პოლიტიკური მარკეტინგი საქართველოში

საქართველოში 2016 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლა  სამმა პარტიამ შეძლო.   ქართულმა ოცნებამ ხმათა 48,67 % დააგროვა, ნაციონალურმა მოძრაობამ 27,11%, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 5,01%. დანარჩენი ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდა.

 

საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური რეკლამა ამომრჩევლებთან კომუნიკაციის  ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე ეფექტური  გზაა, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ მოღვაწეს სასურველი პოსტის დაკავებაში. კვლევებით დასტურდება, რომ პოლიტიკურ რეკლამას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ამომრჩევლის გადაწყვეტლებაზე და შესაბამისად, არჩევნების შედეგებზეც. ეს კარგად იციან საქართველოშიც, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური რეკლამები გვხვდება ყველგან ვირტუალურ სივრცეებსა თუ ტელევიზიებში, ქუჩებში, ხეებზე, ბილბორდებზე, მეტროსა თუ ვტობუსებში. საინტერესოა რა თანხებს ხარჯავენ პარტიები წინასაარჩევნო რეკლამებზე და რამდენად შეესაბამება ქართული რეალობა იმ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური რეკლამისათვის გაღებული ხარჯები მხარდამჭერთა რაოდენობის პირდაპირპროპოციულია.  

 

2016 წლის მონაცემებით  ქართულმა ოცნებამ მთლიანი შემოსავლის 47,7 % სწორედ სარეკლამო ხარჯებს მოახმარა , რაც მოიცავდა როგორც სატელევიზიო, ბეჭდურ , ინტერნეტ რეკლამებს, აგრეთვე  გარე რეკლამებს, ბრენდირებულ აქსესუარებს და სხვა სარეკლამო დანახარჯებს. ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური რეკლამებისთვის თავისი შემოსავლების დაახლოებით 25% დახარჯა, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა 40%

მონაცემები ცხადყოფენ, რომ  ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი თანხა დახარჯა პოლიტიკურ რეკლამაში, შესაბამისად ყველაზე მეტი მანდატის მოპოვებაც შეძლო  საკანონმდებლო ორგანოში . საინტერესოა ის ფაქტი, რომ მართალია პატრიოტთა ალიანსი მესამე ადგილზე გასული პარტიაა, თუმცა მან მეორე ადგილზე გასულ ნაციონალურ მოძრაობაზე გაცილებით მეტი დახარჯა პოლიტიკური რეკლამებისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მართალია ქართულ პოლიტიკურ ველში პოლიტიკური რეკლამა წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა რეკლამისათვის გაღებული რესურსების რაოდენობა არ აღმოჩნდა ამომრჩეველთა ხმების მიღების 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ