http://genia.ge/?p=17073#more-17073
undulatus asperatus- ჯოჯოხეთის ცა

ჯოჯოხეთის ცა

) 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე “ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრის” ექსპერტმა – მარგარეტ ლემოუნმა განაცხადა,რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ის პერიოდულად იღებდა სურათებს,სადაც აღბეჭდილი იყო Undulatus asperatus­ის სრულიად ახალი ტიპის ღრუბლები.მათი ფორმა ძალიან ჩამოჰგავს ამღვრეული წყლის ზედაპირსა და დაგრეხილ რქებს.რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს,მიუხედავად იმისა,რომ გააჩნია საშინელი აგებულება,საბედნიეროდ,იგი არ არის მომასწავებელი რაიმე ბუნებრივი სტიქიებისა (ქარიშხალის,ან სხვა კატაკლიზმების).ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მეტეოროლოგიის პროფესორის – პოლ ჰალაგერის ცნობით,”ჯოჯოხეთის ცის” სტრუქტურა რამდენიმე ტენისაგან შედგება და იმისათვის,რომ ღრუბლებმა ასეთი უცნაური ფორმა მიიღონ,საჭიროა უზარმაზარი ენერგია და სითბო”.იყვნენ რიგი ისეთი ადამიანებისა,რომლებიც ასეთი სახის ღრუბლების გამოჩენას – სამყაროს აღსასრულს,რომ უკავშირებდა,რაც რაღა თქმა უნდა არ შეეფერებოდა სინამდვილეს.
2006 წლის შემდეგ,ბუნების ამ უნიკალურ მოვლენას ფოტოები გადაუღეს ნორვეგიაში,ამერიკის შეერთებულ შტატებში,საფრანგეთში,ესტონეთსა და ახალ ზელანდიაში.ყველა ეს სურათები კი შეკრებილ იქნა იმ ბრიტანული ორგანიზაციის “Cloud Appereciation Societ”­ის მიერ,რომლის უმთავრეს მიზანსაც “ჯოჯოხეთის ცად” წოდებული ღრუბლების ძიება და კვლევა წარმოადგენს.”მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ” ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე “Undulatus asperatus”­ს ახალი ტიპის ღრუბლების კლასიპიკაცია მიანიჭა და “საერთაშორისო ღრუბლების ატლასშიც” შეიტანა. (
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ