ოღასყურა

მდონარე ორასყურა ქუთაისის დასავლეთ ნაწილს ორ ნაწილდა. ჰქოფს. ის სათავეს სათაფლიის მღვიმიდან იღებს და მდინარე გუბისწყალს უერთდება.

 

ერთი შეხედვით პატარა, მშვიდი მდინარე არც თუ ისე უწყინარია. ქუთაისში კარგად ახსოვთ მდინარის ადიდების, წყამოვარდნის შემთხვევები. 

 

მდინარის კალაპოტი დროთა განმავლობაში დავიწროვდა. ამას ხელი მიდებარე ტორიტორიებზე მშნებლობებთან ერთად მოსახლეობამაც "შეუწყო". 

მდინარე დღეს ნაგავსაყრელის ფუნქციას ითავსებს, რომელშიც საყოფაცხოვრებლო და სამშნებელო ნარჩენების ჩაყრას არავინ ერიდება. 

მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა
მდინარე ოღასყურა - ბუხაიძის ქუჩა

მდინარე რომ დაბინძურებულია ეს კარგად იციან ადგილობრივებმა. ისიც იციან, რომ მას თავიანთი თანამოქალაქეები აბინძურებენ. 

 

კლარა ნიჟარაძე ბუხაიძის ქუცაზე ცხოვრობს და ახსოვს შემთხვევები, როდესაც ორასყურას წყალმოვარდნამ მისი ბინის სარდაფი დატბორა. 

კლარა ნიჟარაძე

მდინარის კალაპოტები ქალაქის ცენტრში გაუთიბავი და მოუწესრიგებელია. ბუხაიძის ქუჩის შიდა ნაწილის ნახვისას ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ქალაქის ქუჩაა.

 კლარა ნიჟარაძე ამბობს, რომ დასუფთავების მოთხვნით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, თუმცა  საკიტხით არავინ დაინტერესებულა. 

კლარა ნიჟარაძე

მაია ჯინჭარაძეც ბუხაიძის ქუჩაზე ცხვრობს. ამბობს, რომ ადიდების დროს უამრავი ნაგავი მოჰყვება. გაუწმენდავ კალაპოტში ზაფხულში ქვეწარმავლები ჩნდება. 

 

მაია ჯინჭარაძე

მაია მდინარის არხის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობს.იმედოვნებს რომ პრობლემას ადგილობრვ თვითმართველობაში გადაჭრიან.

კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე მდინარის დაბიძურებაში  ამბობს , რომ ამაზე ზუსტი პასხუხი არ აქვს და  არასოდეს შეუნიშნავს ვინ აბინძურებს მდინარეს.  

მაია ჯინჭარაძე

მდინარის დინებას ბუხაიძის ქუჩიდან ავტოქარხნის დასახლებისკენ მივყავართ. სიტუაცია ბუხაიძის ქუჩისგან დიდად არც აქ განსხვავდება. ზოგან ნარჩენებს ნაკლებად ვხვდებით, სამაგიეროდ წყალი მღვრიე და ბინძურია. 

 

მდინარე ოღასყურა - ავტოქარხნის დასახლება
მდინარე ოღასყურა - ავტოქარხნის დასახლება
მდინარე ოღასყურა - ავტოქარხნის დასახლება
მდინარე ოღასყურა - ავტოქარხნის დასახლება
მდინარე ოღასყურა - ავტოქარხნის დასახლება

ეკოლოგი მაკა ხეცურიანი მდინარე ორასყრას თავისებეურებებზე საუბრობს. ამბობს, რომ ვიწრო არხში მოქცეული და დაბიძურებული მდინარე განსაკუთრებულად საშიშია და რომ ის არა წყლადიდობით, არამედ წყამოვარდნით ხასიტადება. ამიტომ ერთი შეხედვით რუსავით პატარა და უწყინარი მდინარე მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. 

 

მაკა ხეცურიანი - ეკოლოგი

მდინარისაგან მომდინარე საფრთხის გაზრდას ხელს მასში ჩაყრილი ნარჩენები უწყობს. სტასტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება.

სწორედ ამგვარი ნარჩენებით აქტიურად "მარაგდება" ორასყურა.  მდინარის დანიძნურებას რიგით მოქალაქეებთან ერთად საწარმოებიც არ ერიდებიან. 

მაკა ხეცურიანი - ეკოლოგი

 ეკოლოგი მაკა ხეცურიანი ამბობს, რომ მდინარის დასუფთავების აქცია სტუდენტების, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით პერიოდულად ეწყობა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

 მისი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია კანონოს გაკმაცრება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რომ ნარჩენები ურნამდე მივიდეს და არა მდინარის კალაპტში. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები  შესაძლოა  სავალალო იყოს. 

მაკა ხეცურიანი - ეკოლოგი

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეცილურ სერვისებში" ამბობენ, რომ მდინარე ოღასყურას გაწმენდითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და პერიოდულად იწმინდება. მასალში ნაჩვენები ადგილებიც, "სპეცილური სერვისები" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი მჟავანაძის თქმით, დაახლოებით 1 თვის წინ გაიწმინდა. 

 

"დაახლოებით ერთი თვე არ იქნება გასული რაც დავასუფთავეთ. წლებია მდინარის კალაპოტი არ გაწმენდილა. ვწმენდთ ლოკლურ ადგილკებს, სადაც შეიძლება იყოს ჩახერგილი. გავწმინდეთ როგორც ბუხაიძის მონაკვეთი, ისე ავტოქარხანაში მთავარი ხეობა, ქალაქიდან გასასვლელი. 

აუცილებელია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. მოქალაქეები აბინძურებენ სხვა არავინ მოვა და არ დაყრის ნაგავს. არ უნდა მოხდეს თვითნებური ნაგავსაყრელებს წარმოქმნა. სპეცტექნიკა რომ იმუშავეს და აღარ ჩაყრიან ნაგავს მდინარეც სუფთა იქნება", - ამბობს გიორგი მჟავანაძე. 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ