ფიზიკური შრომა არდადეგების ნაცვლად

 

17 წლის სანდრო ნარსია ხობის რაიონის სოფელ ხე­თაში ცხოვრობს. მე-12­ კლასის მოსწავლე სწავლას მშვენივრად უთავსებს საქმეს და  კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნავს.  მომავალმა გარემოს დამცველმა 2015 წელს საკუთარი სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც კოლხური ბზის 200 ტოტი დააკალმა და 1 300 მარცვალი დათესა .მართალია ყველა ვერ გაახარა, მაგრამ საყვარელ საქმეს სიამოვნებით აგრძელებს. მას მცენარეების მოვლა ბავშვობიდან ყვარებია. სანდრო იხსენებს, რომ 2015 წლის ივლისში სკოლიდან მის თანატოლებთან ერთად ურთის მთაზე ბზის  თესლის შესაგროვებლად წავიდა, რომელიც სკოლაში დათესეს .მისივე თქმით,  დააკალმეს  რამდენიმე ათული ტოტი.დასაკალმებლად კი საკუთარ ეზოში არსებული უძველესი კოლხური ბზის ბუჩქები გამოიყენა. იმ პერიოდში საქართველოს მასშტაბით, ბზის კორომების დიდი ნაწილი განადგურდა,ამიტომ გდაწყვიტა პატარა სანერგე სახლში მოეწყო და მისი წვლილი შეეტანა ბზის გადარჩენაში. ამბობს, რომ ბზის სანერგე მეურნეობას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება, ამიტომ ზაფხულის არდადეგები საკუთარ მეურნეობაში გაატარა. წუხს, რომ ბზას სხვადასხვა დაავადება უჩნდება, რის გამოც უმრავლესობა ვერ დაფესვიანდა. სანრდო აბიტურიენტია და რეპეტიტორებთან ემზადება. მაშინ, როცა სამეცადინოდ  უწევს წასვლა, მეურნეობას ბებო უვლის. ახლა სანდრო ბზის მარცვლების დასთესად ემზადება. იგი 1500-მდე მარცვლის ჩაყრას გეგმავს, დაფესვიანების შემდეგ ნაწილს გაყიდის, ნაწილს ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცემს. 

სანდრო ნარსია

 

17 წლის ცოტნე ძაგანია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში და-ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ისიც სწავლას მშვენივრად უთავსებს საქმეს.ოჯახის შემოსავალი ძალიან მწირია, ამიტომ მას მუშაობა უწვს, რათა  მისთვის საჭირო ნივთები შეიძინოს და ოჯახს არსებული მდგომარეობა შეუმსუბუქოს. ცოტნემ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ზაფხულის არდადეგები შრომაში გაატარა. იგი ტყეში წამლისთვის საჭირო მცენარის ბოლქვებს აგროვებდა, აბარებდა და შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. აღნიშნული საქმის დასრულების შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა, სადაც თხილს აგროვებდა. აბობს, რომ ძალიან რთული იყო იქ მუშაობა,მაგრამ ახალი სასწავლო წლისთვის შესაბამისად უნდა მომზადებულიიყო, რისთვისაც გარკვეული თანხა სჭირდებოდა. თავისუფალ დროს მშობლებს საოჯახო საქმეებშიც ეხმარება. 

 

საქართველოს კანონმდებლობით არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე,მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად იკრძალება.ასევე მკაცრად არის გაწერილი არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობაც.პედიატრ  გოჩა ცხვარაძის თქმით, მოზარდისთვის მუშაობა 16 წლიდანაა ნებადართული, მაგრამ   გარკვეული შეზღუდბვებიც არის. მისივე განცხადებით, შრომა ადამინაისთვის ნებისმიერი  ასაკიდან საჭიროა, მაგრამ მძიმე-ფიზიკური დატვირთვა ბავშვისთვის არ შეიძლება, რადგან მის ზრდა-განვითარებას აფერხებს.როგორც ის ამბობს,  დაღლილი ბაშვი სკოლაშიც ვერ იმაცადინებს და სწავლასაც ჩამორჩება,  რაც  მისი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა, ამიტომ ის სკოლაში დასვენებული უნდა მიდიოდეს.ცხვარაძის განცხადებით,  მშობლები ცდილობენ ბავშვები სპორტით დააკავონ, მაგრამ  ვარჯიშის დროს  ისეთი ელემენტები  უნდა იქნეს  გამოყენებული, რაც მას მძიმე ფიზიკურ დაღლამდე არ მიიყვანს.თუ ბავშვი არაფერს არ აკეთებს და მხოლოდ კომპიუტერთან ზის ესეც იგივე ცუდ შედეგს მოუტანს,ფიზიკური განვითარების მხროვ, ისე როგორც მძიმე ფიზიკური შრომა.  

პედიატრი

 

ფოთის სასულიერო გიმნაზიის დირექტორის ზაზა ჭანტურიას თქმით, განათლების სისტემის წინაშე დგას  ამოცანა, თუ  რისთვის ვამზადებთ  ბავშვს? ფინური სისტემის მხედვით სკოლა ამზადებს ბავშვს ან გამოცდებისთვის ან ცხოვრებისთვის , ფინელები ფიქრობენ, რომ ბავშვი მოამზადო ცხოვრებისთვის , შესაბამისად განუვითარო უნარები,რაც მას დამოუკიდებლად ცხოვრებაში გამოადგება.მისივე თქმით, სკოლა უნდა ასწავლიდეს  ბავშვს საკუთარი პოტენციალის,  უნარების განვითერებას და გამოყენებას ცხოვრებაში.ზაზა ჭანტურიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ბავშვი სწავლის პარალელურად ახერხებს მუშაობას მაგრამ ეს გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. თუ ბავშვი დაკავდება შრომით ეს განუვითარებს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებს. 

 სანდრო და ცოტნე,ცდილობენ გამონახონ დრო , ეზოში გავიდნენ და საქმეები აკეთონ. ყველაფერს შრომა ურჩევნიათ,მაგრამ როგორც ამბობენ, მშრომელ ადამიანს განათლება სჭირდება.მათი მიზანია   იშრომონ, ისწავლონ და წარმატებულები გახდნენ, იმისთვის, რომ საკუთარ თავს თავად უპატრონონ და საზოგადოებაში  ადგილი დაიმკვიდრონ. 

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ