ქალაქი ძაღლების ტყვეობაში

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ “ქალაქში იმდენი ძაღლია, რამდენიც საკვები“ და ეს დაუწერელი კანონია . თუმცა საწინააღმდეგოს ამბობენ ახალციხეში. უპატრონო ძაღლებს აქ ქალაქის ყველა უბანში შეხვდებით.

 ადგილობრივები ამბობენ, რომ დილისა და საღამოს საათებში, ქუჩაში გასვლა პრობლემაა, რადგან ძაღლისგან დაკბენის საშიშროება მაღალია.

ლუიზა ალავიძე, – ახალციხე, რაბათის უბანი.

განსაკუთრებით საშიში ახალციხის ცენტრალური პარკი და ქალაქში არსებული პატარა სკვერებია. აქ ხალხიც ბევრია და ძაღლებიც. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს სკვერში მარტოებს ვერ უშვებენ. 

ახალციხის ცენტრალური პარკი
ციცინო მიგრიაული, ახალციხე, 9 აპრილის ქუჩა.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ძაღლის კბენის ის შემთხვევებია დაფიქსირებული, რომლის დროსაც დაზარალებულმა სამედიცინო დაწესებულბას მიმართა.

ცენტრის ინფორმაციით, სტატისტიკა საგანგაშო და მზარდია –  2017 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ქალაქ ახალციხესა და თემში დაკბენის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. და, ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც  სამედიცინო დაწესებულებებში ოფიციალურად გატარდა.

88 წლის გიგა მოდებაძეს უპატრონო ძაღლმა ფეხის არეში უკბინა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან დაზღვევა ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინისთვის თანხა არ გადაიხადა.
რა დაუჯდება მერიას ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა


ახალციხის მერიაში უპატრონო ძაღლების პრობლემის შესახებ, ცხადია, იციან, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ეს პრობლემა საქართველოს ყველა რაიონს და ქალაქს აქვს.

ამ ეტაპზე, არც ქალაქის მერიასა და არც გამგეობას არ აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა.

'თავშესაფრის მოწყობას მილიონობით ლარი სჭირდება, რაც ბიუჯეტს არ გააჩნია', – ამბობენ ახალციხის მერიაში.


„ცხოველთა დაცვის ფედერაციაში“, რომლის რეკომენდაციითაც ცხოველთა თავშესაფარი ქვეყნის სხვადასხავა რეგიონში უკვე მოეწყო, ამბობენ, რომ ისეთი მუნიციპალიტეტისათვის, როგორიც ახალციხეა,  არ არის აუცილებელი დიდი მოცულობის თავშესაფრის გაკეთება.
ახალციხეს 10–ვოლიერიანი თავშესაფარიც ეყოფოდა, სადაც წლებს განმვლობაში შეძლებდნენ 
50 ძაღლის მიღებას, საჭირო პროცედურების ჩატარებასა და გაშვებას. .



სპეციალისტის ინფორმაციით,თავშესაფარში ძაღლი მხოლოდ  10 დღე უნდა დარჩეს, – მას ჯერ დააკვირდებიან, შემდეგ გაუკეთდება იდენტიფიცირება, ვაქცინაცია და აყვანის ადგილას დაბრუნდება

ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ 5 წლის შემდეგ სახიფათო ძაღლები ქუჩაში აღარ იქნებიან. ამავე დროს, ყველა ცხოველი იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული იქნება.

 

როგორ მოაგვარეს პრობლემა საქართველოს სხვა ქალაქებში


ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა 11 თავშესაფარი არსებობს.  მცირე რაოდენობის ვოლიერების მოწყობით,  ცხოველთა დაცვასა  და პოპულაციის მართვას, უკვე მიაღწია რამდენიმე რეგიონმა.

  • რუკაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში მოქმედი თავშესაფრები.  მიაახლოვეთ კურსორი ნიშნულთან და წაიკითხავთ ინფორმაციას თავშესაფარზე. 

'როდესაც ტარდება ცხოველთა კონტროლის საბჭო, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს ვიწვევთ. მოწვეული იყო სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიც, მაგრამ არცერთს არ გამოუხატავს დაინტერესება, კონტაქტზეც არ გამოსულან' – ამბობს “ცხოველთა დაცვის ფედერაციის” თავმჯდომარე თემურ ნაჭყეპიანი.
ირკვევა, რომ პრობლემის მოგვარება არც ისეთი ძვირადღირებულია, მაგრამ, საჭირო 30.000 ლარი ამ ეტაპზე ახალციხის ბიუეჯტში (რაც ივნისის მონაცემებით 9 მლნ ლარია), არსად არ ჩანს. როგორც ჩანს, მთავარი სურვილია და არა ფინანსები.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ