24-09-2014

ამჟამად, “სთორიბილდერს” გააჩნია ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თქვენს ამბავში ჩასვათ ონლაინ მედია. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ჩასვათ შემეგი ონლაინ ფაილები:

  • აუდიო: Soundcloud და Spotify
  • ვიდეო: Youtube, Vimeo, Twitch.TV, Dotsub, Dailymotion, LiveLeak,  Vine  და TED

 ამ ფაილების გამოყენება მარტივად არის შესაძლებელი, თქვენ უბრალოდ უნდა დააკოპიროთ შესაბამისი მედიის ბმული და ჩასვათ იგი შესაბამის ფორმაში. დანარჩენზე “სთორიბილდერი”  იზრუნებს, შექმნის სათანადო ჩასასმელ კოდს და მედია ფაილი გამოჩნდება თქვენს ამბავში.  

მიუხედავად ამისა, არსებული ფუნქცია მაინც ვერ მოიცავს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც ვები გთავაზობთ. ნებისმიერი რამ შეიძლება იქნას გამოყენებული ამბავში: რუკები, მონაცემები, ცხრილები, სურათები და სხვა მრავალი. ამ ეტაპზე “სთორიბილდერს” არ შეუძლია ასეთი სახით მედიის გამოყენება, მაგრამ არსებობს გზა, თუ როგორ ჩასვათ იგი თქვენს ამბავში.

კიდევ ერთი ფორმა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ამბის შექმნისას, არის ტექსტის ფორმა. ეს ფორმა გაძლევთ საშუალებას, განათავსოთ ტექსტი თქვენს ამბავში. მას აგრეთვე გააჩნია ნებისმიერი მედიის განთავსების ფუნქციაც. ამ მეთოდის უარყოფით მხარე ისაა,  რომ სურათები და ონლაინ მედია  უნდა ადაპტირდეს ტექსტის სექციის სიგანეზე - ისინი ვერ შეავსებენ ეკრანის მთელ სივრცეს.

სურათის დასამატებლად, შეხედეთ ხატულების პანელს, რომელიც განლაგებულია ტექსტური ველის ზემოთ და მეორე მწკრივში დააჭირეთ მწვანე ღილაკს. შესაბამის ფანჯარაში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფოტო და დააჭირეთ "ჩასმის" ღილაკს. ამის შემდეგ თქვენი ფოტო გამოჩნდება ტექსტურ ველში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფოტოს ზომის გაზრდა და მისი გასწორება.

ონლაინ მედიის ჩასმა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს.  ამ შემთხვევაშიც, შეხედეთ ხატულების პანელს, დააჭირეთ "HTML" ღილაკს მეორე რიგის ბოლოში. გამოჩენილ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორი სახე აქვს თქვენს ტექსტს HTML ფორმატში. მიიტანეთ კურსორი და დააჭირეთ იმ ადგილას, სადაც გსურთ ონლაინ მედიის განთავსება. ამის შემდეგ დაბრუნდით HTML-ის ფანჯარაში და ჩასვით კოდი. დააჭირეთ "განახლების" ღილაკს, ონლაინ მედია უნდა გამოჩნდეს თქვენს ტექსტურ ველში.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ონლაინ მედიის თქვენს ამბავში დამატების საუკეთესო გზა და შევეცდებით გამოვასწოროთ იგი საიტის განახლების დროს.

 

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ