ხელოვნება ადამიანის კვალდაკვალ
ლადო ∞ ხელოვნება

თითქმის ყველა ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი ხელოვნება. თუმცა, ზოგისთვის უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად. ლადო მხეიძე ხელოვნებას კვლადაკვალ დაყვება, ან პირიქით. ხელოვნება მის გარეშე, თვითონ კი ხელოვნების გარეშე წარმოუდგენელია. მას რთული პერიოდი მარტივადაც გაუვლია, ძლიერი აღმოჩენილა და თავიც არ დაუხრია. როგორ? ხატვითა და იოგის კეთებით ის არსებულ სამყაროს წყდება და გადადის მის მიერვე შექმნილ არეალურ სივრცეში, რომელიც ლადოსთვის ყველაზე სანდო და უსაფრთხოა.

 

ხატვა ∞ გრძნობები

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამართულადაც ვერ საუბრობდა დაიწყო ფიგურების გაფერადება, შემდეგ იყო უკვე სუფთა ფურცელი და ბევრი ფანქარი. სულ ბოლოს, კი საკუთარი გრძნობების მართვა ხატვით დაიწყო. მაშინ, როდესაც ორიენტაციის გამო საზოგადოება რიყავდა და მისკენ ხელს იშვერდა მისი ერთგული მეგობარი ხელოვნება გახდა.

 

ლადო ∞ იოგა

როგორც ლადოსგან ვიგებთ განტვირთვის საუკეთესო საშუალება, ხატვის გარდა, იოგას კეთებაცაა.   

„მაშინ, როდესაც სამყაროსგან დაღლილი ხარ უნდა დახუჭო თვალები, მოწყდე რეალობას და გადახვიდე იქ, სადაც მხოლოდ შენ ხარ“

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ