მსოფლიოს 3 ყველაზე მასშტაბური საბანკო ძარცვა

საბანკო ძარცვა ყოველთვის ყველაზე რთულად განსახორციელებელ კრიმინალურ დანაშაულად, მაგრამ ასევე საკმაოდ იოლ ფულად მიიჩნეოდა, ზუსტად ეს არის მიზეზი, იმისა რომ მსოფლიოს ყველა დიდი ბანკი საკმაოდ ბევრ დამნაშავეს იზიდავდა.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ 5 ასეთი შემთხვევა, რომელიც ბანკების ძარცვის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა.

 

ირლანდიის ბანკი - 2009 წელი

ირლანდიის ისტორიაში უდიდესი ძარცვა სწორედ საბანკო ძარცვა იყო, რომელიც სულ რაღაც 15 წუთში განხორციელდა. შედეგად, ბანკის ყველა თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. დამნაშავეები კი მიიმალნენ და მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

სურათის ავტორი - https://radikal.ru

 

ოკეანეთის ეროვნული ბანკი - 1978 წელი

 

ალბათ ყველაზე ჭკვიანური ძარცვა შეერთებული შტატების ისტორიაში. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მძარცველებს კვალი არ დაუტოვებიათ. ბანკმა 10.8 მილიონი დოლარი იზარალა. ძარცვა 55-ე სართულზე მოხდა. ამ სართულზე არც თუ ისე ძლიერი დაცვის სისტემა ეყენა. ზუსტად ამიტომ აარჩიეს კრიმინალებმა ეს სართული ოპერაციის განსახორციელებლად. გარკვეული დროის შემდეგ დამნაშავეებმა ეს ფული შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე გადააგზავნეს და მხოლოდ ამის დახმარებით მოხდა მათი დაპატიმრება. 

 

სურათის ავტორი - https://radikal.ru

ბეირუთის ბრიტანული ბანკი - 1976 წელი

ეს შემთხვევა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალურია. ბეირუთის ბანკი კათოლიკური ეკლესიის გვერდით არის აშენებული, სწორედ ეკლესიის მეშვეობით მოხდა ბანკში შეღწევა. ზარალის რაოდენობა ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ბანკმა მიახლოებით 20-დან 50 მილიონამდე ღირებულობის ოქრო და ძვირფასეულობა დაკარგა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო მასალა, სადაც უფრო კონკრეტულად არის აღწერილი, თუ როგორ ხორციელდებოდა ასეთი ტიპის დანაშაულები ისტორიის მანძილზე.

 

საავტორო უფლებები დაცულია: 

ვიდეო მასალა ეკუთვნის Room 311-ს

ფოტო მასალა აღებულია radikal.ru-დან

ავტორი - თაკო მათიაშვილი

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ