ომის ბავშვები

ყველაფერი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში, რამდენიმე თინეიჯერის დაპატიმრებისა და წამების შემდეგ, პრო-დემოკრატიული პროტესტი გაღვივდა. მათ სკოლის კედლებზე ანტისახელისუფლო, რევოლუციური ლოზუნგები დაწერეს, რის შემდეგაც დაკავებულებს ციხეში სასტიკად სცემეს, პასუხად კი ადგილობრივებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს

რა თქმა უნდა, 2011 წლის მარტში არ არის სირიის კონფლიქტის თავდაპირველი სათავე, თუმცა ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სიირის მომავალზე და დღესდღეისობით უფრო რთული ხდება ქვეყანაში მშვიდობის დამყარება. სანამ ეს მოხდებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე, ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფები ძლიერდებოდნენ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფრაგმენტულად თავს იჩენდა დაპირისპირების პირველი ნიშნები, 2011 წელს კი, ეს ყველაფერი ფართომასშტაბიან, მრავალმხრივ კონფლიქტში გადაიზარდა, სადაც სულ უფრო რთული ხდება მტყუან-მართლის გარჩევა.

სირიის ომი ვრცელი თემაა, ამიტომ, მინდა გიამბოთ ბავშვებზე, რომლებიც ამ ომში ყველაზე დაუცველები არიან და მოვლენებზე, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

წყარო: kurdistan24
წყარო: united nations human rights
ალეპო

2016  წელს ბაშარ ალ ასადის არმიამ, რუსეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო, ამბოხებულებისგან გაათავისუფლა. რამდენიმეთვიანი ალყისა და ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ქალაქში სრულად განადგურდა საავადმყოფოები, სკოლები, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ დაბომბვის შედეგად ყველაზე მეტად ქალები და ბავშვები დაზარალდნენ. დაბომბვიდან რამდენიმე დღის შედეგად გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის სამხედროები ალეპოში განურჩევლად კლავენ ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ ამბოხებულებთან. მას შემდეგ რაც რუსეთის  სახელმწიფოს კონკრეტული ბრალდებები წაუყენეს,გაეროში, რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციები უნდა გადამოწმდეს, რადგან ხშირად, ბავშვებს მტვერს აყრიან, რათა ისინი დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ. ამ განცხადებას მსოფლიოში  მწვავე შეფასებები მოჰყვა.

 ამის პარალელურად ინტერნეტში სწრაფად  გავრცელდა 5 წლის სირიელი ომრან დაქნეშის ვიდეო, რომელშიც  საავადმყოფოს მანქანაში მტვერით დაფარული, დაშავებული და დაბნეული ზის. ეს კადრი ალეპოს დაბომბვიის და სირიის ომის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. დაბომბვიდან ერთი წლის  შემდეგ   სახელისუფლებო ტელევიზიამ კვლავ გამოაჩინა ბავშვი, კადრებში ჩანს, რომ  ბავშვი კარგად გამოიყურება.  საზოგადოების ნაწილმა მისი გამოჩენა, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი პიარ-კამპანიის ნაწილად მიიჩნევა. The New York Times-ის ინფორმაციით, ომარ დაქნეშის ოჯახი მედიასთან ურთიერთობისგან აქამდე თავს იკავებდა.

ჩვენი დროის ანა ფრანკი

ანა ფრანიკის დღიური მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა და განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. ამბავი ებრაელ გოგონაზე და მის ოჯახზე, რომლებიც ნაციტებს ემალებოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ამ დრღიურის დაწერიდან 70 წელზე მეტი გავიდა. სირიის ომს  მისი დროის ანა ფრანკი ჰყავს.მსოფლიო მის ისტორიას ტვიტერიდან  კითხულობს. 2016 წელს, ალეპოდან, 7 წლის ბანა ალაბედი მსოფლიოს ალეპოში მიმდინარე მოვლენებზე უყვება.  7 წლის სირიელი გოგო, მალალა იუსაფზაიმ ანა ფრანკს შეადარა.

გარკვეული დროის შემდეგ, გოგონას და მის ოჯახს ალეპოს დატოვება მოუწიათ. ისინი თურქეთში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ვიდეოში, რომელიც ევაკუაციის შემდეგ თურქმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს, ფატიმა(ბანა ალაბედის დედა) ყველას მადლობას უხდის.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა. მე ბედნიერი ვარ, რადგან შევძელი ალეპოს ბავშვების ისტორიის მსოფლიოს ყურამდე მიტანა, მაგრამ უბედური ვარ, რადგან იქ ჩემი სული დავტოვე. მე ჩემი შვილებისთვის კარგი მომავალი მინდოდა, მაგრამ მათ გვაიძულეს ჩვენი ქვეყანა დაგვეტოვებინა."

ბანა კვლავ განაგრძობს ტვიტერზე აქტიურობას და მსოფლიოს მის ქვეყანაზე საინტერესო ამბებს უყვება.

ამ ბავშვებს არ აქვთ ყველაზე მთავარი- მშვიდობა.სირიაში არიან ბავშვები, რომლებიც ომთან ერთად ცხოვრობენ. მათ არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები. ვერ ახერხებენ,  განათლების მიღებას. პატარა გოგოებს იძულებით ათხოვებენ, ხოლო ბიჭები  მიჰყავთ სხვადასხვა  შეიარაღებულ დაჯგუფებებში. ისინი მომავლის იმედით ცხოვრობენ, იმედი აქვთ, რომ მშვიდობიანი სახელმწიფოში იქნებიან, სურთ, ისეთივე ბავშვობა, როგორის მსოფლიოს ცივილურ ქვეყნებშია.ისინი ომში გაზრდილი ბავშვები არიან, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რისთვის იხდიან ამ საფასურს.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ