ფოთში კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი დანგრევის პირასაა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი შენობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.იგი მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელი არქიტექტორის ედმონდ ფრიკის მიერ არის აშენებული. მას სახურავი არა აქვს, გარე კედლები დაშლილია.ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს 2008 წლიდან ატარებს მასზე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური არქიტექტურული ფრაგმენტები.წლების განმავლობაში ამ შენობაში მუნიციპალური ტელეკომპანია იყო განთავსებული.განსაკუთრებით იგი 14 წლის წინ გაჩენილმა ხანძარმა დააზარალა.

 

ინტერვიუ

გერმანელი არქიტექტორის ედმონდ ფრიკის მიერაა აგებული ყოფილი უშიშროების სამსახურის შენობაც, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ნაგებობა განადგურების პირასაა. შენობა კომპანია ,, ვისოლ ჯგუფის“ საკუთრებაა და ნაგებობაზე ზრუნვა მას ეკისრება.

 

interviu

ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობა კი ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს 2006 წელს გადასცა.ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტში სათანადო თანხები არ მოიპოვება. მათივე თქმით, თავდაპირველად შენობას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ყოფილი უშიშრობის სამსახურის შენობაც კერძო საკუთრებაშია .ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ კომპანია დაჯარიმდა. აღნიშნული შენობების გადარჩენის მოთხოვნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არაერთი წერილი გაიგზავნა.

 

 

 

 

  ფოთის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ყოფილი ტელევიზიის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა კერძო მესაკუთრეს ეკისრება.საჯარო რეესტრის მონაცემებით ნაგებობა შპს ,,ქორალ თაუერის“ საკუთრებაა.კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია და მასთან იდენთიფიცირებული პირი კონტაქტზე არასოდეს გამოსულა. ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობა კი ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს 2006 წელს გადასცა.ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტში სათანადო თანხები არ მოიპოვება. მათივე თქმით, თავდაპირველად შენობას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ყოფილი უშიშრობის სამსახურის შენობაც კერძო საკუთრებაშია .ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ კომპანია დაჯარიმდა. აღნიშნული შენობების გადარჩენის მოთხოვნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არაერთი წერილი გაიგზავნა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
რა ბედი ეწევა ნგრევის პირას მისულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ჯერ გაურკვეველია.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ