მშობლების ყოველდღიურობაში ქცეული ძალადობა

რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს ბავშვზე ძალადობამ, ხშირ შემთვევაში, მშობლები ვერ აცნობიერებენ, რა არის ბავშვზე ძალადობა, საქართველოში მშობლების უმეტესობა, ბავშვის დასჯას, უმნიშვნელო ყურის აწევას, სილის გარტყმას ან ცემას არაფრად მიიჩნევს და მეტიც თვლის, რომ ეს ყველაფერი ,მისაღებია ბავშვის აღზრდაში, თუმცა არ უკვირდება რა შედეგები შეიძლება მოუტანოს, მშობლის მსგავსმა საქციელმა ბავშვის გონებრივ თუ ფსიქიკურ განვითარებას.  მსგავსმა მეთოდებმა შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. 2013 წელს უნიცეფის მასშტაბური კვლევა ჩატარდა საქართველოში, შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვების ფიზიკური დასჯა საკმაოდ ხშირია და ძალადობის პირველ კერას თავად ოჯახი წარმოადგენს. ფსიქოლოგების თქმით, მცდარია მოსაზრება,რომ მოძალადე აუცილებლად, არანორმალური ან სხვებისგან განსხვავებულნი არიან. ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ცემენ და მკაცრი მშობლები არიან, საკმაოდ ხშირ შემთხვევბში სხვების მიმართ გამოირჩევიან რბილი დამოკიდებულებითდა ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნონი არიან. ასეთ ადამიანებს უჭირთ საკუთარი რისხვის კონტროლი.

ერთერთ ყველზე დიდ ტრამვას კი ბავშვებში ტოვებს ფსიქოლოგიური ძალადობა,ფიზიკურ ძალადობაზე ცუდი შედეგები სწორედ  ფსიქოლოგიურ ძალადობას მოაქვს,  რომელიც მთლიანად აზიანებს ბავშვის ფსიქიკას და პიროვნებას. მშობლების გარდა, ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, ხშირია ასევე სკოლებში, მასწავლებლების მხრიდან, რომელიც შეიძლება სრუილიად გაუცნობიერებლად ხდებოდეს. ფსიქოლოგიური ძალადობა არის ურთიერთობის ფორმა, როდესაც ბავშვი მუდმივად იღებს ემოციურ ტკივილს. ასეთი ტკივილი შეიძლება მიიღოს, სითბოს უგულებელყოფით, ზედმეტი კონტრილით, ემოციური მანიპულაციით, მუდმივი გაკრიტიკებით, დაცინვით, ყვირილით. განსაკუთრებით დაცინვა , აკარგვინებს ბავშვს თვითრწმენას და თრგუნავს მას, ამის შემდეგ შესაძლებელია დაკარგოს ინტერესი იმ საქმის მიმარ, რაც მას წარსულში მოწონდა. მაგალითად დაშინების დროს, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა, შიშზეა აგებული, ასეთი ბავშვები მუდმივად სტრესის ქვეშ იმყოფებიან  და ეშინიათ გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე ქმედების. რაც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს ბავშვს, უკარგავს მოტივაციას და სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, მშობლები უფრო დიდ უარყოფით შედეგს იღებენ. ასეთი მიდგომა ბავშვებში იწვევს დაბალი თვითშეფაესბის ჩამოყალიბებას. ზოგ შემთხვევაში ისინი ხდებიან  გადამეტებულად მორჩილნი მშობლებისადმი და კარგავენ დამოუკიდებლობის შეგრძნებას. ან ერთ დღეს აუჯანდებიან მათ და სრუილად უარყოფენ მათ ავტორიტეტს. ფსიქოლოგიური ძალადობა ხელს უშლის მათ სწავლაში, შემოქმედებით უნარში, და ადვილად ეგუებიან დამარცხებას. ზრდასრულ ასაკში კი დიდია დეპრესიულობის ალბათობა.

  ბავშვის აღზრდაში ფიზიკურ დასჯას მშობლების 45% დასაშვებად მიიჩნევს, კვლევა აჩვენებს, რომ მათ გააზრებული არ აქვთ რ შედეგები შეიძლება მოიტანოს აღზრდის მსგავსმა მეთოდებმა. ასეთი ბავშვები მომავალში თავად ხდებიან მოძალადეები. ბავშვებს ასევე ექმნებათ, ჯანმრთელობის პრობლემები მაგალითად, გულ-სისხძარღვთა პრობლემები, პირველი კი, რაც შეიძლება ამას მოყვეს, არის ფსიქოლოგიური პრობლემები, შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები, შიშები, სტრესული აშლილობები, რასაც ასევე მოყვება ის, რომ ბავშვი, ვეღარ აღწევს წარმატებას განათლებაში და პირად განვითარებაში. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, მსგავსმა ძალადობამ ბავშვებზე კი შეიძლება ყველაზე რთულ მდგომარეობამდე სუიციდამდე მიიყვანოს ბავშვი.

თუმცა ალბათ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი პრობლემები პირველი, უნდა ვიცოდეთ რა არის ძალადობა, და გვქონდეს ინფორმაცია. ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა არის, კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ იძულებას, ძალადობაა ასევე ადამიანის დათრგუნვა, ყოველგვარი ქმედება, რაც ადამიანს ზიანს აყენებს.

პედიატრების და ფსიქოლოგების თქმით, ასეთი ბავშვები ხდებიან ჩაკეტილები და უჭირთ გარემოსთან ადაპტაცია, ზოგ შემთხვევბში სუიციდითაც მთავრება. ეს ყველა პრობლემა კი განსაკუთრებით იჩენს, ხოლმე თავს გარდატეხის ასაკში,როდესაც ისედაც რთული პერიოდია მოზარდებისთვის. ამ დროს ბავშვები ეტანებიან ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, შესაძლებელია ასევე კრიმინალურ გარემოში გაეხვიონ, რითაც გამოხატავენ შინაგანი პროტესტის გრძნობას, შედეგი კი ამ ყველაფერს არც ისე კარგი მოაქვს.

ბავშვთა მიმართ ძალადობის გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს, ოჯახში არასაკმარისი ცოდნა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, კონფლიქტი ოჯახში, რაც ასევე ერთერთი მიზეზია, მშობლები, რომლებიც ბავშვობაში თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი.ასევე,ოჯახებში, სადაც მშობელი ნარკოდამოკიდებულია, დიდი რისკია ბავშვზე ძალადობის. 2007 წელ ჩატარებულმა კვლევამ , რომელიც შეისწავლიდა სკოლებში, უნივერსიტეტებში, ოჯახებში, ძალადობის ფორმებს. კვლევებმა ანაჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 80% პროცენტი განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას. ამ კვლევების შედეგების შემდეგ, ბავშვთა დაცვის და სისტემის განვითარების მიზნით 2010 წელს სახელმწიფომ გამოსცა ბრძენება , რომლის თანახმადაც სახელმწიფომ შეიმუშავა მექანიზმები, რომლებიც ბავშვებს დაიცავდა ძალადობისგან.

დღესდღეობით ადამიანების უმეტესობას კიდევ არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ მსგავსმა მეთოდებმა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს და მათთვის მიღებული „აღზრდის პრინციპები“ იწვევს ბავშვების არასრულფასოვნებას.

 

 

 

ინფორმაცია. ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა არის, კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ იძულებას, ძალადობაა ასევე ადამიანის დათრგუნვა, ყოველგვარი ქმედება, რაც ადამიანს ზიანს აყენებს.
წყარო: http://www.tabula.ge/
წყარო: http://vkurse.ua/
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ