Real-life drugs sroty

     „მინდოდა განტვირთვა და დავიწყება ყველა იმ პრობლემის რაც მაქვს ხოლმე; ერთადერთი მიზეზი ეს იყო ამ ნარკოტიკის მიღებისა“-საუბროს ინტერვიუში ახალგაზრდა ბიჭი.

დამღლელი კვირის შემდეგ ნიკასთვის დადგა პარასკევი დღე, რომელსაც ყოველ კვირა დიდი სიყვარულით ელოდება . დღის ნაწილი სამსახურში გაატარა. როგორც იქნა მოსაღამოვდა და დაიწყო მზადება ერთ-ერთ კლუბში წასასვლელად. როგორც ყოველთვის ახლაც თავის მეგობრებთან ერთად მიდიოდა, თან წასვლამდე , რაღაც “საქმე” ქონდათ მოსაგვარებელი, რომლელიც საკმაოდ სახიფათო იყო და ფრთხილად მოქცევასაც საჭიროებდა. როგორც იქნა საქმე მოაგვარს აიღეს დაპირებული რამდენიმე გრამი ექსტაზი, მდმა და გაეშურნენ კლუბისკენ .კლუბში შესვლა ჩვეულებრვ მოახერხეს. დიდი ხანია რაც დადიან და მათთვის ფეის კონტროლი არ წარმოადგენს არანაირ დისკომფორტს. სადღაც 2:30 წუთი იყო როცა ბიჭები კლუბში შევიდნენ დ როგორც ნიკა ამბობს გახურება დაიწყეს. „3:00 სთ-ზე დეგბოდა i hate models-ი და რა თქმა უნდა ფხიზელი ვერ შევხვდებოდი მის დადგომას სცენაზე, ამიტომაც გადავწყვიტე დროულად მიმეღო ის ნივთიერებები რაც გვქონდა მეგობრებს,რათა დროულად გაეხსნა.არ ვკითხულობ რა შემადგენლობისა ეს დრაგები უბრალოდ ვიცი რომ ექტაზია და მდმა, რომლებიც ძალიან მაგრად მისწორდება კლუბში ყოფნისას.სწორედ ასე არ ვიკითხე ამ დღესაც და მივიღე. მივიღე მაგრამ არ გამისხსნა, რასაც მოჰყვა მეორედ და მესამედ მიღება ამ ნარკოტიკის. სადღაც დილის 5ის წუთები იქნებოდა თავი ცუდდ რომ ვიგრძენი, არვიცი შეიძლება უფრო გვინიც ყოფილიყო დროის ცნობა დაკარგული მქონდა, თვალის წამიერი დახუჭვისას მეგონა საუკუნეები გადიოდა, ძალიან ცუდად გავხდი იმდენად, რომ ახლაც ვერ ვიხსენებ რა მოხდა სინმდვილეში . მახსოვს კარგად, როცა წავბორძიკდი და იატაკზე დავეცი ჩემს გვერდით უკვე რამოდენიმე პირი იდგა წყლით ხელში, შემდეგ გონება სრულიად დამეკრგა . პირველად დამემართა ასეთი რამ. იდეაში არც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა იმ შემთხვევაში თუ ცუდად გავხდებოდი; ერთადერთი ის ვიცოდი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო საწრაფოს არ ვიძახებდი, მაგრამ გადავრჩი და მიხარია მწარე გაკვეთილი მივიღე ამ ყველაფრით მაგრამ, მე ხომ მხოლოდ დამღლელი კვირის შემდეგ მინდოდა განტვირთვა და დავიწყება ყველა იმ პრობლემის რაც მაქვს ხოლმე; ერთადერთი მიზეზი ეს იყო ამ ნარკოტიკის მიღებისა“ .

საქართველოში ახალგაზრდების ნაწილი ხშირად მოიხმარს ნარკოტიკს, რომლის შემადგენლობის ან ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ისინი რისკზე მიდიან, რასაც ზოგჯერ მძიმე შედეგი მოჰყვება ხოლმე. საქართველოში და არა მხოლოდ საქარველოში საკმაოდ გვრცელებულ ნარკოტიკთა ჯგუფს მიეკუთვნებიან შემდეგი სახის ნარკოტიკული საშვალებები, როგოებიცაა: ექსტაზი, მდმა, კოკაინი, მეტამფეტამინი,ელესდე,კეტამინი, მაშრუმები, ოპიოიდები და რაც ყველაზე გავრცელებულია მარიხუანა .ყველა მათგანს განსხვვებული შემადგენლობა და ეფექტი გააჩნია, რომელიც ძალიან საშიშია მომხარებელთათვის. MDMA, იგივე ექსტაზი,სინთეზური ფსიქოაქტიური საშუალებაა;MDMA-ს ენერგიის მოზღვავების, ეიფორიი, ემოციური სითბოს და სხვების მიმართ ემპათიის გამოხატვის შეგრძნებები წარმოქმნა შეუძლია. MDMA-ით ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, სისუსტე, პანიკური შეტევა და უკიდურეს შემთხვევებში გონების დაკარგვა და კრუნჩხვები. შავ ბაზარზე ნაყიდი MDMA უამრავ მინარევს შეიძლება შეიცავდეს: მეტამფეტმინს, კეტმინს, კოფეინ, ეფედრინს,ჰეროინს, კოკაინს და ასე შემდეგ; უმეტეს შემთხვევაში, ამის შემთხვევაში ამის შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს. LSD ლიზერინგული მჟავის დიეთილამიდი, ძლიერი ჰალუცინოგენია, რომლის სინთეზირება პირველად 1938 წელს მოხდა შვეიცარიაში, ექიმ ალბერტ ჰოფსმანის ინიციატივით. LSD-ს ყველაზე ხშირად კლუბურ გარემოში, მუსიკის დროს, იღებენ. LSD ლიზერინგის მჟავისგან მზადდება, რომელსაც ბუნებრივად შეიცავს ჭვავის ან შვრიის სოკო, სახელად ეგროტი. მისი მიღება სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს,რომელსაც მომხმარებლები ინგლიურად „Good trips” -ს ეძახიან. ესაა, მაგალითად, მუსიკისა და ფერებს უფრო მძაფრი აღქმა. სასიამოვნო შეგრძნებების მოზღვავება და ხმოვანი თუ ვიზუალური ჰალუცინაციები თავის ტვინიდან სეროტონინის არაბუნებრივად დიდი რაოდენოითი მაგოყოფის გამო ხდება. ლსდ- მოქმედება მიღებიდან 30-45 წუთიდა იწყება, პიკს 2 საათში აღწევს და შესაძლოა, 12 საათიც გაგრძელდეს. აშშ-ში ლსდ-ს გამოყენება 1971 წელს აიკრძალა და დღემდე განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებებიის სიაშია.აკრძალულია მისი გამოყენება ნებიმიერი მიზნით:როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული. ამჯამად ლსდ აკრძალულია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც.

GHB გამა-ჰიდროქსიბუთირატი და GBL გამა- ბუთიროლაქტონი ცენტრალურ ნერვულ სისტემის დამთრგუნველი ნივთიერებაა, რომელიც ხშირად გამმოიყენება როგორც „კლუბური ნარკოტიკი“. GHB ან GBL შავ ბაზარზე იყიდება, როგორც უფერო, უსუნო სითხე, რომელსაც მომლაშო ან საპნის გემო აქვს.ხშირად მოთავსებულია კაფსულებში ან მცირე ზომის ფლაკონებში. ზოგჯერ ვრცელდება თეთრი ფხვილის სახითაც. მისი მოქმედება იწყება 10-30 წთ-ში და რამდენიმე საათს გრძელდება.GHB-ის „პაემნზე გაუპატიურების“ ნარკოტიკსაც უწოდებენ, რადგან ხშირად სექსუალური ძალადობისთვის გამოიყენეა. კოკაინი ეს არის ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკაინის ფოთლებისგან. კოკაინი ძლიერ ტოქიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი გამოყენებისას შეიძლება ნელ-ნელა განვითარდეს კოკაინიზმი.აღსანიშნავა ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდნობით მორფინი 2014 წელს ამოირეს- 11 779 გრამი. ასევე ერთ-ერთ გავრცელებულ ნარკოტიკს მიეკუთვნება ფენტალინი, რომელიც არის სინთეზური ოპიოიდი და იგივე ფარმაკოლოიური თვისებები აქვს, როგოც ჰეროინს - ის 1960-იანი წლებიდან გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, როგოც იდეალური ტკივილგმაყუჩებელი საშუალება; ფენტალინის მომხმარებელთა ნაწილი არასამედიცინო გზით კერძოდ, კი თრობის საშუალებად იყენებს.აღსანიშნავია ის, რომ კუსტარულ პირობებში ფენტალინი უსაფრთხო დოზის შერჩევა თითქმის შეუძლებელია, შავ ბაზარზე, ქუჩის დილერებთან ნაყიდი ფენტალინი ხშირად ჰეროინს, კოკაინს და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებსაც შეიძლება შეიცავდეს. ასეთი ნაერთის მიღება სიცოცხლითვის განაკუთრებით საშიშია. ფენტალინის ზედოზირება სუნთქვის შეჩეებას იწვევ; ასეთ დროს გადაუდებელი პირველი დახმარებაა ნალოქსინის ინექცია; ეს პრეპარატი ნორმალურ სუნთქვით ფუნქციებს სწაფად აბრუნებს. მარიხუანა, რომელიც ძირითადად, მცენარე კაანფის სამი ქვესახეობისგან იწარმოება, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რეკრეაციული ნარკოტიკია; აღსანიშნავია ის, რომ მისი გავლენა ჯანმრთელობაზე ბოლომდე შესწავლილი არ არის ათობით ბიოლოგიური ინგრედიენტიდან, რომელსაც კანაფი შეიცავს, ამჟამად მეტ-ნაკლებად შესწავლილი მხოლოდ ორია: ტეტრაჰიდროკანაბინოლი [THC]-სა და კანაბიდიოლი [CBD] საქართველოში მარიხუანას მომარება რეკრეაციული მიზნებით დაუშვებელია, მაგრამ აკრძალულია ფლობა და გაყიდვა, ასევე უნდა ვთქვათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მისი მიღება მიჩვევას იწვევს და ზემოქმედებს, რა თქმა უნდა ტვინის ფუნქციონირებაზე. THC ტვინში კანაბინოიდურ რეცეპტორებს აღიზიანებს; ტვინის შესაბამისი უბნები, სადაც ეს რეცეპტორებია, არაერთ მნიშვნელოვან ქცევაზე (სხეულის მოძრაობა, შეგრძნებები, მხედველობა, ღი განსჯის უნარი, მხიერება, კოორდინაცია) არიან პასუხისმგებელნი; შესაბამისად, მოხმრების შედეგად ადამიანის ნორმალუი ქცევა იცვლება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნარკოტიკული საშვალებები საკმაოდ გამოყენებადია საქართველოშიც. სტატისტიკის მიხედვით ირკვევა რომ ყველაზე ადვილად მისაწვდომი და გავრცელებული მაინც მარიხუანა წარმოადგენს. გამოკითხულები წარმოადგენდნენ 19 წლიდან 28 წლამდე ახლაგზრდებს, რომელებიც ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ და უმეტესობა მომხმარებელია, როგორც მარიხუნის ასევე სხვა მათრობელა საშულებების. კვლევის შედეგად დგინდება ასევე, ის რომ ისინი მოიხმარენ ექსტაზს, მდმს, ლსდს მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ექსტაზს. -„23 წლის ვარ მოწევას სადღაც 19 წლიდან დავიწყე, არც ვნანობ რადგან ზოგჯერ ეგ აუცილებელიც კია. ხოლო რაც შეეხება სხვა ნარკოტიკულ საშვუალებებს ვიღებ და მომხმარებელი ვარ. გარკვეული პაუზებიც მქონდა, რომელიც ჩემი აზრით აუცილბელია. იდეში, აღარ მინდოდა გამეგრძელებინა ისევ, მაგრამ როცა გემო იცი და შენს ირგვლივ ყველა იღებს ცდუნება დიდია და ძნელია მას გაუძლო. სწორედ ამიტომ დავუბრუნდი მე, კვლავ ნარკოტიკების მიღებას. მთავარი მიზეზი კიდევ ის, არის რომ სხვა სამყაროში გადსვლა ენით აღუწერელი გრძნობაა ჩემთვის, მუსიკა ამ დროს კი არ მესმის არმედ მუსიკა დაფრინავს ჩემში, წაროიდგინეთ შედიხართ ხალხით სავსე ადგილას თან სუ ბნელა აქა-იქ ლაზერების შუქი ანათებს მარტო, მუსიკა ირთვება და სულ მალე ხალხით სავსე ადგილი სრუიად ცარიელი ხდება, აბსტარქტული ფერები დაცურავენ აქა-იქ, მუსიკის ნოტები თითქო ყურში გითათუნებ, საიდანღაც რაღააც სხვდსხვა საგნებს ხედავ. ქრებიან, ჩნდებინ და ასე გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში. მოკლედ ძნელია გაიგონ იმ ადმიანება ამ გრძნობი შესხებ, რომლებსაც არასდროს არაფერი მიუღათ. ის კი ვიცი, რომ ალბთ პარალელური სამყარო სწორედ ისე გმოიყურება, როგორც მე ვხედვ თითოეული ჩემი თრობის პერიოდში. ერთგვარი დიდი სიამვნებაა ჩემთვის ნაროტიკით „კაიფი’, მაგრამ ისიც ვიცი რა შედეგი შიძლება მოიტანოს „უზროდ“ მიღებამ, ნამდვილად არ ვიცი ზუსტად თითოეული რა შემადგენლობისაა,(ვფიქრობ, ამის გაგებ ჩვეულებრივ პირობებში არცაა შესაძლებელი, ტესტერების შესაებ იყო საუბარი, მაგრამ როგორც ვიცი საკმაოდ ძვირი ჯდება შესაძენად, ამიტომაც ვიკიდებთ) მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ისეთი რამე არ მივიღო რაც სრულიად უცნობია. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ აქ ერთი პრობლემაც არებობს ბაზარზე ზოგჯერ შემოყრიან სიკვდილისთვის საშიშ ნიივთიერებებს, როგორიც იყო მაგალითდ მეფედრონი, რომელმაც ნამდვილად ბევრი ახლგაზრდი სიცოცხლე იმსვერპლა, ასევე უფროშორი წასრულიდან ბიოს გახსენებაც შემიძლია, ისე ბიოს დღემდე ეწევიან და ვერ ვხვდები რატო, ნამდვილად ნაგავია კატასტროფა შედეგი აქვს. ჯემ ფეტზე გავრცელდა საშინლად და ბევრიც შეიწირა, თან ის საკითხია, რომ სასწრფოს არვინ არ ეძახის, ისე კლუბშიც არავინ ეძახის ყველას ურჩევნია პრობლემებისგან თავის არიდების. სიკვდილი ურჩევნიათ, ვიდე სასწაფო გამოიძახონ. მე პირადად მსგავი შემთხვევა არ მქონია, ვიღებ, მაგრამ ვიცი დოზა და ვიცი რას გაუძლებს ჩემი ორგანიზმი და რას არა, მაგრამ ასე არაა ბევრი განსაკუთრებით 21 წლამდე ახლაგზარდობას ეხება ეს , არც კი იციან რას იღებენ და რა დოზითაა ეგ მისაღები და რათქმაუნდა ცუდად გახდომის დროს სასწრაფოზე ფიქრიც კი ზედმეტია . იდეაში ეს ინფორმაციის ნაკლებობის დამახურებაა, დღესდღეოით საქართველოში არ ხდება ამაზე ღიად საუბრი, ღიად საურობენ მაშინ თუ დაიჭირეს ვინმე და აძლევენ არალოგიკურად დიდი სასჯელს ან გირაოს და მაშინაც ეს ადამიანი ირაცხება როგორც საშინელ ადამიანად, ვინც საშისია ქვეყნითვის.. არვიცი მართლაც, რომ რა ხდება ჩვენს თავს , მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მხრივ. საშინელი ნარკო პოლიტიკა გვაქვს კაცის მკვლელს უშვებენ იწყალებენ და გრამზე მეტი ნარკოტიკის ტარებისთვის 20 წლამდე გაძლევენ . ტეხავს, ძაან ტეხავს მსგავსი ველური საქციელი, მაგრამ განა გასაკვირიაა? ეს ხომ საქართველოა.თუ ჩემი თავის სიამოვნებისთვი ვიღებ გარკვეულ პერიოდში კლუბურ ნარკოტიკებს ქართველი „ღრუზინების“ თვალში ვსიო, მე ნარკომანად ვარ შერაცხული არადა სულ სხვადასხვა რამეა . მტკივა მე ჩვენი ერი, მორალურად დაცემული ერი. “ ამბობს საბა. ნარკოტიკებს, გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა კონკრეტული მიზნებისთვის მოიხმარს.ზოგჯერ ისინი იღებენ მეტი ჰალუცინოგენური ან სტიმულატორი ეფექტისთვის, რომლებიც იძლევიან ენერგიასა და ეიფორიი განცდას, ხოლო სხვა შემთხვევებში პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას დეპრესიისა თუ ძლიერი ტკივილის გასაქარწყლებლად. რა თქმა უნდა არსებობს ნარკოტიკი ის სახეობები, რომლებსაც სამედიცინო გამოყენების დატვირთვა აქვს მაგრამ, მათ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენეენ. როგორც არ უნდა იყოს, ხალხი მუდმივად ნადირობს ახალი ტიპი ნარკოტიკზე და არ არიან ორიენტირებულნი შედეგზე, რამაც შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. დღეს-დღეობით უამრავი მათრობელა საშუალება არსეობს, რომელთა შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია და ამავე დროს საშინელი ეფექტით მოქმედებს ორგანიზმზე. როგოც უკვე ვთქვით ყველასთვის ცნობილი ექსტაზი, ამფეტამინი,მდმა, კეტამინი და სხვა ნარკოტიკული საშვუალებები გამოკვლეულია და მათი მოქმედების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ კარგადაა ცნობილი. Jenkem, bomo-dragonthy, benzo fury, desomorphine,auahuasca საკმაოდ საშიშ მათრობელა ნარკოტიკთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა მოხმარების შესახებ სტატისტიკა იშვიათია. გავეცნოთ მოკლედ ერთ-ერთ საკმაოდ საშიშ ნივთიერებას, როგორიცაა დმტ და რომლის მოქმედების შესახებ ინფორმაცია ბოლომდე არ არის გამოკვლეული. დიმეთილტრიპტამინ (DMT N, N-DMT) არის ტრიპტაინ მოლეკულა რომელიც არის უამრავ მცენარეში და ცხოველში. ის შეიძლება მოხმარებულ იქნას, როგორც ძლიერი ფსიქოდელიური ნარკოტიკი და ისტორიულად ამზადებდნენ სხვადასხვა კულტურებში რიტუალური და სამკურნალო მიზნებისთვის. Rick Stassman- მა დაარქვა მას „სულის მოლეკულა“.დმტს ყველაზე დამახასიათებელი არის სიჩქარე, რომლის მომხმარებლის გონება და ინტელექტი სრულიად იცვლება. ხდება არაადამიანური. დმტის მომხმარებებს დაკარგული აქვთ შეგრძნეება არ იციან ესა თუ ის მოვლენა რეალობას შეესაბამებოდა თუ უბრალოდ წარმოსახვის მსგავსი იყო. საბოლოო ჯამში მეცნიერები კვლავ ძიების პროცესში არიან და იკვლევენ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნივთიერებას. 1990-იან წლებში რიკ სტრასმანმა ინოვაციური კვლევა ჩაატარა დმტ-ს გავლენის შესახებ, რომელიც აღწრა შემდგომ მის spiritual molecule -ში. ეს იყო პირველი შემთხვევა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ აშშს მთავრობამ ფსიქოდელიური ნარკოტიკების მოხმრების კვლევის ჩატარების საშუალება მისცა, რადგან ასეთი კვლევა აკრძალული იყო. მოხალისეები, რომლებიც ფსიქოდელიური მედიკამენტების ყველა გამოცდილი მომხმარებლები აღმოჩნდნენ, გაირკვა რომ დმტ-ის მაღალი დოზები, ჩვეულებრივ მწვავე და მყისიერი ეფექტი ქონდა, რომლის გამო სტრასმანმა მას „nuclea cannon”- ი უწოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოხალისეება შეძლეს აღეწერათ მათი მიმდინარე გამოცდილება, რომელიც 30 წთ-ი გრძელდებოდა. აღსანიშნავია ის, რომ ყველა მოხალისე განცდიდა ვიზუალურ გამოსახულებებს, რომლებთაც თვალი ღია და დახურულ მდგომარეობაში ქონდათ. ფერები უფრო ნათელი, უფრო ინტენსიური და ღრმადაა გაჯერებული, ვიდრე ნორმალურ ცნობიერებაში. ბევრმა მონაწილემ დაინახა კალეიდოსკოპური გეომეტრიული ნიმუშები, ასევე კონკრეტული ცნობადი სცენები. დღეს-დღეობით საკმაოდ მწირია ამ ნივთიერების შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროებში, რადგან არ ფიქსირდება მისი მოხმარების შესახებ ფაქტები, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს გაუხმაურებელი სიტუციებიც, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა. შსს-თან მიწერილ წერილში ფიქირდება თუ არა შემთხვევები დმტს მოხმარების შესხებ ჯერ-ჯერობით პასუხი სრულდ არ არის მოწოდებული. საინტერესოა ასევე აქვს თუ არა ამ ნივთიერებას საქართველოში ფეხისმოკიდეის საშუალბა და რა ღონისძიებები ტარდება საზღვარზე მსგავსი უცნობი ნივთიერებების შემოტანის აღსაკვეთად . სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებთან საუბრისას უმეტესი მათგანი აღნიშნავს იმას თუ რაოდენ საშიშია ის უშუალოდ ორგანიზმისთვის, მაგრამ არიან რა თქმა უნდა პიროვნებებიც, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ ეს ნივთიერება და საკმაოდ აღტაცებით საუბროვენ მისი თრიფის შსახებ. ამბობენ აკრძლული ხილი ყველზე საინტერესო არისო. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით წინა წლებში უცნობი შემადგენლობის „ბიო“სა და „მეფედრონი“- ის გავრცელების შესახებ.დღეს ეს „შემოპრული“ ნივთიერებები უკვე ყველამ იცის და იციან რომ ეს ნივთიერება სიკვდილთან თამაშს უდრის, მაგრამ არანაირი გახმაურებული ფაქტები არ არსეობს დმტ-ს შესახებ და ჯერჯერობით მასზე არაფერი იწერება, მაგრამ ყველამ იცის მისი არსებობის შესახებ. „უძლიერესია და უიშვიათესი დმტ, რომელიც ჩვენთან შავ ბაზარზე 1გრ - 400 e.u ღირს“ -ამბობს გიორგი. გოგონა, კი რომელმაც ეს ნვთიერება გასინჯა გვიყვება მის შეგრძნებებზე: „ძალიან განსხვავებული იყო ჩემთვის ყველა თრიფისგან. თავიდან ვიჯექი, მერე ვიგრძენი რომ სიშავეში მივდიოდი და დავწექი იატაკზე. როგორც კი გავედი სიშავის იქეთ ვიზუალები დამეწყო. ოღონდ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შეგრძნებით ვხედავდი და არა ვთქვათ რომ უყურებ, ანუ სხვადასხვა ფორმებს ვგრძნობდი ძალიან აბსტრაქტული პატერნები იყო, დეტალური. თითქოს პეპელა დავინახე არსაიდან და უცებ ვიგრძენი რომ ამ დროს ჩემს უკან ვიღაც დგას და მაკვირდება. მნიშვნელობა არ აქვს მინდა თუ არა დამალვა, რადგანაც ჩემი შეგრძნებების, ფიქრების შეგრძნება შეუძლია და ხარ სრულიად დაუცველი. არა კი არაფერს გერჩის რომ დაცვა გჭირდებოდეს, უბრალოდ შენ შიშველ ეგოს რომ აკვირდება ვინმე და იცის ბოლომდე რა ხარ რთულია. ცოტახანი მანდ ვიყავი მაგ განცდებში და მერე ვიგრძენი რომ უნდა მოვკვდე და შემეშინდა, ცოტა ვებრძოლე მაგ განცდას, თან ვიცოდი რომ არასწორი ვიყავი, ამიტომ ბოლოს დავნებდი, მაგრამ მერე გამოვფხიზლდი. მეგობარმა ჩამომიტანა ჩინეთიდან აქ, არ ვიცი სად იშოვება არ მიცდია მოძებნა, მაგრამ ვიცი რომ ყიდულობენ. როგორია არ ვიცი. მეტად ძნელია იპოვო ადამიანური წყაროები, როდესაც საუბრობ დმტ-ზე ეს შესაძლებელია კარგიც იყო , რადგან ამით ვხვდებით, რომ მისი მოხმრაება შესაძლოა საქართველოში ძალიან იშვათობა იყოს, მაგრამ ზუსტად არავინ არ იცის ამის შესახებ. ყველა ნარკოტიკი განსხვავებულია შემადგენლობით. მათი მიღება და მოქმედება დამოკიდებულია ადაამინის ორგანიზმზე და მის ამტანობაზე. ნებისმიერი დოზით მიღება სიკვდილისკენ გდადგმულ ნაბიჯს გავს, რადგან მისმი მოქმედება შემადგენლობის მიხედვით განსხვავებულად ხდება. ნარკოტიკის ნებისმიერი ოდენობით მოხმარება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. ყოველი მიღებისას ნარკოტიკები ცვლიან ნეირონების მუშაობის პრინციპს. ისეთი ნარკოტიკები, როგორებიცაა მარიხუანა ან ჰეროინი, ნეირონებს ააქტიურებენ, ვინაიდან მათი ქიმიური ზემოქმედება ორგანიზმის ნეიროგადამცემის მოქმედებას 'ბაძავს.' ამ მექანიზმით ნარკოტიკები უერთდებიან და ააქტიურებენ ნეირონებს. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მოქმედება ტვინის ბუნებრივ, ქიმიურ ფუნქციონირებას ჰგავს, მაინც არის განსხვავება: ნარკოტიკები ნეირონებს ცოტა სხვაგვარად ააქტიურებენ, ვიდრე ბუნებრივი ნეიროგადამცემები. შედეგად, ნარკოტიკების მიღების შემდეგ, ნეირონებიდან ქაოსურად და უსისტემოდ ხდება ინფორმაციის გავრცელება მთელს ნერვულ ქსელში. სწორედ ამის შემდგომ იწყება ის რიგი პრობლემები, რასაც ნარკოტიკის მომხმრებლები აწყდებიან და ამის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომებია ჩასატარებელი, მაგრამ ეს ზომები თვით მომხმარებელმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს. დღეს-დღეობით მაინც ყვლაზე გვრცელებული კლუბული ნარკოტიკებია, რომელიც გამოიწვია ღამის ცხოვრების ასე განვითარებამ . თბილისი, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკვებს კლუბურ ცოვრებაში და მოქმედი კლუბები როგორებიცა „ბასიანი“ და „ხიდი“ ერთ-ერთ  საუკეთესოდ ითვლება .მოწვეული არტისტები ვერ მალავენ იმ დიდ ემოციებს, რასაც ქართველი რეივერებისგან იღებენ, რადგან ეს მოცეკვავე ადაიანები ნამდვილად დიდ ენერგიას გასცემენ ერთმანეთში, რომელიც ბევრს არ შეუძლია.ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ცნობილია რაოდენ დიდი სიყვარული ტრიალებს “მიწისქვეშეთში” მთელი ღამის განმავლობაში და რა თქმა უნდა ამას ვერ უარყოფს ვერცერთი პიროვნება.სწრედ ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ერთ-ერთ ძლიერ და საუკეთესო რეივ ქალაქად ითვლება თბილისი, რომელიც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აქ, არ უნდა დაგვავიწყდეს მაისი მოვლენებიც, როდესაც ორ მოქმედ კლუბში „ბასიანსა’ და „კაფე-გალერიში’’ შსს შეიჭრა. დარბევა, რადენიმე ხნის შემდეგ, თბილისში ნარკოტიკებთან დაკაბშირებული ხუთი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს კლუბებთან პირდაპირ კავშირში იყო.იმავე შაბათს საღამოს, დაახლოებით 4000 დემონსტრანტი, თბილისის რუსთაველის გამზირზე, პარამენტის შენობის წინ გადავიდა, რათა გაეპროტესტებინათ სახემწიფოს მხრივ განხორციელებული რეპრესია, კლუბური ცხოვრების წინაშე. მოცეკვავეებმა დიდი სულისკვეტება გამოიჩინეს. ეს და სხვა უამრავი ფაქტორი ამცნობ ხალხს, რომ ქვეყანაში კლუბური ცხოვრება ძალზედ განვითარებულია, მაგრამ ნარკოტიკების მიღების კულურა რამდენად უსფრთხოდ მიმდინარეობს , მაგაზე საუბარი ცოტათი ძნელიცაა... ამასთან შეგვიძლია ავღნიშნოთ ის ფესტივალები, რომლებიც ყოველ წელს , ზაფხულში ტარდება. დასაწყისში GEM fest და შემდეგ Echowaves Fest-ი . საკმაოდ ნათელია, ის რომ დღეს-დღეობით კლუბურმა ცხოვრებამ ასე ღიად წამოწია ნარკოტიკების საქმე. ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ ადრე ეს ყველაფერი ფარულად მიმდინარეობდა დღეს ეს ღიად ხდება. დაახლოებით 10 წლის წლნ სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე აშკარად ჩანდა მიგდებული ნემსები. მაგრამ მაშინ რატომღაც ყველას „ეკიდა’. დღეს კი ნაკოპოლიტიკა საქართველოში საშინელი რეპრესიებით მიმდინარეობს, ალბათ ასეთი დამოკიდებულება სხვა რამის მიმართ, რომ იყოს ქვეყანა ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდა. სასჯელი ნამდვილად მკაცრია, როდესაც 1 გრამზე მეტი ოდენობით "ჰეროინის" პირადი მოხმარების მიზნით ფლობა - 8-დან 20 წლამდე, ან უვადო სასჯელს ითვალისწინებს, იქით განზრახ მკვლელობ 7 დან - 15 წლამდე .კანონი თუ რაოდენ მძიმეა ამას ნათლად ადასტურებ ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ამაბავი ფესტივალ echowaves-იდან, როდესაც 0.18663 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა’-ის (3,4 მეთილენდიოქსიმფეატმინი), უკანონოდ შეძენა შენახვისთვის დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც იმყოფებოდა ფესტივალზე. საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად ეს ახალგაზრდა მიიჩნიეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განუსაზღვრს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რომელსაც უთვლიდნენ პირობითად. ამას დამატებული საქართვეოს სისხლის სამართლის კოდექსის 44ე მუხლი, რომლის საფუძველზე ემატება სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე 150 საათის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ამ ახალგაზრდის როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემყობს, 5 წლის ვდით ჩამოერთვა სხვადასხვა ფუნქცია მოვალეობები, როგორიცაა მაგალითად პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და სხვები.ამასთან ერთად ქეისი მეორე, რომელიც კვლავ ამ ფესტივალს უკავშირდება. ზუგდიდის რაიონის სოფელ განმოხურში, მუსიკის ფესტივალ „ექოვეივსის“ ტერიტორიაზე ახალგაზრდა უკანონოდ ინახავდა „დიდი რაოდენობით“ 0.2225 გრ ნარკოტიკულ საშვალებას „მდმას“ და ასევე ნარკოტიკულ ნოვთიერება „ტეტრაიდროკანაბინოლი“-0.0726 გრ და ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას 25H-NBOMe ნივთიერებას.სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მულის სფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით. ყველასტვის კარგად ცნობილი საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ თოდუა, მუსიკოსი. დაპატიმრებულ იქნა 12 გრამი ექსტაზის ფლობისთვის, რომელსაც მიუსაჯეს 9 წელი.მან დაწესებულებაში ადმინისტრციის მიერ გამოყოფილი ოთახი გარდაქმნა სტუდიად, სადაც გამოყოფილი დროის განმავლობაში წერდა მუსიკას. ამჟამად „მიხაილო“ უკვე თავისუფალია, მაგრამ ამ ამბავმა ნამდვილად დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან მოცემული გრამი არ წარმოადგენს მცირე რაოდენობას. კანონი თუ რაოდენ მკაცრია საქართველოში ეს ყველასთვის ნათელია. მომრავლდა შემთხვევები, როცა კონკრეტულ ადგილებში პოლიცია საკმაოდ მობილიზებულია და ცდილობენ გაჩერებას ახალგზრდების, განსაკუთრებით მათი ვინც კონკრეტულ „რეივერულ“ ჩაცმის სტილზეა ან არასტანდარტულად გამოიყურებიან და მათ შემოწმებას, გაჩხრეკვასა თუ გადაყვანას დაწესებულებაში, რომელიც ნამდვილად დიდ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში. ამასთან ერთად ზოგი სამართალდამცავი მინიჭებულ უფლებას ამეტებს . ასეთი ერთ-ერთი მაგალოთი საკმაოდ უცებ გავრცელდა სოციალუ ქსელში, რომელიც ეხებოდა 1 გრამ მოსაწევს. ბიჭი თავის სოციალურ ქსელში ყვება, თუ როგორ გააჩერეს პოლიციელებმა. „ხელების გადაგრეხვით და ტელეფონის წართმევით დაწყებული „თესლოს“ ძახილით დამთავრებული ყველაფერი ვნახეთ ამ ერთ საათში. დაგვიწერეს 500 ლარიანი ჯარიმა და გადაგვიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც ნებაყოფლობით ჩავაბარე ბიოლოგიური მასალა, რადგან მარიხუანას გარდა არაფერს მოვიხმარ და საათობით იქ ყურყუტი დამეზარა. ტესტმა რა თქმა უნდა აჩვენა რომ შარდში მხოლოდ მარიხუანა იყო. ასევე მოვისმინე ფრაზა პოლიციელისგან "ნეტა სტალინი ცოცხალი იყოს თქვენ რომ გიყურებთ" და მრავალი სხვა... ბოლომდე გულით სჯეროდათ რომ შარდში რამეს იპოვიდნენ და ძალიან იმედგაცრუებულები დარჩნენ, ზატო გეგმაში პლიუსი დაიწერეს“ . ამ მგალითიდან კარგად ირკვევა პოლიციელების დამოკიდებულება როგორი არის დღევანდელი ახალგაზრდობის მხრივ და როგორ შეუძლიათ გადააჭარონ მათ უფლება-მოვალეობებს. ამის არაერთი მაგალითი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს კვლვ დიდ პროტესტს იწვევს საზოგდოებაში განაკუთრებით, როდესაც ქვეყანში არსებობს უამრავი დამნაშავე, რომლებსაც ე.წ „შეწყალებებით“ ანთავისუფლებენ და როდესაც პირადი მოხმარების გამო ნარკოტიკულ საშვალებებზე პიროვნებას საკმაოდ დიდ სასჯელს უწესებენ ეს ნამდვილად წარმოადგენს პროტესტის მიზეზსა თუ საბაბს. როგოც ყველასთვის ცნობილია ნარკომომხმარებლები თუ კანაფის მომხმარებლები თრობის პერიოდში არ გამოირჩევიან სხივს მიმართ ძალადობით ეს დადასტურებულიცაა, ხოლო როცა საუბარი გვაქვს ალკოჰოლზე და იმ პიროვნებებზე, რომლებიც ალკოჰოლს ღებულობენ საქმე უფო მძიმედაა, რადგან ასეთ დროს ხშირია ძალადობის სხვადასხვა ფაქტები. მაგრამ აქაც სასჯელი 1 გრამ მოსაწევზე მეტია ვიდრე მოძალადე „ალკოჰოლისტზე“. აღსანიშნავია ის, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევიდა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, დაახლოებით ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო მექანიზმები შეიქმნას და გადარწმუნების კომისიები ჩამოყალიბდეს. თუმცა, ვიდრე კანონი სრულად ამოქმედდება, გარდამავალი მუხლისს სახით იმუშავებს რეგულაცია და 273 მუხლით გათვალისწინებული სასჯელი არსებული ფორმით არ შენარჩუნდება. აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტის მთავარი არსია ნარკომომხმარებლების მიმართ არასაპატიმრო სასჯელების დაწესება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა ოდენობის ნარკოტიკის ქონა შეიძლება ჩაითვალოს პირად მოხმარებად, თუმცა შეხვედრის მონაწილეები ჯერჯერობით კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ. საკომიტეტო განხილვაში ქვეყნის სერტიფიცირებული ნარკოლოგებიც მონაწილეობდნენ და დოზების დადგენისას კანონმდებლები მათ მოსაზრებებსაც გაიზიარებენ. 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძა

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ