როგორ ვიმოგზაუროთ იაფად ევროკავშირის ქვეყნებში

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად ვიზალიბერალიზაციის მიღების ფონზე, დღეს უკვე აქტუალური კითხვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევეცდებით დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ მოგზაურობა მხოლოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე ადამიანების ხვედრია.


სინამდვილეში, რეცეპტი ძალიან მარტივია. სწორი და დროული მენეჯმენტი, რამდენიმე საჭირო ინტერნეტრესურსის ფლობა და ქუთაისის აეროპორტის შეყვარება.

 

ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ, მას შემდეგ, რაც შესაბამის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი მიიღებს. ევროკავშირის საბჭომ კი ვიზალიბერალიზაციას მხარი უკვე დაუჭირა.


 

უვიზო რეჟიმი გულისხმობს შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფალ გადაადგილებას. ეს ზონა მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ სახელმწიფოს. გამონაკლისია ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომელთა ვიზის მისაღებადაც საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამის საკონსულოს უნდა მიმართონ.
როგორ ისარგებლებთ უვიზო რეჟიმით?
რჩევები

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე იმოგზაურონ, თუმცა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 180 დღის განმავლობაში, ნებისმიერი 90 დღე შეგიძლიათ ევროპაში გაატაროთ, თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, დატოვოს ტერიტორია და უკან მხოლოდ 90 დღის გასვლის შემდეგ დაბრუნდეს.
 

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადად შეხვიდეთ შენგენის ტერიტორიაზე, თუმცა, ასეთ დროს, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში, არ აღემატებოდეს 90 დღეს.
 

შენგენის ზონაში თქვენი ყოფნის ხანგრძლივობა, შეგიძლიათ, სპეციალური კალკულატორით გამოიანგარიშოთ. http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/border-crossing/schengen_calculator_en.html

თუ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის ქვეყანაში 90 დღით ყოფნის ვადას გადააცილებს, მაშინ ჩაითვლება არალეგალ პირად და მას საქართველოში დააბრუნებენ. ამასთანავე, ასეთ დროს, მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლის უფლება 5 წლამდე ვადით. ალტერნატივად, შესაძლოა, გამოიყენონ ადმინისტრაციული ზომები, კერძოდ, ჯარიმა 3000 ევროს ოდენობით. თუ კანონდამრღვევი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში ან შენგენის ტერიტორიაზე.

რა საბუთებია საჭირო? - შენგენის ზონის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭიროა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის. ბიომეტრიული პასპორტის გარეშე შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. თუ თქვენ არ გაქვთ ასეთი პასპორტი, მაშინ ვიზის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი ქვეყნის საელჩოს საქართველოში.
გურამ შეროზიას რჩევები

საქართველოში, ალბათ, ყველაზე გარკვეული ამ საკითხებში ბლოგერი გურამ შეროზიაა. მისი ბლოგები და საჯარო ლექციები მოგზაურობის შეღავათიან პაკეტებზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახან ახალი ტური კვიპროსში, სულ რაღაც 55 ევროდ დაგეგმა.

 

გურამ შეროზია კვიპროსზე:

– როცა მე ვიყიდე ბილეთი 45 ევრო ღირდა. მაგრამ მე ფასდაკლების ბარათი მქონდა, რომლითაც ბილეთი 25 ევროდ ვიყიდე. ამას დამატებული ცხოვრების ხარჯი – 35 ევრო და ჯამში 55 ევრო გამომდის. მე უკვე მქონდა ვიზა და ეს ხარჯები აღარ დამემატა. მაგრამ ესეც მინიმალური ნამატი იქნებოდა. კვიპროსში 6 ბიჭი მივდივართ და სახლს ვქირაობთ, ცალ-ცალკე ერთ კაცს 35 ევრო გამოგვდის. იდეაში, ძირითადი მუღამი არის ის, რომ იღებ გრძელვადიან ვიზას, შემდეგ უნდა ჩაუჯდე აქციებს და აქციებს როგორც კი ჩაუჯდები, შეიძლება საერთოდ უფასო მასპინძელიც იპოვო.

 

როგორ უნდა ვიპოვოთ უფასო მასპინძელი

არსებობს ერთი მშვენიერი სოციალური ქსელი მოგზაურობის მოყვარულთათვის – couchsurfing.com. მართალია ეს უკანასკნელი საქართველოში ახალი ხილია, მაგრამ გურამისნაირმა მოგზაურობის მოყვარულებმა ის კარგად იციან. ამ საიტზე მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ქვაყანაში იპოვოთ მასპინძელი ან თქვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში გახდეთ რომელიმე ტურისტის მიმღები. სასურველ სტუმარსა თუ მასპინძელს, რეფერენსებისა და რეიტინგის მიხედვით არჩევთ. რაც უფრო კარგი შეფასება აქვს couchsurfing-ის მომხმარებელს, მით უფრო სანდოა მასთან სტუმრობა ან მისი დატოვება.

 

სოციალურ ქსელში თქვენ შეგიძლიათ, კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ ქალაქში და კონკრეტულ ლოკაციაზე იპოვოთ მასპინძელი ოჯახი, დაათვალიეროთ მისი ბინა, გაიგოთ მისი მოთხოვნები და გაუგზავნოთ თხოვნა და წერილი, რომ მასთან დარჩენა გსურთ. პოტენციურ მასპინძელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელის ჩათით მუდმივად შეგიძლიათ.
იმგზავრე უფასოდ უცხო ქვეყანაში

ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთ კარგ რესურსსაც გაგიზიარებთ. გარდა, couchsurfing.com-ისა არსებობს ერთი არაჩვეულებრივი საიტი, მოგზაურობის მოყვარულთათვის – blablacar.com. ამ საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყნის შიგნით იმოგზაუროთ. ერთი ლოკაციიდან, მეორე ლოკაციამდე კონკრეტულ პიროვნებას ძალიან იაფად დაემგზავროთ და ამით, მოგზაურობის ხარჯებიც მნიშვნელოვნად შეამციროთ. ამ საიტის ლინკიც, სწორედ გურამმა გაგვიზიარა.

 

რა არის Airbnb?

ეს არის სასტუმროების ალტერნატიული საცხოვრებლების, აპარტამენტების, ბინების, ციხესიმაგრეების, ვილების, შატოების, იახტების თუ უბრალოდ ოთახების დაჯავშნის სერვისი. სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი მოგზაურის შეცდომაში შეყვანის რისკი. იხილეთ ლინკი

 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქალაქებში გადაფრენა ხშირ შემთხვევაში იგივე ჯდება რაც თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა. მტკიცებულებად ეს სკრინშოტი გამოდგება.

 

“ვიზეირის” შესახებ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ ფეისბუკის გვერდზე – მოგზაურთა კლუბი Wizz air Georgia

 

იაფი სასტუმროები

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე.

 

გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისათვის
რა დროის განმავლობაში შემიძლია ვიმყოფებოდე ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე?
  • უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები;

  • მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;90dge.png
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ