მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა
ვიდეო

მიწისქვეშა გადასასვლელები

 

   ანტისანიტარია, სიბნელე, გუბეები და არასასიამოვნო სუნი - მიწისქვეშა გადასასვლელების მოუგვარებელი პრობლემები, ქალაქში გადასასვლელ უსფრთხო საშვალებას ხშირად უსარგებლოს ხდის.

  მოსახლეობის ნაწილი მოძრაობით გადატვირთულ ქუჩებში გადასვლას ამჯობინებს და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, რადგან ზოგიერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ისეთი ანტისანიტარიაა იქ გავლა შეუძლებელია.

  ამ დროისათვის თბილისში არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 22 მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საკუთრებაშია, 33 კი მრავალწლიანი იჯარითაა გაცემული. თბილსერვის ჯგუფის განცხადებით მიწისქვეშა გადასასვლელები იჯარით 2012 წლამდე გაიცა და ისინი ამ დროისათვის კერძო საკუთრებას წარმოადგენენ, ხელშეკრულების პირობებით მოიჯარეებს მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას (გარემონტება, დასუფთავება, განათება...) ავალდებულებს, მცირე ნაწილი ასე თუ ისე პასუხობს იჯარის პირობებს, მაგრამ უმრავლესობაში სრული ანტისანიტარიაა, იქიდან გამომდინარე, რომ იჯარით გაცემული გადასასვლელები კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მათ დასუფთავებასა და კეთილმოწყობაში ჩარევის უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს.

   რაც შეეხება თბილსერვის ჯგუფის საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს, მათი განცხადებით -"თბილსერვის ჯგუფი მის მოვლა-პატრონობაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების დაგვა-დასუფთავებას ყოველდღიურად, ხოლო სპეციალური ხსნარით მორეცხვით სამუშაოებს კი პერმანენტულად ახორციელებს“  მაგრამ გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში რომელიც მერიის საკუთრებაშია, იგივე პრობლემები - ანტისანიტარია, სიბნელე და უსიამოვნო სუნი დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.

  ეს ის პრობლემებია რომელსაც მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან და აპროტესტებენ მაგრამ ჯერჯერობით პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. ჩვენ გავესაუბრეთ და კითხვები დაუსვით მოქალაქეებს, სარგებლობენ თუარა მიწისქვეშა გადასასვლელებით, რა პრობლემები ექმნებათ და რატომ არღვევენ მოძრაობის წესებს...

-მიწევს გზის გადაჭრა, რადგან უბრალოდ შეუძლებელია, მაგალითად ამ მიწისქვეშა გადასასვლელზე (გმირთა მოედანი) ძალიან ძნელია გადმოსვლა, რადგან არის ანტიანიტარია და უსიამოვნო სუნი  (მოქალაქე- იოსებ ტაბიძე).

“რომ შედიხარ ნახევარზე მეტი საპირფარეშოდაა გადაქცეული, თუ მეტი გზა არმაქ შევდივარ მაინც, მაგრამ მირჩევნია, რომ ზემოთ გზაზე გადავიდე და მეტწილად ასეც ვიქცევი”     (გივი ბაჩუკური).

  გაუსაძლისი სუნის და ანტისანიტარიის გარდა მოქალაქეები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასაც უჩივიან, ამასთან მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ან საერთოდ არ არის ადაბტირებული ან იმდენად არასწორედაა მოწყობილი, რომ გადაადგილება შეუძლებელია.

“მიწისქვეშა გადასასვლელს კი არა, ეს გავს ჩვეულებრივ ბუნკერებს (ორთაჭალის მიწისქვეშა გადასასვლელი) სადაც ჩვენ ვმოძრაობთ და ძალიან კარგი იქნება თუ ამაზე ბევრი რეპორტაჯი გაკეთდება, იქნებ რაღაცა რეალური რეაგირება მაინც მოყვეს, მინიმალურად მაინც დასუფთავდეს.”(ელენე გიგაური).

  ჩვენ ასევე დავინტერესდიტ თბილისის ცენტრში არსებული კიდევ ერთი მიწისქვეშა გადასასვლელით, რომელიც რუსთაველის მოედანზეა, ეს არის მიწისქვეშა გადასასვლელი რომელსაც ეგრედწოდებულ „მორგსა“ და „ სასაკლაოს“ეძახიან, სწორედ ამიტომ დავინტერესდით ამ გადასასვლელით და მართლაც, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადაააჭარბა, სიტყვებით რთულია იმ რეალობის აღწერა რაც ამ გადასასვლელში ხდება: სიბნელე, ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნი ამ ადგილის განუყოფილი ნაწილია, ასევე გავიგეთ, რომ ამ მიწისქვეშა გადასასვლელში ხშირად ღამით სხვადასხვა ჯგუფები ეგრედწოდებული „სექტები“ იკრიბებოდნენ და სხვადასხვა სახის რიტუალებს ატარებდნენ, სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ ადგილს „მორგს“, დღეს-დრეისობით კი აქ ფუნქციონირებს ღამის კლუბები, რაც შეეხება ამ მიწისქვეშა გადასასვლელის მფლობელს, ის იჯარითა გასხვისებული მაგამ მეპატრონის ვინაობა უცნობია.

  55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან, ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე როგორც იჯარით გაცემული ასევე მერიის მფლობელობაში არსებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველგან მსგავსი პრობლემებია, მაგრაბ პრობლემის გადაჭრის გზები ჯერაც უცნობია, საინტერესო იქნება შევადაროთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები სხვა ქვეყნის მიწისქვეშა გადასასვლელებსაც, მაგალითად ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს, ბაქოში ბევრი ახალი შენობა აშენდა და უამრავი რამ არის სანახავი, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებულად უჩვეულო და ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალაქის   მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც ადამიანები ესკალატორებით ჩადიან, ინტერიერი კი  თითქმის მთლიანად მარმარილოთია მოპირკეთებული. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა სტილშია შესრულებული, ზოგ მათგანში კედლებს ნახატები ამშვენებს, ზოგში ჭედური ხელოვნების და სხვა ლამაზი ნიმუშებია წარმოდგენილი.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აქვეყნებს ქვეითებისა და მძღოლების ქცევის კვლევას, სადაც საუბარია, რომ თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს, ხოლო მძღოლების დიდი უმრავლესობა (76%) არ უთმობს ქვეითს გზას უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელზე.

კვლევა ჩატარდა თბილისში, 5 ლოკაციაზე, აღიწერა 11 282 ქვეითი (1 823- მიწისზედა გადასასვლელთან, 5 634-ზებრა გადასასვლელთან, 3 825- მიწისქვეშა გადასასვლელთან); ასევე, ამავე პერიოდში ქვეითებთან ჩატარდა 306 ინტერვიუ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტის მიერ (52-53%) ქუჩის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთა 3 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ლიბერალური კანონი / კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელი

კვლევის თანახმად, მიწისქვეშა, მიწისზედა და ზებრა გადასასვლელებით სარგებლობის მნიშვნელოვანი ბარიერია ქვეითების აღქმაში გადასასვლელების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კერძოდ: აღიქმება, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები მოუწესრიგებელია – არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები (28%); ჩაბნელებულია (11%) და არ არის უსაფრთხო (10%). კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეითები გამოთქვამენ მზაობას ისარგებლონ მიწისქვეშა გადასასვლელებით ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში, თუ გადასასვლელებში დაცული იქნება ჰიგიენის ნორმები (საშ. 8,33 ქულა 10-ქულიან სკალაზე), გადასასვლელები იქნება უსაფრთხო (8,28) და იქნება განათებული (8,17). გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეითების აღქმაში მიწისზედა გადასასვლელებს აქვს ძალიან მაღალი კიბე, შესაბამისად, ქვეითებს განსაკუთრებულად ეზარებათ (29%) ან ფიზიკურად არ შეუძლიათ (22%) მიწისზედა გადასასვლელით სარგებლობა.

 

  მიწისქვეშა გადასასვლელების ეს პრობლემები წლებია თბილისის მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ ვინ და როგორ მოაწესრიგებს თბლისის მიწისქვეშებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ