იმის განსაზღვრა რთულია, თუ საიდან და როდის დაიწყო ოჯახში ძალადობის ისტორია, ვინაიდან ეს ფენომენი ყველა თაობას და ერს ახასიათებს, თუმცა გარკვეულ ეტაპზე, დღეს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ეს კანონითაც კი იყო დაშვებული. 1895 წლამდე ამერიკაში ქალს იმის უფლებაც კი არ ჰქონდა გაყროდა ქმარს ძალადობის საფუძველზე. ოჯახში ძალადობა რომ უდიდესი პრობლემაა ამის დასტურია მსოფლიო სტატისტიკური მონაცემები: ყოველწლიურად ამერიკაში 2-3 მილიონი ქლი ხდება ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი პარტნიორის მხრიდან; ორჯერ მეტი ქალი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საკუთარი მეუღლის, ვიდრე უცხოს მხრიდან; ოთხი ქალიდან ერთი მაინც ყოფილა რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლი თავისი ცხოვრების განმავლობაში. 2 „ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხ ორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია: 1. ეჭვიანობა 2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა 3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ - სცემოს ცოლი 4. ალკოჰოლური მდგომარეობა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ“ 3 ოჯახში ძალადობის შესახებ მრავალი კვლევა ტარდება მსოფლიო მასშტაბით.საქართველოში ოჯახში ძალადობის კვლევები აქმდე მხოლოდ მცირე მასშტაბით ტარდებოდა და ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 5-31%-მდე მერყეობდა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით 1999 - 2005 წლებში განხორციელდა 2 კვლევა საქართველოს მასშტაბით და ორივე კვლევაში ქალთა 20%-ზე ნაკლებმა აღიარა სიტყვიერი ძალადობის ფაქტები ახლანდელი ან წინა პარტნიორის მხრიდან, 5%-ს კი განცდილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2% საუბრობდა სქესობრივ ძალადობაზე. „ კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტაციების ქსელის“ მონაცემებით 2005 წელს ქვეყნის მასშტაბით 1000 გამოკითხული ქალიდან 22,2% მეუღლის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი სულ მცირე ერთხელ ყოფილა. „ სახლი“-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ოჯახური პრობლემების კონფლიქტებისა და ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზად ეკონომიკური სირთულეები, უმუშევრობა სახელდება. იგი ოჯახის წევრთა (ძირითადად მამაკაცთა) ოჯახური ფუნქციების შესრულებას აფერხებს და თავის მხრივ, ურთიერთობების გართულებას ედება საფუძვლად. ამავე კვლევების თანახმად, კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნებას განაპირობებს საზოგადოებაში არსებული ნორმატული შეხედულება ოჯახის ქონის აუცილებლობაზე, გარდა ამისა, „სახლი“-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახში ძალადობის სუბიექტად მამაკაცი, ხოლო ყველაზე კონფლიქტურ წყვილად პირველ რიგში რძალ-დედამთილი, შემდეგ ცოლ-ქმარი და მერე სიძე-სიდედრია აღიარებული 4 ოჯახში ძალადობის კაუზალობის თეორიები ძალადობის ფენომენს ორი პოზიციიდან ხსნიან - მოძალადის პიროვნული თვისებებიდან, რაც მოიცავს როგორც ბიოლოგიურ ისე ფსიქოლოგიურ ასპექტებს და გარემო პირობებიდან გამომდინარე გამოწვეული ოჯახში ძალადობა. ამ კვლევაში მე გამოვიყენებ 2009 წლის ოჯახში ძალადობის ეროვნული კვლევის5 , როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ მონაცემებს და შევეცდები ვეძიო ოჯახში ძალადობის დასახელებული მიზეზები და გამოვარკვიო რომელი პოზიცია უფრო სჭარბობს - ოჯახში ძალადობა, როგორც პიროვნების პრობლემა, თუ გარემო, როგორც ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელი. მეთოდი რაოდენობრივი კვლევის ძირითადი ამოცანა იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქში, ქალაქებსა და სოფლის დასახლებებში. თვისობრივი კვლევის მეთოდის მიზანი იყო სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კონკრეტულ გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე, ასევე ოჯახური ძალადობის შესახებ, სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულებების და აღქმის შესწავლა. საერთო ეროვნული კვლევის სამიზნე ჯგუფს შედაგენდა 15-49 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალები (რაოდენობრივი კვლევა).2621 ქალი შეირჩა ეგრეთწოდებული „კიშის“6 მეთოდით, რაც გულისხმობს ერთი ქალის გამოკითხვას ერთი ოჯახიდან. საბოლოოდ 2391 ქალთან ჩატარდა ინტერვიუ, საველე სამუშაოები 2009 წლის გაზაფხულ- ზაფხულზე. თვისებრივი კვლევა შეეხო შედეგ ძირითად საკითხებს: ძალადობის ცნების შესახებ ქალთა და მამაკცთა შეხედულებები, საქართველოში გენდერული ძალადობის პირადი, ინსტიტუციური და კულტურული თავისებურებების და გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის თავისებურებების დადგენას. თვისებრივი კვლევის მასალებიდან, ამ კვლევაში გამოვიყენებ ჩაღრმავებული ინტერვიუების ტრანსკრიფტებს. სულ ჩატარდა 26 ინტერვიუ აქედან: 10 იყო თავშესაფარში მცხოვრები/ არ მცხოვრები მსხვერპლი ქალი, 6 იძულებით გადაადგილებული ქალი, 5 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, 5 სოფელში მცხოვრები აქტივისტი ქალი, რომლებიც ოჯახური ძალადობის საკითხზე მუშაობენ. ჩემი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე თვისობრივი მასალის ტრანსკრიფტებიდან დავამუშავებ იმ ნაწილს, სადაც საუბარია ოჯახში ძალადობის მიზეზებზე. გამოვყობ ყველა იმ ტენდენციას რაც გამოიკვეთება კვლევაში, შემდგომ თითოეულ ჯგუფში შევეცდები გამოვარკვიო ძირითადი პოზიცია, მომდევნო ეტაპზე შევადარებ ერთმანეთს ჯგუფების ძირითად პოზიციებს და საბოლოოდ გავაკეთებ დასკვნას კვლევაში რომელი პოზიცია უფრო სჭარბობს, ოჯახში ძალადობა, როგორც პიროვნების პრობლემა, თუ გარემო, როგორც ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელი. მონაცემთა ანალიზი ვისი ბრალია ძალადობა? მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორც ძალადობის მიზეზი. ერთ-ერთი პოზიცია, რაც გამოიკვეთა რესპონდენტთა ტრანსკრიფტებიდან არის მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორც ძალადობის მიზეზი. „ალბათ ეს იმის ბრალია, რომ მოძალადე არის ეგოისტი და არ განიცდის იმას, რასაც უკეთებს მეორე ადამიანს.“( თავშესაფარში არმცხოვრები მსხვერპლი ქალი) „ასე მოქცევა მხოლოდ ველურ ადამიანს შეუძლია. ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცევა.“ ( ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალი) მესამე პირი როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა რესპონდენტმა დაასახელა ოჯახის სხვა წევრი როგორც პარტნიორთან უთანხმოების მიზეზი, მაგრამ აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ რესპონდენტების უმრავლესობა დედამთილს ასახელებს ძალადობის მაპროვოცირებლად: „ჩემს შემთხვევაში კონკრეტული მიზეზი იყო ჩემი ქმრის ოჯახის წევრების საქციელი, ისინი აღიზიანებდნენ ჩემს ქმარს.მამამთილი უფრო ნაკლებად, ძირითადად დედამთილი მოქმედებდა ჩემს ქმარზე.“(თავშესაფარში არ მცხოვრები მსხვერპლი) რესპონდენტებში გამოიკვეთა სხვაზე გადაბრალების ტენდენცია და ისინი ამის გამო ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანს ასახელებენ ძალადობის გამომწვევ მიზეზად: - ojaxSi xom met dros atarebs adamiani da is rodesac Semodis gardan raRacaze daTrgunuli da gaRizianebuli, iman SeiZleba ojaxis wevrze amoanTxios is agresia, rac aqvs dagrovili, ise rom 6 SeiZleba sul ar iyos damnaSave is adamiani, viszedac Zaladobs im momentSi, SeiZleba sxva iyos damnaSave da imaze gaRizianebulma ojaxis wevrs eCxubos, aseTic gadamitania me piradad. მსხვერპლი როგორც ძალადობის მიზეზი. თავშესაფარში არმცხოვრებ რესპონდენტთა ერთადერთ ტრანსკრიფტში იკითხება მსხვერპლის მიერ საკუთარი თავის დადანაშაულება გარკვეულ შემთხვევაში ძალადობის გამომწვევ მიზეზად: „bevrjer davfiqrebulvar amaze, Tundac Cems ZmasTan dakavSirebiT, bevrjer me miveci Cems Zmas niadagi Zaladobis“ რისი ბრალია ძალადობა? ქალის სისუსტე და დაუცველობა როგორც ძალადობის მიზეზი რესპონდენტების ტრანსკრიფტებში იკითხება ქალის დაუცველობა და სისუსტე, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი: „ეს ადამიანები ბოროტად იყენებენ თავის ძალას. ქალს არ აქვს იმის საშუალება, რომ დაიცვას თავი და ისინი სარგებლობენ ამით.“ „ qalebi arian sustebi, vidre kacebi, Zalian xSiria kacis mxridan Zaladoba, qali yovelTvis sustia. „ (თავშესაფარში არმცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალი) სოციალური პრობლემები როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი ზოგიერთმა რესპონდენტთაგანმა გარემო პირობები და განსაკუთრებით კი ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი დაასახელა ძალადობის გამომწვევ მიზეზად: „Zalian bevri mizezi SeiZleba iyos, magram pirveli mizezi albaT mainc socialuri problemebia ...amas daemata umuSevroba, Tundac is, rom saxelmwifos mxridan eseTi adamianebi gamoiyenes, moisroles nagavze. ar 7 ainteresebT misi aranairi ojaxuri mdgomareoba.( თავშესაფარში არმცხოვრები მსხვერპლი ქალი) ომის გამოცდილება, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი. ზოგიერთი რესპონდენტის ტრანსკრიფტებში გამოიკვეთა ომის გამოცდილება როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის გამოცდილებაში იგულისხმება აფხაზეთის ომი და არა აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომი, უფრო საინტერესო ის არის, რომ ახალი დევნილების მხრიდან ომის გამოცდილება არ დასახელებულა, როგორც ძალადობის მიზეზი: „ramdeni welia rac es xdeba, ukve afxazeTis omis mere fsiqika moeSala“ - ჩემი ქმარი არის აფხაზეთის ომის მონაწილე, ცხადია, ამ ომმაც იმოქმედა მასზე. ძმაც დაეღუპა ომში, საშინლად გაუფუჭდა ნერვები. და ის მოძალადის ფსიქიკა უფრო გაუმძაფრდა. ამას დაემთხვა ისიც, რომ სამსახური აღარ ქონდა, ეკონომიკური პრობლემებმაც იჩინა თავი. მოკლედ, ძალიან ბევრმა ფაქტორმა მოიყარა თავი. არასწორი აღზრდა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი ზოგიერთმა რესპონდენტმა ძალადობის მიზეზად მისი პარტნიორის ძალადობრივ გარემოში აღზრდა დაასახელა: - normalur ojaxSi Tu gaizarda bavSvi, is SemdgomSi ramem Tu ar SeuSala xeli, aseT rames ar Caidens. Tu jansaR garemoSi izrdeboda da Semdeg gaxda moZalade, amisTvis albaT bevri sxva mizezic unda arsebobdes. ( თავშესაფარში მცხოვრები მსხვერპლი) უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სხვა ჯგუფებში ძალადობის მიზეზად როდესაც აღზრდას ასახელებდნენ რესპონდენტები გულისხმობდნენ ოჯახში ძალადობრივ გარემოს, აღზრდაში არც ერთი ჯგუფი არ გულისხმობდა სხვა ინსტიტუციებს- სკოლას, საზოგადოებას და ა.შ აღზრდაში ასევე არ იგულისხმებოდა ფასეულობების გადაცემა. ერთადერთი აქტივისტების ჯგუფში გამოვლინდა არასწორი მენტალიტეტის და ცნობიერების როლი აღზრდის პროცესში, როგორც ძალადობის მიზეზი: 8 „Zaladobas axorcieleben albaთ imitom, rom aRzrdilebi ar arian kargad, mentalitetic, cnibiereba rom meti var qalze. ojaxSi zrdian ise rom is kacia, is marTalia da Sen unda gaCumde, unda mouTmino, is ufro kargia. es mentaliteti da cnobiereba muSaobs, mTeli cxovreba gasdevs, es xom qalisTvis sazianoa da TviTon mamakacisTisac sazianoa“ უსიყვარულობა, როგორც ძალადობის მიზეზი: როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა: - me albad ar vuyvardi da imitom. sul ambobda rom me sxva miyvardao. (თავშესაფარში მცხოვრები ქალი) ერთადერთმა რესპონდენტმა, თავშესაფარში არმცხოვრებთა ჯგუფში, სიძულვილი დაასახელა როგორც ძალადობის მიზეზი: - albaT siZulvili imis mxridan Cems mimarT, dRemde ver gaverkvie ratom ( თავშესაფარში არ მცხოვრები ქალი) ურთიერთგაუგებრობა როგორც ძალადობის მიზეზი დევნილი ქალების ჯგუფში დასახელდა წყვილებს შორის გაუგებრობა როგორც ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი: - albaT ufro urTierTgagebis naklebobis gamo. rodesac col-qmari, an Tundac ojaxis wevrebi erTmaneTs ver ugeben, sxvadasxvanairi Sexedulebebi aqvT erTi da igive rameze. SeiZleba iyos raRac mentaluri mouwesrigebloba.( დევნილი ქალი) სიმთვრალე და ნარკოტიკი როგორც ძალადობის გამომწვევი ფაქტორი: თავშასაფარში მცხოვრებ ქალებს შორის უფრო მეტად გამოვლინდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი, მაგრამ ეს ფაქტორები უფრო როგორც საბაბი ისეა განხილული, რადგან შემდგომ მოძალადის დახასიათებისას უფრო მეტად გარემოს, რომელში ოჯახი იგულისხმება და სოციალურ მპრობლემებს და ამით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებენ, ასევე ამ ჯგუფშიც ფიგურირებს დედამთილი: 9 - mizezs ver meubneboda cemis, iyo an kaifSi an mTvrali, ar iyo fsiqikurad gawonasworebuli, memuqreboda daniT, iaraRiT. (თავშესაფარში მცხოვრები მსხვერპლი ქალი) მიუხედავდა იმისა, რომ დევნილი ქალების ჯგუფშიც არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება და ძალადობის მიზეზად კვლავ ფსიქიკური პრობლემები გამოვლინდა ამ ჯგუფში უფრო მეტად გამოაშკარავდა მსხვერპლის დადანაშაულების ფენომენი. ამ ჯგუფში უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ ქალმა უნდა ბევრი რამ მოუთმინოს მეუღლეს და არ გამოიწვიოს ძალადობა. - bevr rameSi SeiZleba qalic daadanaSalo. me mgonia rom unda gaugo Sens meuRles ra ar siamovnebs, is ar unda gaakeTo da jobia ase ojaxi SeinarCuno. ეთნიკური უმცირესობის ქალების ჯგუფში გამოვლინდა ადრე გათხოვების ტრადიცია, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი თითქმის ყველა რესპონდენტი საუბრობს ამ საკითხზე. - აზერბაიჯანულ ოჯახებში ხშირია შემთხვევა, როდესაც გოგონას არ უნდა გათხოვება მასზე, ვისაც ოჯახი აყოლებს, მაგრამ მას ამის გაკეთებას აიძულებენ. აქტივისტ ქალების ჯგუფში პირველად გაიჟღერა ძალაუფლების საკითხმა, როგორც ძალადობის გამომწვევმა მიზეზმა, აქტივისტებმა დაასახელეს მამაკაცების მხრიდან ძალაუფლების მოპოვების მცდელობა, როგორც ძალადობის მიზეზი. -rogorc avRniSne Zaladoba aris gavlenis, Zalauflebis mopovebis mcdeloba meore adamianze, da rodesac azrTa sxvadasxvaobaa amaze, an aris ignori, xdeba konfliqti da konfliqti warmoSobs Zaladobas. erTi ibrZvis metad rom meores moaxvios Tavisi gavlena. es TavisTavad aris imis safuZveli rom moxdes Zaladoba. ასევე აქტივისტი ქალების ჯგუფში გაიჟღერა ეჭვიანობა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი: ZiriTadi mizezi Zaladobis aris kacis arasrulyofilebis SegrZneba da kidev eWvianoba. rodesac gareT gadixar ndobis faqtori ar gaaCniaT. საბოლოოდ დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ქალებს შორის არ არის ერთსულოვნება ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე ერთი და იგივე რესპონდენტი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს ძალადობის გამომწვევად, მაგრამ ძირითადი ტენდენცია მაინც ოჯახში არასწორი აღზრდით და ასევე მძიმე სოციალური ფონით შექმნილი მოძალადის ფსიქიკური მდგომარეობა და ამით გამოწვეული ძალადობა დასახელდა. თუმცა ზოგიერთ ჯგუფში მაინც გამოვლინდა 10 განსხვავებული პოზიციები- ეთნიკური უმცირესობის ქალები აქტიურად საუბრობენ ადრე გათხოვების პრაქტიკაზე და ამით გამოწვეულ ძალადობის ფაქტებზე, ასევე აქტივისტი ქალების ჯგუფშიც გამოვლინდა გარკვეული თავისებურებები ისინი საკითხს უფრო ფართო ჭრილით განიხილავენ და ზოგად შეფასებებს აკეთებენ. თუ თვისობრივ მონაცემებს შევადარებთ რაოდენობრივ მონაცემებს დავინახავთ გარკვეულ დამთხვევას, რაოდენობრივში, ისევე როგორც, თვისობრივ კვლევაში რესპონდენტთა 51,3% ძალადობის მიზეზად სიმთვრალეს ხოლო 25,6% ფინანსურ პრობლემებს, ქალების მიერ დასახელებულ სხვა მიზეზებს შორისაა ეჭვიანობა 21,9%, მამაკაცის უმუშევრობა 17,3%, ქალი უარს ამბობს სექსზე 11%, მონაცემთა ანალიზი როგორც უკვე ავღნიშნე, ოჯახში ძალადობის კაუზალობის თეორიები ორი პოზიციიდან ხსნიან ამ ფენომენს, მოძალადის პიროვნული თვისებებიდან, რომელიც მოიცავს, როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და მეორე პერსპექტივა - გარემო, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი. ანალიზისას გამოვლინდა არაერთგვაროვანი პოზიციები, ერთი და იგივე რესპონდენტი ხშირად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს ძალადობის მაპროვოცირებლად, თუმცა გარკვეული ტენდენცია მაინც გამოიკვეთა. ბიოლოგიური ფაქტორი, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი - ამ თეორიის მომხრენი სხვადასხვა ტრავმატულ და გენეტიკურ მიზეზებს ასახელებენ ძალადობის გამომწვევ ფაქტორებად (Harriette Johnson, 1996)7 , თუმცა ოჯახში ძალადობის კუთხით, უფრო მნიშვნელოვანია ნეოდარვინული თეორია(gene-based evolutionary theory) 8 . ამ თეორიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ პირველყოფილ საზოგადოებაში იყო ბრძოლა ქალებისათვის, რაც თანამედროვე სამყაროშიც გრძელდება განსხვავებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მამაკაცების ძალადობრივი ქცევა შინაგანი გენეტიკური იმპულსებით მომდინარეობს და აიხსნება ქალის სექსულობის კონტროლით, რათა მან სხვა მამაკაცი არ აირჩიოს პარტნიორად. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ეჭვიანობა, როგორც ძალადობის მიზეზი, რაც ამ კვლევაშიც გამოიკვეთა, თუმცა არა როგორც ძირითადი ტენდენცია. რაც შეეხება პიროვნული თვისებების მეორე ასპექტს, ფსიქოლოგიურ მხარეს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Dutton-მა. როგორც მისი ფსიქოლოგიური თეორია განსაზღვრავს, ბავშვობაში გნცდილი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრამვა იწვევს მოძალადის დაქვემდებარებულობის განცდას და თუ ის მოხვდა ისეთ გარმოშიც სადაც წახალისებულია ქალის მიმართ ძალადობრივი ქცევა ეს აისახება მის მიერ პარტნიორთან ძალადობრივ ურთიერთობებში.(Dutton and Golant,1995)9 ის, რომ არასარულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კაცი ძალადობს ქალზე და არა სხვაზე ეს აიხსნება ძალაუფლებრივი პირამიდით,როდესაც დისკრიმინირებული ძალადობს თავისზე სუსტზე და ეს კიბე გრძელდება იერარქიულად დაბალი საფეხურის მიმართულებით - კაცი ძალადობს ქალზე, ქალი ბავშვზე და ა.შ. ასევე ამ კვლევაშიც ირკვევა, რომ სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, მნიშვნელოვანი ტენდენციაა ძალადობის დასახელებულ მიზეზებში. როგორც ირკვევა გარკვეული გარემოებები განაპირობებს ოჯახში ძალადობას. ერთ-ერთი ასეთი გარემო პირობა არის ძალადობრივ ოჯახში აღზრდა, რასაც ხსნის ბანდურას სოცაილური დასწავლის (Bandura, 1977) და სოციალურ კოგნიტური თეორია(Bandura, 1986), რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობრივ ოჯახში გაზრდილი მეტად მოსალოდნელია, რომ თავად გახდეს მოძალადე მოზრდილ ასაკში, ანუ ძალადობრივ ოჯახს ახასითებს მულტიპლიკაციური ეფექტი და მოძალადის ოჯახში იზრდება მოძალადე. კვლევაში მონაწილე რესპონდენტებიც აქტიურად საუბრობენ ძალადობრივი ოჯახის როლზე, რაც მამაკაცებს აყალიბებს მოძალადე ფსიქოტიპად. რესპონდენტთა მხოლოდ ერთ, აქტივისტ ქალთა ჯგუფში, დასახელდა ძალაუფლების მოპოვება, როგორც ძალადობის მიზეზი. რაზეც ფემინისტი ავტორები საუბრობენ 1960-იანი წლებიდან. მათი აზრით არა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, არამედ პატრიარქალური საზოგადოებაა თავად ძალადობის მიზეზი - ის იერარქიული სისტემა, რაც შექმნილია საზოგადოების სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროში განსაზღვრავს მამაკაცის დომინანტურ და ქალის დაქვემდებარებულ პოზიციას, რაც ხდება ქალების მიმართ ძალადობის მიზეზი(Yllö, 1993). 10 რესპონდენტთა ამ ჯგუფში განსხვავებული პოზიცია ძალადობის მიზეზებთან დაკავშირებით შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეს ადამიანები მუშაობენ ძალადობის თემაზე და საკითხს უფრო ღრმად და პროფესიონალურად უყურებენ და ასახელებენ არა უფრო მიზეზებს, არამედ მოტივს, რაც სხვა მიზეზებსაც შეიძლება ედოს საფუძვლად. ძირითადი ტენდენცია რაც გამოიკვეთა ტრანსკრიფტებიდან არის ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოცილური და ეკონომიკური ფონი, რაც ხელს უშლის მამაკაცს შეასრულოს ტრადიციული ოჯხში შემომტანის ფუნქცია, რაც იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს და შემდგომ გამოიხატება ოჯახში ძალადობის სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბიოფსიქოსოციალური თეორია, რომელიც აერთიანეს ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტს და სამივე პერსპექტივიდან ხსნის ოჯახში ძალადობას.( Engel, 1977)11 ამ თეორიის მიხედვით, როდესაც პიროვნების სოციალური კონტექსტი, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მხარე და გარემო მთლიანად დატვირთულია ნეგატიური ფაქტორებით და არ ბალანსდება დადებითით, ასეთ შემთხვევეში, მეტად მოსალოდნელია,რომ ეს პიროვნება გახდეს მოძალადე. საბოლოოდ კვლევით კითხვაზე პასუხი, რა განაპირობებს ძალადობას, მოძალადოს პიროვნული თვისებები, თუ გარემო პირობები, როგორც ანალიზმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთსულოვნება და ერთი და იგივე რესპონდენტი ხშირად სხვადასხვა მიზეზსაც ასახელებს, ძალადობის მიზეზად უფრო ხშირად სახელდება გარემო პირობებით გამოწვეული მოძალადის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მთლიანად აღმოფხვრის ოჯახში ძალადობას, ვინაიდან ოჯახში ძალადობის პრობლემა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი აწუხებთ. ეს პრობლემა მრავალპლანიანი და რთული საკითხია, რაც მოითხოვს, როგორც ზედაპირული მიზეზების კვლევას, ასევე, უფრო ღრმა, მოტივების კვლევასაც
არასწორი აღზრდა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი ზოგიერთმა რესპონდენტმა ძალადობის მიზეზად მისი პარტნიორის ძალადობრივ გარემოში აღზრდა დაასახელა: - normalur ojaxSi Tu gaizarda bavSvi, is SemdgomSi ramem Tu ar SeuSala xeli, aseT rames ar Caidens. Tu jansaR garemoSi izrdeboda da Semdeg gaxda moZalade, amisTvis albaT bevri sxva mizezic unda arsebobdes. ( თავშესაფარში მცხოვრები მსხვერპლი) უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სხვა ჯგუფებში ძალადობის მიზეზად როდესაც აღზრდას ასახელებდნენ რესპონდენტები გულისხმობდნენ ოჯახში ძალადობრივ გარემოს, აღზრდაში არც ერთი ჯგუფი არ გულისხმობდა სხვა ინსტიტუციებს- სკოლას, საზოგადოებას და ა.შ აღზრდაში ასევე არ იგულისხმებოდა ფასეულობების გადაცემა. ერთადერთი აქტივისტების ჯგუფში გამოვლინდა არასწორი მენტალიტეტის და ცნობიერების როლი აღზრდის პროცესში, როგორც ძალადობის მიზეზი: 8 „Zaladobas axorcieleben albaთ imitom, rom aRzrdilebi ar arian kargad, mentalitetic, cnibiereba rom meti var qalze. ojaxSi zrdian ise rom is kacia, is marTalia da Sen unda gaCumde, unda mouTmino, is ufro kargia. es mentaliteti da cnobiereba muSaobs, mTeli cxovreba gasdevs, es xom qalisTvis sazianoa da TviTon mamakacisTisac sazianoa“ უსიყვარულობა, როგორც ძალადობის მიზეზი: როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა: - me albad ar vuyvardi da imitom. sul ambobda rom me sxva miyvardao. (თავშესაფარში მცხოვრები ქალი) ერთადერთმა რესპონდენტმა, თავშესაფარში არმცხოვრებთა ჯგუფში, სიძულვილი დაასახელა როგორც ძალადობის მიზეზი: - albaT siZulvili imis mxridan Cems mimarT, dRemde ver gaverkvie ratom ( თავშესაფარში არ მცხოვრები ქალი) ურთიერთგაუგებრობა როგორც ძალადობის მიზეზი დევნილი ქალების ჯგუფში დასახელდა წყვილებს შორის გაუგებრობა როგორც ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი: - albaT ufro urTierTgagebis naklebobis gamo. rodesac col-qmari, an Tundac ojaxis wevrebi erTmaneTs ver ugeben, sxvadasxvanairi Sexedulebebi aqvT erTi da igive rameze. SeiZleba iyos raRac mentaluri mouwesrigebloba.( დევნილი ქალი) სიმთვრალე და ნარკოტიკი როგორც ძალადობის გამომწვევი ფაქტორი: თავშასაფარში მცხოვრებ ქალებს შორის უფრო მეტად გამოვლინდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი, მაგრამ ეს ფაქტორები უფრო როგორც საბაბი ისეა განხილული, რადგან შემდგომ მოძალადის დახასიათებისას უფრო მეტად გარემოს, რომელში ოჯახი იგულისხმება და სოციალურ მპრობლემებს და ამით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებენ, ასევე ამ ჯგუფშიც ფიგურირებს დედამთილი: 9 - mizezs ver meubneboda cemis, iyo an kaifSi an mTvrali, ar iyo fsiqikurad gawonasworebuli, memuqreboda daniT, iaraRiT. (თავშესაფარში მცხოვრები მსხვერპლი ქალი) მიუხედავდა იმისა, რომ დევნილი ქალების ჯგუფშიც არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება და ძალადობის მიზეზად კვლავ ფსიქიკური პრობლემები გამოვლინდა ამ ჯგუფში უფრო მეტად გამოაშკარავდა მსხვერპლის დადანაშაულების ფენომენი. ამ ჯგუფში უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ ქალმა უნდა ბევრი რამ მოუთმინოს მეუღლეს და არ გამოიწვიოს ძალადობა. - bevr rameSi SeiZleba qalic daadanaSalo. me mgonia rom unda gaugo Sens meuRles ra ar siamovnebs, is ar unda gaakeTo da jobia ase ojaxi SeinarCuno. ეთნიკური უმცირესობის ქალების ჯგუფში გამოვლინდა ადრე გათხოვების ტრადიცია, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი თითქმის ყველა რესპონდენტი საუბრობს ამ საკითხზე. - აზერბაიჯანულ ოჯახებში ხშირია შემთხვევა, როდესაც გოგონას არ უნდა გათხოვება მასზე, ვისაც ოჯახი აყოლებს, მაგრამ მას ამის გაკეთებას აიძულებენ. აქტივისტ ქალების ჯგუფში პირველად გაიჟღერა ძალაუფლების საკითხმა, როგორც ძალადობის გამომწვევმა მიზეზმა, აქტივისტებმა დაასახელეს მამაკაცების მხრიდან ძალაუფლების მოპოვების მცდელობა, როგორც ძალადობის მიზეზი. -rogorc avRniSne Zaladoba aris gavlenis, Zalauflebis mopovebis mcdeloba meore adamianze, da rodesac azrTa sxvadasxvaobaa amaze, an aris ignori, xdeba konfliqti da konfliqti warmoSobs Zaladobas. erTi ibrZvis metad rom meores moaxvios Tavisi gavlena. es TavisTavad aris imis safuZveli rom moxdes Zaladoba. ასევე აქტივისტი ქალების ჯგუფში გაიჟღერა ეჭვიანობა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი: ZiriTadi mizezi Zaladobis aris kacis arasrulyofilebis SegrZneba da kidev eWvianoba. rodesac gareT gadixar ndobis faqtori ar gaaCniaT. საბოლოოდ დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ქალებს შორის არ არის ერთსულოვნება ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე ერთი და იგივე რესპონდენტი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს ძალადობის გამომწვევად, მაგრამ ძირითადი ტენდენცია მაინც ოჯახში არასწორი აღზრდით და ასევე მძიმე სოციალური ფონით შექმნილი მოძალადის ფსიქიკური მდგომარეობა და ამით გამოწვეული ძალადობა დასახელდა. თუმცა ზოგიერთ ჯგუფში მაინც გამოვლინდა 10 განსხვავებული პოზიციები- ეთნიკური უმცირესობის ქალები აქტიურად საუბრობენ ადრე გათხოვების პრაქტიკაზე და ამით გამოწვეულ ძალადობის ფაქტებზე, ასევე აქტივისტი ქალების ჯგუფშიც გამოვლინდა გარკვეული თავისებურებები ისინი საკითხს უფრო ფართო ჭრილით განიხილავენ და ზოგად შეფასებებს აკეთებენ. თუ თვისობრივ მონაცემებს შევადარებთ რაოდენობრივ მონაცემებს დავინახავთ გარკვეულ დამთხვევას, რაოდენობრივში, ისევე როგორც, თვისობრივ კვლევაში რესპონდენტთა 51,3% ძალადობის მიზეზად სიმთვრალეს ხოლო 25,6% ფინანსურ პრობლემებს, ქალების მიერ დასახელებულ სხვა მიზეზებს შორისაა ეჭვიანობა 21,9%, მამაკაცის უმუშევრობა 17,3%, ქალი უარს ამბობს სექსზე 11%, მონაცემთა ანალიზი როგორც უკვე ავღნიშნე, ოჯახში ძალადობის კაუზალობის თეორიები ორი პოზიციიდან ხსნიან ამ ფენომენს, მოძალადის პიროვნული თვისებებიდან, რომელიც მოიცავს, როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და მეორე პერსპექტივა - გარემო, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი. ანალიზისას გამოვლინდა არაერთგვაროვანი პოზიციები, ერთი და იგივე რესპონდენტი ხშირად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს ძალადობის მაპროვოცირებლად, თუმცა გარკვეული ტენდენცია მაინც გამოიკვეთა. ბიოლოგიური ფაქტორი, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი - ამ თეორიის მომხრენი სხვადასხვა ტრავმატულ და გენეტიკურ მიზეზებს ასახელებენ ძალადობის გამომწვევ ფაქტორებად (Harriette Johnson, 1996)7 , თუმცა ოჯახში ძალადობის კუთხით, უფრო მნიშვნელოვანია ნეოდარვინული თეორია(gene-based evolutionary theory) 8 . ამ თეორიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ პირველყოფილ საზოგადოებაში იყო ბრძოლა ქალებისათვის, რაც თანამედროვე სამყაროშიც გრძელდება განსხვავებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მამაკაცების ძალადობრივი ქცევა შინაგანი გენეტიკური იმპულსებით მომდინარეობს და აიხსნება ქალის სექსულობის კონტროლით, რათა მან სხვა მამაკაცი არ აირჩიოს პარტნიორად. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ეჭვიანობა, როგორც ძალადობის მიზეზი, რაც ამ კვლევაშიც გამოიკვეთა, თუმცა არა როგორც ძირითადი ტენდენცია. რაც შეეხება პიროვნული თვისებების მეორე ასპექტს, ფსიქოლოგიურ მხარეს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Dutton-მა. როგორც მისი ფსიქოლოგიური თეორია განსაზღვრავს, ბავშვობაში გნცდილი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრამვა იწვევს მოძალადის დაქვემდებარებულობის განცდას და თუ ის მოხვდა ისეთ გარმოშიც სადაც წახალისებულია ქალის მიმართ ძალადობრივი ქცევა ეს აისახება მის მიერ პარტნიორთან ძალადობრივ ურთიერთობებში.(Dutton and Golant,1995)9 ის, რომ არასარულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კაცი ძალადობს ქალზე და არა სხვაზე ეს აიხსნება ძალაუფლებრივი პირამიდით,როდესაც დისკრიმინირებული ძალადობს თავისზე სუსტზე და ეს კიბე გრძელდება იერარქიულად დაბალი საფეხურის მიმართულებით - კაცი ძალადობს ქალზე, ქალი ბავშვზე და ა.შ. ასევე ამ კვლევაშიც ირკვევა, რომ სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, მნიშვნელოვანი ტენდენციაა ძალადობის დასახელებულ მიზეზებში. როგორც ირკვევა გარკვეული გარემოებები განაპირობებს ოჯახში ძალადობას. ერთ-ერთი ასეთი გარემო პირობა არის ძალადობრივ ოჯახში აღზრდა, რასაც ხსნის ბანდურას სოცაილური დასწავლის (Bandura, 1977) და სოციალურ კოგნიტური თეორია(Bandura, 1986), რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობრივ ოჯახში გაზრდილი მეტად მოსალოდნელია, რომ თავად გახდეს მოძალადე მოზრდილ ასაკში, ანუ ძალადობრივ ოჯახს ახასითებს მულტიპლიკაციური ეფექტი და მოძალადის ოჯახში იზრდება მოძალადე. კვლევაში მონაწილე რესპონდენტებიც აქტიურად საუბრობენ ძალადობრივი ოჯახის როლზე, რაც მამაკაცებს აყალიბებს მოძალადე ფსიქოტიპად. რესპონდენტთა მხოლოდ ერთ, აქტივისტ ქალთა ჯგუფში, დასახელდა ძალაუფლების მოპოვება, როგორც ძალადობის მიზეზი. რაზეც ფემინისტი ავტორები საუბრობენ 1960-იანი წლებიდან. მათი აზრით არა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, არამედ პატრიარქალური საზოგადოებაა თავად ძალადობის მიზეზი - ის იერარქიული სისტემა, რაც შექმნილია საზოგადოების სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროში განსაზღვრავს მამაკაცის დომინანტურ და ქალის დაქვემდებარებულ პოზიციას, რაც ხდება ქალების მიმართ ძალადობის მიზეზი(Yllö, 1993). 10 რესპონდენტთა ამ ჯგუფში განსხვავებული პოზიცია ძალადობის მიზეზებთან დაკავშირებით შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეს ადამიანები მუშაობენ ძალადობის თემაზე და საკითხს უფრო ღრმად და პროფესიონალურად უყურებენ და ასახელებენ არა უფრო მიზეზებს, არამედ მოტივს, რაც სხვა მიზეზებსაც შეიძლება ედოს საფუძვლად. ძირითადი ტენდენცია რაც გამოიკვეთა ტრანსკრიფტებიდან არის ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოცილური და ეკონომიკური ფონი, რაც ხელს უშლის მამაკაცს შეასრულოს ტრადიციული ოჯხში შემომტანის ფუნქცია, რაც იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს და შემდგომ გამოიხატება ოჯახში ძალადობის სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბიოფსიქოსოციალური თეორია, რომელიც აერთიანეს ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტს და სამივე პერსპექტივიდან ხსნის ოჯახში ძალადობას.( Engel, 1977)11 ამ თეორიის მიხედვით, როდესაც პიროვნების სოციალური კონტექსტი, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მხარე და გარემო მთლიანად დატვირთულია ნეგატიური ფაქტორებით და არ ბალანსდება დადებითით, ასეთ შემთხვევეში, მეტად მოსალოდნელია,რომ ეს პიროვნება გახდეს მოძალადე. საბოლოოდ კვლევით კითხვაზე პასუხი, რა განაპირობებს ძალადობას, მოძალადოს პიროვნული თვისებები, თუ გარემო პირობები, როგორც ანალიზმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთსულოვნება და ერთი და იგივე რესპონდენტი ხშირად სხვადასხვა მიზეზსაც ასახელებს, ძალადობის მიზეზად უფრო ხშირად სახელდება გარემო პირობებით გამოწვეული მოძალადის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მთლიანად აღმოფხვრის ოჯახში ძალადობას, ვინაიდან ოჯახში ძალადობის პრობლემა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი აწუხებთ. ეს პრობლემა მრავალპლანიანი და რთული საკითხია, რაც მოითხოვს, როგორც ზედაპირული მიზეზების კვლევას, ასევე, უფრო ღრმა, მოტივების კვლევასაც
