საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხი

 

2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანიც ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა იყო.

დღეისათვის კი, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა თუ სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამებით, მათ შორის დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანი მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 560 ათასი ადამიანი კი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, ხოლო დაახლოებით 546 ათასამდე პირს კი აქვს კერძო ან კორპორატიული დაზღვევა.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, იგი ითვალისწინბს გეგმიურ და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ სტაციონარულო მკურნალობას გეგმიურ და ქირურგიულ ოპერაციებს და მასთან დაკავშირებულ გამოკვლევებს შესაბამისი ლიმიტის ფარგელბში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება კი, შეუძლია ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება მის პირობებს და დადგენილი წესით წერილობით დაუდასტურებს სოციალურიო მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კი, სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის კმაყოფილების შეფასებაა.

დაჩი გრძელიშვილიმა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების დროს ევექსის ტრავმატოლოგიურ კლინიკას მიმართა. როგორც თავად აღნიშნავს, მისი ოჯახის 80 წლის წევრი ხელის მოტეხილობით ევექსის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუღეს რენტგენი და შესთავაზეს ორი ვარიანტი- ოპერაცია ან დაფიქსირება სახვევით. რის შემდეგაც, ასაკისა და მწვავე ჰიპერტონიის გათვალისწინებით ოჯახმა ოპერაციაზე უარი განაცხადა. საბოლოო ჯამში კი,  პაციენტს მოტეხილობა დაუფიქსირეს და კლინიკიდან გაწერეს. რეგისტრატურაში გატარებისას კი ადმინისტრატორმა, განაცხადა, რომ ქალბატონი საყოველთაო დაზღვევაში იმყოფებოდა, აღნიშნული სიტუაცია კი გადაუდებელი შემთხვევას წარმოადგენდა და შესაბამისად,თანხის გადახდას არ საჭიროებდა, თუმცა ფაქტი ორი დღის შემდეგ შეიცვალა, როდესაც გადახვევაზე მისულს მაშინდელი გაწეუილი სერვისისათვის 150 ლარის გადახდა მოსთხოვეს. იმ დღევანდელი სერვისი კი, როგორც თავად ამბობს, მდგომარეობდა შემდეგში- ნახევარ საათიანი ლოდინი სიტუაციაში გარკვევამდე, ამას დამატებული კიდევ  ნახევარ საათიანი ლოდინი თუ რომელი ექიმი უნდა მოსულიყო პაციენტთან, რენდტენის სურათი და ათ წუთიანი დიალოგი ოპერაცია თუ ფიქსაცია, შედეგად კი 150 ლარი იყო გადასახდელი, რაზეც უარი განაცხადა. მენეჯერის თქმით კი, გამომდინარე იქედან, რომ პაციენტს ოპერაცია არ ჩაუტარდა ეს თანხა აუცილებლად უნდა გადაეხადათ. თუმცა კითხვაზე აფინანსებს თუ არა საყოველთაო დაზღვევა გადაუდებელ შემთხვევებს და იყო თუ არა ხელის მოტეხვა გადაუდებელი შემთხვევა მენეჯერის პასუხი ასეთია: „ იყო, მაგრამ ოპერაცია არ გაკეთებულა“. 

დაჩიმ და მისმა ოჯახმა ამის შესახებ საჩივარი არ შეიტანეს, რადაგან გგონიათ, რომ მათ საჩივარს არანაირი აზრი არ ექნებოდა.

  

ბექა ფსუტური-იურისტი, რა ხარვეზებია საყოველთაო ჯანდაცვაში და როგორ უნდა მოვიქცეთ როცა ჩვენი უფლებები ირღვევა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში გარკვევით და ამომწურავად წერია პასუხი კითხვაზე თუ რას მოიცავს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება:

გარდა ამისა, აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ საპენსიო ასაკის მოქონე ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ეკუთვნის 100%-იანი დაფინანსებით.

  აღსაღნიშნავია ფაქტი, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის როდესაც, მოქალაქე უკამაყოფილებას გაოხატავს საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხის მიმართ. გიორგი ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი ხერხემლის თიაქრით გამოწვეული უმწვავავესი ტკივილებით, რომელსაც მორფიც კი ვერ უყუჩებდა, აღმოჩნდა რომ სასწრაფოდ გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო, თუმცა საავადმყოფოში უთხრეს რომ გადაუდებლობის მიუხედავად, სახელმწიფო დაზღვევა მსგავსი ტიპის ოპერაციებს არ აფინანსებდა და თუ ხელის მოწერით დაადასტურებდა რომ უარს ამბობდა სახელმწიფო დაზღვევაზე მაშინ ოპერაციას ნაღდ ფულზე გააკეთებდნენ, გაუსაძლისი ტკივილების გამო კი იძულებულები გახდნენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე ხელი მოეწერათ და როგორც თავად ამბობს, ამის შემდგომ, სოციალური სააგენტოს მომსახურების ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ ხელის არ მოწერის შემთხვევაში შესაძლოა აღნიშნული ოპერაცია ხუთ დღის ვადაში დაეფინანსებინათ.

საყოველთაო ჯანდაცვის ჯანმრთელობის პროგრამაში კი გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში განსაზღვრულია 450-ზე მეტი მდგომარეობა, რომელთა შემთხვევაშიც პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელ ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას.

სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებია ჯანდაცვის სისტემის სექტორებში. სახეზეა არასაჭირო აქციები, ტესტები, პროცედურები და ისეთი შემთხვევები, რომლებიც ტიპიურად არ ჩაითვლება შეცდომად, თუმცა პაციენტს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. ხარისხის ასეთი პრობლემები არა მარტო სხვადასხვა სახით იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, არამედ ისინი დაკავშირებულია ხარჯების ზრდათან.

ამასთან, აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, აღნიშნულ პროგრამას არც გეგმიური ამბულატორიული მომსახურების გაწევის მხრივ აქვს მაინც და მაინც სახარბიელო შედეგები, რაც ნათლად იკვეთება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში:

  ფაქტია, რომ საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში გარკვეული ხარვეზები შეინიშნება, თუმცა რამდენიმე შემთხვევით რთულია განსაზღვრო როგორია ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხის საერთო სურათი, ამისათვის კი ზოგადი წარმოდგენის შესაქმენელად წერილობითი განცხადებით მივმართე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ქ-ნ სოფიო უმიკაშვილს, სადაც ვითხოვდი, რომ მოეწოდებინათ 2015-2018 წლებში საყოველთაო დაზღვევის ხარისხთან დაკავშირებით სამინისტროში შესული საჩივრების სტატისტიკა და მათივე ასლები წლების მიხედვით. რის შემდეგაც, პასუხად მივიღე შეტყობინება, რომ აღნიშნული განცხადება განსახილველად გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საიდანაც პასუხს მივიღებდი კანონით დადგენილ ვადაში.

 

თუმცა, მოცემული პასუხის მოსვლიდან, რვა სამუშაო დღეში აღნიშნულმა სააგენტომ სატელეფონო ზარის საშუალებით, მაცნობა, რომ ვერ მიხვდნენ, კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ჩემს მიერ გაგზავნილ განცხადებაში, სადაც გარკვევით ეწერა, რომ ვითხოვდი 2015-2018 წლებში საყოველთაო დაზღვევის ხარისხთან დაკავშირებით სამინისტროში შესულ საჩივრების სტატისტიკასა და მათსავე ასლებს წლების მიხედვით, ამასთანავე, ჩემი მოთხოვნის სიტყვიერად ახსნის შემდეგ, აღნიშნეს, რომ ეს იყო სოციალური რეგულირების სააგენტო, რომელსაც აღნიშნული თემა სავარაუდოდ არ ეხებოდა და განცხადება წესით, ჯანდაცვის სამინისტროს საქმე იყო, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული განცხადეაბა განსახილველად სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაუგზავნა.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ