"ქუთაისის ფილტვები" ხმება

ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარის ე.წ "საღორიის" ტყეს დაახლოებით 376 ჰა ფართობი უჭირავს. მას  ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მუხნარის ტყეში  იმერული მუხის გარდა  ფიჭვი, ევკალიპტი, იფანი და რცხილაა გავრცელებული. 

იგი "ქუთაისის ფილტვები"-ს სახელითაა ცნობილი და ქალაქის ჟაგბადით მომარაგებაში დიდი როლს თამაშობს. სამწუხარო ისაა რომ ტყე ნელ-ნელა ხმება. 

 

იმერეთის სატყეო სამსახურის ინფორმაციით სანიტარული ჭრების  ფარგლებში  4 ტყეკაფში  2018 წელს 1145 ძირი გამხმარი ხე აღირიცხა.  მონიშნული ხეების ნაწილი მოსახლეობამ მოჭრა და გაიტანა ნაწილი კი ისევ ხელუხლებელია.  ხის მოჭრა და ტყიდან გატანა  მოსახლეობისათვის საბანკო ამონაწერითაა  დაშვებული.  2020 წელს თავიდან აღიწერება და დადგინდება იმ ხეთა რაოდენობა , რომელთა მოჭრაც დასაშვებია. 

 

 

 

 

ტყის ხმობის რამდენიმე მიზეზი სახელდება:

  1. არ ხდება ბუნებრივი განახლება- იმის გამო რომ ტყე შემოღობილი არაა აქ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თავისუფალად გადაადგილდება. შესაბამისად ახლად ამოყრილი მუხის ნერგები გაზრდას ვერ ახერხებენ.
  2. ტყის დაჭაობება- ტყეში გამავალი, რიონჰესის ფუნქციონირებისათის  საჭირო არხის ჯებირები დაზიანდა. არხიდან წყალი მიწაში ჟონავს და ხის ძირებს ალპობს, რაც შედეგად მუხნარის ხმობას იწვევს.
  3. ბუნებრივი განახლების პროცესის გარეშე ტყე დაბერდა და  ხეებს სხვადასხვა დაავადებები გაუჩნდა.

 

გეგმები

ტყეში  დროებითი სანერგე მეურნეობა 2015 წელს შეიქმნა.  მისი მიზანი ტყის ბუნებრივი და ხელოვნური განაშენიანების ხელშეწყობაა.  ის 0,33  ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს.  აქ იმერული მუხისა და იფნის ნერგები გამოჰყავთ. პირველი გადარგვის პროცესი უკვე დასრულებულია. 2018 წლის შემოდგომაზე 1,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 9 500 ნერგი შეიტანეს, აქედან 8 047-მა გაიხარა. 2019-2020 წლებისათვის 20 ჰექტარზე  ბუნებრივი განაშენიანებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა იგეგმება.

   მიუხედავად  სხვადასხვა მიზეზისა, როგორც ჩანს, ტყის  სიღრმეში, ახლად ნაყარი, ცხოველებსა თუ სინესტეს გადარჩენილი რამდენიმე ნერგი იძლევა იმედს იმისას რომ ქუთაისი მის "ფილტვებს" არ დაკარგავს.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ