მარტოობა
უფროსი ასაკის ადამიანები მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობენ თავს.
მუდმივ ბრძოლას საკუთარ თავთან და უიმედობას ადამიანი დეპრესიამდე მიჰყავს.
უარყოფითი ემოციები ადამიანს მომავლის იმედს უკარგავს და სიცოცხლის სურვილს აკარგვინებს.
ფიქრები ადამიანის გონებას წარმართავენ და ყოველი გაუთვიცნობიერებელი ქმედება ჩვენში გაურკვევლობას იწვევს. ამ დროს მარტო ყოფნას ვამჯობინებთ, რადგან გვგონია რომ საკუთარ თავზე უკეთ სხვა არავინ გაგვიგებს.
რეალობისგან გაქცევა არ არის გამოსავალი მარტოობისგან თავის დასაღწევად.

ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებიც ფიქრობენ რომ სრულიად მარტო არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მათთვის ადგილის მოპოვება რთულია. ხშირია შემთხვევა, როცა შენ გარშემო არაერთი მეგობარია, მაგრამ შენ მაინც სიცარიელეს გრძნობ. მარტოობის გრძნობით თანამედროვე სამყაროში უამრავი ადამიანი იტანჯება. 

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეამჩნევთ ახალგაზრდებს, რომლებიც განმარტოებით დგანან და უსმენენ მუსიკას. ეს მათი ცალკე სამყაროა, სადაც მარტო არიან.
ჩრდილქვეშ დგომა და ხალხმრავალი ადგილისგან მოშორებით ყოფნა მარტოსულ ადამიანებს ახასიათებთ. მათთვის რთულია დაასახელონ ერთი კონკრეტული მიზეზი თუ რატომ გრძნობენ თავს იზოლირებულად.
სიარული გავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს, თუმცა როცა საქმე ეხება მარტოობას ამ დროს უკვე აცნობიერებ რომ შენ გვერდით არავინაა. მხოლოდ შენ ხარ ის, ვისაც შენი გაგება ბოლომდე შეუძლია.

ფიქრებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შუძლიათ ჩვენს თითოეულ ქმედებაზე. მარტოობა ხანდახან გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ყოველთვის არა. 

 

გამუდმებული ფიქრი იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები არც ისე სასარგებლოა ჩვენთვის. უმჯობესია დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და ვიყოთ ბედნიერი იმით, რაც გაგვაჩნია.
თავის მოჩვენება თითქოს ყველაფერი წესრიგშია პირველ რიგში საკუთარი თავის მოტყუებაა. უნდა ვეცადოთ, რომ თავი უკეთესად ვიგრძნოთ და ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.
ცხოვრება ნებისმიერ ასაკში მშვენიერია. მთავარია შევიგნოთ ეს ყოველივე და გავაცნობიეროთ, რომ არ ღირს მუდმივად უარყოფით მოვლენებზე ფიქრი. აიღეთ მაგალითი იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენზე დიდი ხანია ცხოვრობენ ამ სამყაროში და მარტოობაზე ფიქრის დროც არ რჩებათ.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ