12-08-2014

“სთორიბილდერზე” იმდენი ვიმუშავეთ, რომ ვერსია 1.0-ის გამოშვება მიზანშეწონილად მივიჩნიეთ. ამ ეტაპზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ამბის მოძიებისა და წაკითხვის გამოცდილებას. ასევე, ვიმუშავეთ ამბის შექმნის ფორმაზე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამბის შექმნის სისტემის კიდევ უფრო დახვეწა მნიშვნელოვანია, რაზეც ყურადღება სისტემის მომდევნო განახლებისას გამახვილდება.

აქ არის წარმოდენილი ახალი ფუნქციების ჩამონათვალი.

ზოგადი ფუნქციები:

  • საიტზე გაუმჯობესდა ამბის თემა
  • დაემატა შეტყობინების სისტემა, რომელიც გაცნობებთ ახალი ამბების გამოქვეყნებას, თქვენი ამბის რჩეულში დამატებას, ახალი კომენტარების დამატებას და ა.შ.
  • დაემატა მომხმარებელზე თვალყურის დევნებისა და ახალი ამბის გამოქვეყნებისას შეტყობინებების მიღების ფუნქცია
  • დაემატა RSS feed ყველა გამოქვეყნებული ამბისთვის

ამბის შექმნის ფუნქციები:

  • ამბის ბმულის შეცვლა
  • ამბის მოკლე შინაარსის დამატება (რაც გამოჩნდება მთავარ გვერდზე და ამბის facebook-ზე გაზიარებისას)
  • დაემატა ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, მიუთითოთ რა ენაზეა შექმნილი თქვენი ამბავი (რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაფილტროს ამბები მთავარ გვერდზე)
  • დაემატა კატეგორიები
  • დაემატა ამბისთვის თეგების დამატების ფუნქცია
  • შესაძლებელი გახდა ამბავში ონლაინ მედია ფაილების ჩასმა (შეგიძლიათ ჩასვათ YouTube, Vimeo, SoundCloud, და ა.შ.)
  • შესაძლებელი გახდა ამბავზე თანაავტორებად სხვა მომხმარებლების მოწვევა

ამბის ფუნქციები:

  • შესაძლებელი გახდა მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული ამბების ძიება, გაფილტვრა და დალაგება
  • დაემატა ამბის ნახვების მთვლელი
  • დაემატა ამბის გაზიარების ფუნქცია
  • დაემატა კომენტარის დატოვების ფუნქცია
  • დაემატა მოწონების ფუნქცია
  • დაემატა ამბის ორ ფორმატში ჩასმის შესაძლებლობა: ამბის შემოკლებული ბმულის ან მთლიანი ამბის გამოყენებით
  • დაემატა bit.ly-ის გამოყენებით ამბის გამოსაქვეყნებელი მოკლე ბმულების შექმნის შესაძლებლობა

მომხმარებლის პარამეტრების ფუნქცია:

  • შესაძლებელი გახდა მომხმარებლის პროფილის სურათის დამატება
  • შესაძლებელი გახდა მომხმარებლის გვერდის ბმულის რედაქტირება
  • შესაძლებელი გახდა მომხმარებლის მოკლე ბიოგრაფიის დამატება, რაც გამოჩნდება მომხმარებლის მთავარ გვერდზე
  • შესაძლებელი გახდა ამბის ძირითადი ენის მითითება
  • შესაძლებელი გახდა იმის მითეთება, თუ რომელი შეტყობინებების მიღება სურს მომხმარებელს
  • თითოეულ მომხმარებელს აქვს საკუთარი გვერდი, სადაც ჩანს მის მიერ გამოქვეყნებული ნამუშევრები

გარდა ახალი ფუნქციების დამატებისა, ჩვენ გადავიტანეთ სთორიბილდერი ახალ სერვერზე, რათა თავიდან ავიცილოთ თბილისში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით გამოწვეული შეფერხებები.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ