მე გადავრჩი

ჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსულაური ძალადობა, იძულება .

   ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ხანუმ ჯეირანოვას ისტორია, რომელიც 2014 წელს სოფელ ლამბალოში ქმარმა ფეხშიშველი ქუჩაში გამოიყვანა და საჯაროდ მოკლა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციები გამართეს , ათეულობით მოწმე ადებდა ხელს ხანუმ ჯეირანოვას ქმარს ,იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა ,რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა. დღეს 2019 წელს, მომხდარიდან 5 წლის შემდეგ ,საქმე არ გამოძიებულა ,ჯეირანოვას ქმარი თავისუფალია და პროტესტის ტალღაც ჩამქრალი.

ხანუმ ჯეირანოვა არ არის ერთადერთი ქალი ,რომელიც ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა.  2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის 6000 მდე შემთხვევა დაფიქსირდა . 2017 წელს კი ოჯახურ ძალადობას 22 ქალი ემსხვერპლა .

ფოტოს ავტორი "ქალები საქართველოდან"

 

 

ოჯახური ძალადობის შემთხვევები 2010-2016 წლებში

 

წელი

მოძალადე

მსხვერპლი

 

 

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

2010

13

169

166

16

2011

21

240

253

32

2012

22

291

308

27

2013

18

207

220

20

2014

60

690

742

87

2015

185

2 283

2 301

337

2016

222

2 544

2 585

381

წყარო: საქსტატი

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, 2010 წლიდან დღემდე ოჯახური ძალადობის ფაქტები ყოველწლიურად იზრდებოდა. განსაკუთრებული ზრდა 2015 წელს დაფიქსირდა, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდით, არამედ მოსახლეობის მხრიდან შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვიანობის რაოდენობის გაზრდით. ანალოგიურად, ის ფაქტი, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სავარაუდოდ ასევე მიმართვიანობის მაღალი რაოდენობით არის გამოწვეული.

 

აღსანიშნავია, რომ მოძალადეთა და მსხვერპლთა სატატისტიკური მონაცემების თანახმად, ოჯახში მოძალადეთა 92% კაცია, ხოლო მსხვერპლთა 87% ქალი.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კონვენციები:

 

გაეროს კონვენცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ რატიფიცირებული საქართველლოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22 სექტემბერს #561 დადგენილებით.

სახელმწიფო თავშესაფარი

 

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:

 

მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;

შემაკავებელი ორდერი;

დამცავი ორდერი

მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 116 006

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი. www.police.ge

 

2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სსსკ–ის მუხლი 111 განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი მითითება  აღნიშნულ მუხლზე. ხოლო მუხლი 1261 განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისათვის.

 

 

ნია ვაშკიძე ძლადობის მსხვერპლი იყო 6 წლის განმავლობაში ,მან შეძლო და თავი დააღწია ოჯახურ ძალადობას 6 წლიანი ძალადობის შემდეგ ნიამ ახალი ცხოვრება დაიწყო და ახლა ის წარმატებული ფიტნეს ტრენერია ,მან ცხოვრება თავიდან დაიწყო.

 

ნია ვაშაკიძე
სალომე ზანდუკელის ისტორია
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ