#რაგბიჩვენითამაშია
21-ე დაპირისპერებაში მე-19 გამარჟვება

   საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 28-14 დაამარცხა.

მატჩი "ბორჯღალოსნების" უპირატესობით დაიწყო პირველსავე წუთებში რუსი მორკინალები რაქში ჩავითრიეთ და ხაზზე უპირატესობა შევქმენით,ვასილ ლობჟანიძემ ბურთი ხაზზე ბოლომდე ჩაათამაშა და "რუსთავის ხარების" ცენტრმა გიორგი კოშაძემ რუსები დაალელოვა( გიორგი კოშაძეს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 4 ლელო აქვს დადებული) მერაბ კვირიკაშვილმა გარდასხვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 7-0 დაწინაურდა.საწყის წუთებში რუსეთის 22 მეტრიან ზონაში დამკვიდრდით, თუმცა ხშირი იყო შეცდომები.საბოლოოდ, 29-ე წუთზე, მაინც მოვახერხეთ რუსთა დალელოვება, რაშიც ლომის წვლილი მერაბ კვირიკაშვილს მიუძღვის.იური კუშნარიოვის გადაკიდებული ბურთი მეკოს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც გაჭრა ხაზი 50-60 მეტრი ირბინა და ვასკა ლობჟანიძეს გაატანა ბურთი, რომელსაც რუსთა დალელოვება არ გაჭირვებია. პირველი ტაიმის ბოლოს რუსებსაც ჰქონდათ ლელოს დადების შანსი, თუმცა რამილ გაისინს შეცურებულ ბურთზე პირველი კვირიკაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი ლელო დაიცვა.ამით, პირველი ნახევარიც დამთავრდა.14-0 "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

მეორე ნახევარში რუსეთის ნაკრები უფრო მოტივერებული გამოვიდა მოედანზე და საკმაოდ დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.მეორე ნახევარში პირველი ლელოს დადება მაინც ჩვენ მოვახერხეთ.თავი ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინა.მეკოს გარდასხვა ამჯერადაც ზუსტია. მალევე რუსებმაც შეძლეს ჩვენი დალელოვება.ჩვენს 22-მეტრაინ ზონაში "დათვებმა" აიღე და მიეძელა გააჩაღეს და იური კუშნარიოვმა დაგვალელოვა.რამილ გაისინმა ზუსტად გარდასახა.66-ე წუთზე დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, რუსებ ფიქრობდენ, რომ ტრადიციულად მოლს ავაგორებდით, ლობჟანიძემ კი ბურთი ხაზზე გამოიტანა და დავით კაჭარავაც "შეფრინდა მეტოქის ლელოში.ეს ლელო იმათაც იყო გამორჩეული, რომ ეს იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში დადებული, საიუბილეო 550-ე ლელო. მეკოს გარდასხვა ამჯერადაც ზუსტია.28-7.

თუმცა რუსმა "დათვებმა" ბოლოს მაინც მოახერხეს ლელოს დადება ამჯერად თავი კროტოვმა გამოიჩინა.გაისინმა გარდასახა და თამაშის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 28-14 საქართველოს სასარგებლოდ.

 მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მერაბ კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც დღევანდელ შეხვადრეში, ბორჟღალოსნების რიგებში, მისი ქულათა მონაგარი 800 ქულამდე შეავსო.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის"  სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილოსან რუმინეთს 4 ქულით უსწრებს.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 19 მარტს ბუქარესტში გამართავს და მისი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება.

 

ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" რუსი "დათვები" დაამარცხეს
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ