა,

როგორ  ხდება  სანთლის დამზადება?

სანთლის  დამზადების  პროცესი  დაახლოებით  ხუთ  საათს   გრძელდება ,  დაახლოებით  ორი საათი   სჭირდება  ცვილის  გადნობას,  ამ დროის  განმავლობაში  ჩვენ  ვაკეთებთ  ჩარჩოზე  ძაფის  დახვევას,  რომელსაც  ვამზადებთ ამოსავლებლად,  როდესაც  გადნება  და მივიღებთ  თხევად  მასას  ვიწყებთ  ამ  ჩარჩოების   ჩაყოფას  ცხელ  მასაში  ერთი  ჩარჩო  დაახლოებით 15-ჯერ   უნდა  ჩავყოთ,  რომ  მივიღოთ  დასრულებული  სახით  სანთელი,  ვამზადებთ  სხვადასხვა  ზომებს,  ამოვლების  შემდეგ  ხდება  მათი  სხვადასხვა  ზომების  მიხედვით  დაჭრა.

დღეში  დაახლოებით  რამდენ  სანთელს  ამზადებთ?

ყოველდღიურად  2000,  მაგრამ  როდესაც დღესასწაულებია  ეს რიცხვი  ორმაგდება.

ბოლოს აუცილებლად  უნდა  გკითხოთ  რა  შეგრძნებაა, როდესაც  სანთელს  ამზადებ?

გიორგი  რამდენიმე  წუთიანი  დუმილის  შემდეგ  ამბობს ,  როდესაც  სანთელს  ამზადებ  მოწყვეტილი  ხარ  ამქვეყნიურ  სამყაროს,  გრძნობ   უდიდეს  ძალას,  რომელიც  გაძლევს  უფლებას  დაამზადო  სანთელი და  გერქვას  მესანთლე,   ეს ძალა უფალია,  რომელიც  მუდამ  ჩემთანაა.

უფალი  რომ  შენთანაა ამას  მართლა  გრძნობ,  უყურებ  სანთლის   დამზადებას   და  ხვდები   თხელი   სითხისგან  და  წვრილი  ძაფისგან  რამდენიმე  წუთში  როგორ  იქმნება სანთელი,  სანთელი, რომელიც  გაკავშირებს  ღმერთთან და  გიკვალავს  მასთან  მისასვლელ  გზას. იმისთვის  რომ  უფრო  კარგად  გავერკვიოთ  სანთლის  მნიშვნელოიბაზე  ვესაუბრე  მამა  საბას,  რომელიც  შეეცადა აეხსნა  სანთლის  მნიშვნელობა.

 სანთელი  აძლიერებს შენს  ლოცვით  განწყობას  ანუ  როდესაც  გიჭირავს  ხელში  ცვილისგან  დამზადებული  სანთელი  გრძნობ   ძალას  უფლისას.  სანთელს  ფსიქოლოგიური  მნიშვნელობა  აქვს ,  რომ  ადამიანი  ლოცვით  განწყობაზე  მოიყვანოს.  სანთელი  რატომ?   სინათლის  სიმბოლოა  იმ  წყვდიადში  რომელიც  ადრე  ადამიანებში  სუფევდა,  იმ  წყვდიადში  სანთელმა  სინათლე  შემოითანა  სარწმუნეობრივი,  სულიერი.

ჩემთვის  პირადად  სუბიექტურად  ყველაზე  მნიშვნელოვანი  დატვირთვა,  რაც  აქვს  სანთელს  ეს  არის  ქრისტიანის  ცხოვრების  სიმბოლო  ანუ  რას  ნიშნავს  ეს,  სანთლის  არსი  რაშიც  მდგომარეობს  არის  ის რომ  თვითონ  იწვის  იმისთვის რომ  გაუნათოს  სხვას, აი ასეთი  უნდა  იყოს  ქრისტიანიც  ცხოვრება.

ამრიგად  სანთელი  ეს  არის  ნიშანი  ჩვენი  რწმენისა  და  იმედისა, ღმერთის  მადლიანი  შეწევნისა,  რომელიც  ყოველთვის  უხვად  ეძლევა  ყველას  ვინც  რწმენითა და ლოცვითა  შეევედრება  უფალს  და  მის  წმინდანებს,  ანთებული  სანთელი  სიმბოლოა  ჩვენი  ძლიერი  და  მარადიული  სიყვარულისა  ღმრთისადმი.

სანთლის დამზადება
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ