ფოთში ჩიყვით დაავადებულთა რიცხვი მატულობს

 

 

ფოთში მრავლად ნახავთ ადამინებს, რომლებიც  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას უჩივიან. ასევე ბევრია, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ნონა ციცქარავა ერთ-ერთია , რომელმაც ერთი კვირაა რაც ოპერაცია გაიკეთა. როგორც ის ამბობს, პრობლემა 23 წლის წინ გამოუვლინდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო კვალიფიციური მკურნალობის ჩატარება.ქვეყანაში სოციალური მდგომარების გაუარესების გამო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოუწია სამუშაოდ წასვლა.მისი თქმით, მძიმე პირობებში, სტრესულ სიტუაციაში  უწევდა მუშაობა და თან ძალიან განიცდიდა ობოლი შვილების დატოვებას, რამაც მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და სათანადო მკურნალობა ჩაეტარებინა. ექიმთან კონსულტაციის შედეგად , დადგინდა , რომ ფარისებრ ჯირკვალზე   ქირურგიული ჩარევა  ესაჭიროებოდა. ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაიკეთა, მას სახელმწიფომ ღირებულების 70% აუნაზღაურა.  დღეს იგი თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ ის ჩივილები, რაც აქამდე აწუხებდა, აღარ განმეორდება. მოუწოდებს ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს , არ გადადონ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, რადგან საწყის ეტაპზე დაავადებასთან ბრძოლა  შედარებით ადვილია.ბევრი  ფოთელი გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მედიკოსების რჩევით, არ შეიძლება მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა, ან წამლის დოზის შეცვლა ექიმთან შეუთანხმებლად

ნონა

 

ენდოკრინოლოგ ინგა აფხაზავას განმატებით, ჩიყვი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ამ დაავადებას იწვევს ორგანიზმში იოდოდეფიციტი. მისი თქმით, მომართვიანობის ტენდენცია არა მარტო ფოთში, არამედ მთელ მსოფლიოში ბოლო წლებში  არის ზრდისკენ 2-3%-ით .როგორც ის ამბობს ,  ძირითადად ჰიპოთირეოზით დაავადებულები , ანუ ფარისებრი ჯირკვლის  ფუნქციის დაქვეითებით მიმართავენ. აქედან შეიძლება გამოიყოს ავტოიმუნური თიროიდიტები. ავტოიმუნური  დაავადება,ეს არის პროცესი, როდესაც ანტისხეულები საკუთარ ფარისებურ ჯირკვალს აღიქვამენ როგორც უცხო სხეულს და მიდის ანთებითი პროცესი.როგორც ის განმარტავს, დროთა განმავლობაში ნიადაგი გამოირეცხა იოდის მარაგიდან  და მოხდა მისი ჩარეცხვა ოკეანესა და ზღვაში.ამიტომ ამ ნიადაგზე მოყვანილი პროდუქციიდან ადამიანი ვერ იღებს იოდის იმ ნორმას, რომელიც აუცილებელია ფარისებური ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფარისებური  ჯირკვლის   ფუნქციის მოშლამ გამოიწვია ჩიყვით დაავადებულ ადამინთა რიცხვის ზრდა.

ინგა
ჩიყვის ოპერაციის თანადაფინანსების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში კონკრეტულ ციფრს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ , რომ ჩიყვით დაავადებულთა მომართვიანობა მუდმივად იზრდება. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, პაციენტებს , რომლებსაც მსგავსი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ფინანსდებიან.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ