ქართველმა ბორჯღალოსნებმა კანადა დაამარცხეს
საქართველო-კანადა 54-22

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. შეხვედრის მეორე წუთზე ბოლო კაცზე აგდებული დერეფანი ბექა ბიწაძემ მოიგო,რის შემდეგაც ბურთი   ლაშა ხმალაძეს მიუვიდა. ლაშამ მარცხენა ფრთაძე ბურთი მირიან მოდებაძეს გადმოუკიდა(რომელიც პირველ კეპს იხვეჭს ნაკრებში) მართალია  მირიანის შებოჭვა კანადელებმა მოახერხეს,თუმცა მან ბურთი სოსო მათიაშვილს ამოუგდო, რომელმაც ეროვნული ნაკრების რიგებში მორიგი ლელო მიითვალა გარდასახვა მანვე შეასრულა  ზუსტად. რასაც კიდევ 3 ზუსტი ჯარიმა მიამატა. ტაიმის ბოლოს  5 მეტრიანი დერეფანი ბექა გორგაძემ მოიგო, რომლის შემდეგაც ტრადიციული,ქართული მოლი ავაგორეთ და კანადელები ლელოში შევიყვანეთ,რის შემდეგაც გიორგი ნემსაძემ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩატვლის მოედანში.

კანდელთაგან ერთი ლელო მარცხენა ფრთის გარემარბმა  თეილორ პერისმა დაამიწა, მანამდე კი ერთი ჯარიმის გატანა კანადელთა მთავარმა დამრტყმელმა ბროქ სთოლერმა მოახერხა.

მეროე ნახევარიც ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და  სოსო მათიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, შეხვედრის 53-ე წუთზე კი გატანილი ლელოთი თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, რასაც მათიაშვილმა ზუსტი გარდასახვმა მიაყოლა.

58-ე წუთზე კანედელთა ფულბეკს ბურთის გამოტანის დროს ჩვენი ნაკრების კაპიტანმა  მერაბ შარიქაძემ დაუფარა, სპრინტი მოუგო და ლელოც დაამიწა გარდასახვა კვლავ ზუსტია.

63-ე წუთზე კი სოსო მათიაშვილმა გადაკიდა და თავისივე გადაკიდებულ ბურთს მეტოქის ლელოში მიასწრო და მშვენიერ ნახტომში  დაამიწა ბურთი. მათიაშვილმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა.

საქართველოს ნაკრებიდაბ ბოლო ლელო მძლავრი შერკინების შემდეგ კარლენ ასეიშვილმა დაამიწა, რომელიც სოსო მათიაშვილმა  კვლავ ზუსტად გარდასახა.

კანადლებმა კი ორი გარდასახული ლელოთი  გამოიჩინეს თავი.

საბოლოოდ,  54-22 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მომენტები
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ