პირბადეებით მოცული სამარშუტო ტაქსები

Covid-19-მა ჩვენი ყოველდღიური რეალობა შეცვალა. ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ თუ როგორ იცხოვრონ ვირუსთან ერთათ. ცვლილებები შეეხო ქვეყანაში არსებულ ყველა სისტემას, მათ შორის, ტრანსპორტს. ახალი რეგულაციები, პირბადეები და შემცირებული მგზავრთა რაოდენობა, ასეთია სამარშუტო ტაქსებში არსებული დღევანდელი ვითარება. საზოგადოება ცდილობს შეეგუოს ცვლილებებს, თუმცა  უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს. ვეცადეთ, ჩვენი თვალით დანახული პოსტ-პანდემიური სიტუაცია წარმოგვეჩინა.  

 

Covid-19-ის პანდემიის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა სიტუაცია. სამარშუტო ტაქსების მძღოლები უკმაყოფილო არიან შექმნილი ვითარებით. მათი თქმით, პანდემიამ შეამცირა შემოსავალი და გაართულა ყოლედღიურობა. როგორც სამარშუტო ტაქსის მძღოლები ჩვენთან საუბარისას ამბობენ, მათ განსაკუთრებით უძნელდებათ მთელი დღის განმავლობაში პირბადით მუშაობა, ამ და სხვა პრობლემას საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი რეგულაცია ემატება, რომლის მიხედვითაც სამარშუტო ტაქსებში აკრძალულია სავენტილაციო სისტემის ჩართვა.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ