ქართველები მიდიან

ყოველ წელს საქართველოდან ქართველები სხვადასხვა ქვეყნებში იმიტომ მიემგზავრებიან, რომ ოჯახები არჩინონ.

მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი მონაცემებით, საზღვარგარეთ ყველაზე მეტი ქართველი იმერეთიდან წავიდა. ბოლო წლებში შემცირდა ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობაც. ქალაქის მერის ინფორმაციით, ქუთაისიდან მოსახლეობის ძირითადი გადინება 2011 წლამდე იყო.

არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ არის გასული. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა იმის გამო ვერ ხერხდება, რომ ემიგრანტთა ძირითადი ნაწილი – დაახლოებით 80%, არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყანაში. მიგრაციი საერთაშორისო ცენტრის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქართველები ქვეყანას ტოვებენ. 

 

ნუგზარ კოხრეიძე

10 ქვეყანა, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად მიდიან. 

 

რუსეთი - 21.7 %
საბერძნეთი - 15.9%
თურქეთი - 11.2%
იტალია - 10.9%
გერმანია - 7.1 %
აშშ - 5.7 %
ესპანეთი - 4.1%
საფრანგეთი - 3.7 %
უკრაინა - 3.7 %
აზერბაიჯანი - 2 %

ჩამოთვლილ ქვეყნებს ემატება ისრაელი. თუმცა ამ ქვეყნიდან ქართველების დეპორტაცია ხშირი შემტხვევაა. მიზეზი ის არის,რომ თავშესფარს აქ ქართველები ვეღარ იღებენ, რადგან საქართველო ისრაელისთვის უსაფრთხო ქვეყნადაა გამოცხადებული. 

  

2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ისრაელიდან ჯამში საქართველოს 1 298 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. 

 

ნათია ჯიმშელეიშვილი ქუთაისში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.  მეუღლე ბოლო სამი წელია სამუშაოდ საზღვარგართაა წასული. მათ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ოჯახის წევრი აიძულა სხვა ქვეყანაში წასულიყო და სახლი აღედგინა, ოჯახისთვის მიეხედა. 

ნათია ამბობს, რომ მისი მეუღლე, რომელიც იუველირია და თავისი საქმის კარგი სპეციალისტი, აქ სამსახურს ვერ პოულობს, ანაზღაურება მცირეა, რაც ოჯახის რჩენისთვის საკმარისი არ არის. და რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სამსახურის სხვა ქვეყანაში ძებნას აიძულებს, ზოგჯერ არალეგალურადაც.

ნათია ჯიმშელეიშვილი

სამი წლის წინ, როცა ნათიას მეუღლეც წავიდა საზღვარგარეთ ბავშვებისათვის ეს ამბავი მძიმე და ემოციური აღმოჩნდა. 

 

ნათია ჯიმშელეიშვილი

ნათია ჯიმშელეიძვილი ყველაზე მეტად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საზღვარგარეთ ოჯახიდან ხშირად დედები მიდიან. ოჯახის რჩენის ტვირთს ქალები კისრულობენ. მიაჩნია, რომ ამ დროს ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.  ისინი მშობლების გარეშე იზრდებიან, რაც მისი აზრით ბავშვების ფსიქოლოგიაზე არასახარბიელოდ მოქმედებს. 

 

ნათია ჯიმშელეიშვილი

ეს ვიდეო სოციალურ ქსელში იძებნება. ემიგრანტი დედა შვილებს შორიდან ეფერება.  მართალია,  ის 2014 წელით თარიღდება, თუმცა პრობლემა აქტუალობას არც ახლა კარგავს. 

 

https://www.youtube.com/watch?v=GkXAjyBaLsw

 ბავშვები, რომლებიც ზოგმა თვეების ან რამდნიმე წლის დაუტოვა ბებოებს, დეიდებს, მამიდებს იზრდებიან. წლების შემდეგ მათი შეხვედრა კი ნამდვილად ემოციურია. 

რამდენიმე დღის წინ კი ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც საბრძნეთში ქართველი დედა-შვილის შეხვედრას ასახავს. როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ემიგრანტი იმერეთიდანაა სხვადასხვა ქვეყნებში.  როგორც აღმოჩნდა, ეს დედა-შვილიც იმერეთიდან არიან. 

გვანცა გიორგაძემ დედა საბერძნეთში 13 წლიანი განშორებს შემდეგ ნახა. ვიზალიბერალიზაციამ გვანცას საშუალება მისცა დედასთან ჩასულიყო. 

შეხვედრა 13 წლის შემდეგ

29 ივნისს ქუთაისში საია-ს პროექტის "მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში" განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. წარადგინეს კვლევა, რომელიც მალე გამოქვეყნდება. კვლევაში ერთ-ერთ საკითხად საუბრია იმაზე, თუ რაში იხარჯება საქართველოში ფულადი გზავნილები.

 

საკვები - 79 პროცენტი
კომუნალური გადასახადები - 63 პროცენტი
ტანსაცმელი - 53 პროცენტი
ჯანდაცვა - 53 პროცენტი
განათლება - 15 პროცენტი
დანაზოგი - 7 პროცენტი
ვალის დაფარვა - 5 პროცენტი
ბინის ქირა - 4 პროცენტი
დასვენება/მოგზაურობა - 3 პროცენტი
გართობა - 2 პროცენტი

პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფულადი გზავნილები იხარჯება, ან უფრო უკეთესი - ხდება მათი ინვესტირება მომგებიან საქმიანობებში, სოციალურ ან კოლექტიურ დასახლებებში, ინფრასტრუქტურაში, საგანმანათლებლო ან ნებისმიერ სხვა საქმიანობებში, რაც მიმართულია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სამომავლოდ გაუმჯობესებისკენ, ისინი წარმოადგენს განვითარების მექანიზმს. ფულადი გზავნილების მიმღებნი ხდებიან განვითარების აგენტები, როდესაც მიღებული ფული აჩენს ახალ ბაზრებს ან განათლების და სოციალურ-ეკონომიკური ყოფის ხელშეწყობის გზით ოჯახების კეთილდღეობას აუმჯობესებს.

ახალგქაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია მიგრაციის დადებითად გამოყენება ქვეყნის განვითარებისათვის. საია-ს პროექტის "მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში" იმერეთის რეგიონის ოფიცერმა მეკო ჩაჩავამ აღნიშნა, რომ ამისათვის მხოლოდ ემიგრანტების მონდომება საკმარისი არაა და ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საზღვარგარეთ წასულ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი დაბრუნდეს ქვეყანაში და იქ მიღებული გამოცდილება გამოიყენოს თავსი თემის, ქალაქის თუ ქვეყნის განვითარებისათვის. 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ