ფოთი დღეს მხოლოდ საპორტო ქალაქის სტატუს ატარებს, რრა პრობლემების წინაშე დგას მიტოვებული ტურისტული ქალაქი-ფოთი.
პონტოს პალიასტომსა და მდინარე რიონს შორის მოქცეული მითიური ფაზისი, დღევანდელი ფოთი. ანტიკური დროიდანვე იქცევდა ზღვაოსანთა ყურადღებას. ქალაქი ფოთი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით.ფოთი,საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. თუმცა სამწუხაროა ,რომ ქალაქი დღეს მხოლოდ საპორტო ქალაქის სტატუსით სარგებლობს და ტურიტული განვითარების პოტენციალი არ გააჩნია. ამის შესახებ ძირძველი ფოთელები გვიამბობენ. ისინი იხსენებენ წლების წინანდელ ქალაქს და აღნიშნავენ რომ ფოთს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობდა. ჩვენთან საუბრისას ომარ ხუხუნმა აღნიშნა რომ,ქალაქის ხშირი სტუმრები თევზაობის და ნადირობის მოყვარული ხალხი იყო, მოგეხსენებათ ფოთი ყოველთვის გამოირჩეოდა მდიდარი ფლორა ფაუნით.
დღეს კი როგორც სჩანს კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები და გარემოს დაცვის სამინსტრო თეოვზაობა-ნადირობას კრძალავს, ამბობენ რომ ადგილი სადაც თევზაობა და ნადირობა შეიძლება,კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკუთვნის და აკრძალულია.

ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსმა მიხეილ კილასონიამ,ფოთის ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სახელმწიფომ 13 მილიონი ლარი გამოყო, 2013-14 წლებში ,ალთაყვის ზოლის კეთილმოწყობის მიზნით.
