მდინარე რიონი-ქუთაისის მთავარი საკანალიზაციო მაგისტრალი

ქუთაისში უკვე წლებია კანალიზაციის ანუ წყალარინების პრობლემა გადაუჭრელ საკითხა რჩება. ქალაქის დაახლოებით 40 % სწორედ აღნიშნული საკითხი აწუხებს.  პრობლემა აქვს საქუსლია–გორას დასახლებას, საფიჩხიის ნაწილს, ჭომას, ჭახათას, კახიანაურის მუნიციპალიტეტს. ცალკეულ ქუჩებსა თუ დასახლებებთან ერთად საკითხი  მწვავედ დგას ქუთაისის ცენტრშიც , სადაც განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში გაუსაძლისი სუნია. თეთრ ხიდთან კი , რომელიც ტურისტებისათვის ყველზე საყვარელი ადგილია კანალიზაცია პირდაპირ მდინარე რიონში ჩაედინება.

შედეგად კი  ბინძურდება მდინარე და ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

 იმ უბნებში, სადაც კანალიზაციის ქსელი საერთოდ არ არსებობს ადგილობრივებს  ფეკალური მასები სანიაღვრე არხების დახმარებით პირდაპირ მდინარე რიონზე აქვთ მიშვებული,  ნიწილი კი, როგორც ხშირად სოფლებში ხდება ხოლმე ,  ე. წ ორმოების სისტემით სარგებლობს . დაგროვებული ნარჩენი კი მოგვინებით სპეციალურ უტილიზაციის მანქანას გააქვს,  თუმცა  იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი გამოძახება საშუალოდ 150 -მდე ლარი ჯდება ეს  ძვირი სიამოვნება,  ხშირად კი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგების ხერხიც კი.

ხშირია შემთხვევები, როცა სანიაღვრე არხები, რომლებშიც კანალიცია მიედინება ღიაა და შედეგად კიდევ უფრო მეტ საფრთხესა და ანტისანიტარიის კერას ქმნის.

პრობლემა მწვავედ დგას ხაბეიშვილის ქუჩაზე . აქ მაცხოვრებლებს კანალიზაცია პირდაპირ სანიაღვრე არხზე აქვთ მიშვებული, ნაწილი კი ორმოების სისტემითა და უტილიზაციის მანქანით სარგებლობს. ისინი პრობლემის მოგვარებას უკვე წლებია ელოდებიან .

პრობლემა რომ უკვე წლებია დგას მასზე მოწმობს მეგა ტვ-ის მიერ წლების განმავლობაში მომზადებული სიუჟეტებიც.  პრობლემას წარმოადგენს არა მარტო არ არსებული ქსელი არამედ მოძველებული სისტემებიც, რომლებიც ხშირად იჭედება.

 პრობლემის  გადაჭრის საჭიროებაზე საუბრობენ ბუნების დამცველები, რადგან საკითხი პირდაპირ ბმაშია ეკოლოგიასთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მდინარე რიონის სისუფთავესთან.

აღსანიშნავია, ისიც რომ დაბინძურებული მდინარე რიონის წყალს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რაც ზრდის რისკს, რომ მოიწამლება ყველა ის პროდუქტი, რაც შემდეგ ბაზარზე ხვდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ ქვაჩაკიძის განცხადებით,  მდინარე რიონის წყლის ხარისხის კვლევა ყოველ თვეში ხდება. მისი თქმით  ცალკეული ორგანული ნივთირებების გარდა თითქმის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, თუმცა პრობლემას ქმნის  ქალაქის ტერიტორიაზე   წყლის დონის ხელოვნური დაწევა . „ქალაქისათვის სანიტარული  ნორმაა 7-დან 10 მ/კ-მდე წყალი და ხანდახან 1 მ/კ მიედინება“ განმარტავს იგი.

„წყლის შესახებ“საქართველოს კანონში ვკითხულობთ „აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა ,ასევე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება. “-თუმცა ამ კანონის დაცვა ცოტა რთულია ,როცა წყალარინების ანუ კანალიზაციის სისტემა საერთოდ არ გაქვს არ არსებობს ქალაქში, არც ის გამწმნდი ნაგებობა, რომელიც ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გაწმენდდა წყალს.

პრობლემის გადაჭრას ქუთაისელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2020 წლიდან ჰპირდება. როგორც კომპანიის საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მათიაშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს 2019 წლის ბოლომდე პროექტირებისათვის ტენდერი გამოცხადდება, ხოლო უშუალოდ 2020-ში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია გამოვლინდება. მისივე თქმით მრავალმილიონიანია პროექტი, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

 

გაერთიანებული წყალმომარგების კომპანია პრობლემის მოგვარებას 2020 წელს პირდება ქუთაისს, უფრო სწორად მისი მოგვარების დაწყებაზე ზრუნვას. ქუთაისს ისღა დარჩენია მრავაჯერ შეპირებული და გადავადებული პროექტის დაწყებას მოთმინებით დაელოდოს.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ