"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის" - SJMC-ის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში

„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები“ - ამ თემაზე თბილისში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე მოეწყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო გამოფენა. საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებმა და მასწავლებლებმა სამიზნე რეგიონებიდან ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე და იდენტიფიცირებულ პრობლემებზე.

 

გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმისა  ,,გიულარ იბრაგიმოვა“,  რომელიც გადაღებულია  ამავე  პროექტის ფარგლებში  რუბრიკით „ქალები რეგიონიდან“.     ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  

 

კონფერენციას დაესწრნენ - პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა ,,ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა (SJMC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით განახორციელა.  

 

                                  

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ