მდგომარეობა ძველი თბილისის სახლებში
ძველი თბილისის დასახლება ძირითადად იმ ნაწილს მოიცავს, რასაც ძველად ,,ტიფლისი’’ ეწოდებოდა. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად ტურისტების დაინტერესების მთავარი ცენტრიც ის არის.
სახლები რომლებიც ძველ თბილისს საუკუნეებია ამშვენებს, გარედან ერთი შეხედვით ძალიან ლამაზია თუმცა, სინამდვილეში რა მდგომარეობაა შიგნით ცოტამ თუ იცის და ინტერესდება.

 ,,სახლი ზუზუნებს ისეთ დღეში ვართ, ეს სახლი არის 150 წლის. ეს სახლი ადრე ვითომ გაამაგრეს და არის ბალიშებზე. სახლი როდესაც დაიწყებს დაშლას დაიშლება ზევიდან და შუაზე გაიხლიჩება. სხვენიც საშინელ დღეშია დიდი ბზარებით ქალაქიც ჩანს ახლოს რომ მიხვიდეთ. სირცხვილი არ არი ოპერაში რომ მოდიან სტუმრები სულ ჩვენს სახლს იღებენ, დედის საფლავს გეფიცები თუ ტყუილს ვამბობდე’’. აცხადებს თაბუკაშვილის #42 ნომერში მცხოვრები ლილი გუმბერიძე.

  თაბუკაშვილის ქუჩაზე ადვილად შენიშნავთ ნაცრისფრად შელესილ კედლებს. მხოლოდ ამ შელესვებით შემოიფარგლება სახლების ,,გამაგრება’’. მეზობლები აქ წლებია ცხოვრობენ და როგორც ამბობენ არაერთხელ მიუმართავთ სახელმწიფოსთვის დახმარების თაობაზე, თუმცა მათგან პასუხი არ მოდის. მეზობლები იმასაც ამბობენ რომ სახელმწიფო ამ სახლებს სპეციალურად ანიჭებენ ძეგლის სტატუსს რომ არ შეაკეთონ. აღნიშნავენ საშინელ მდგომარეობას შიგნით და იმას, რომ როორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს სახლშიც და როგორ ცვივა ღამ-ღამობით ჭერის ნაწილები.

  თაბუკაშვილზე არსებული ეზოდან, სადაც ცხოვრება ფაქტობრივად აღარ შეიძლებოდა მთავრობამ რამდენიმე ოჯახი გაიყვანა და დროებით სხვა სახლები დაუქირავა. თუცა არიან ადამიანები რომლებიც ამ დრომდე არ აპირებდნენ საკუთარი სახლების დატოვებას და აცხადებენ რომ აქ გამოსვლა უკვე სიცოცხლისთვისაა სახიფათო რადგან არ იცი ვის რა შეიძლება დაეცეს თავში. მაგრამ სხვაგან გადასვლას მაინც საკუთარ სახლებში ყოფნა ურჩევნიათ.

  ამ პრობლემის შეხსენებისას აგილობრივი ხელისუფლების არგუმენტი ისაა რომ ავარიული შენობების უმეტესობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, რაც შენობების საფუძვლიანად აღდგენას აფერხებს.

რეპორტაჟი
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ