ხელიხელს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ს. დვაბზუში მცხოვრებ მზია მაღულარიას საქველმოქმედო კამპანია

ადამიანის სიკვდილისა და ჯანმრთელობის შერყევის შემდეგ, ალბათ უსახლკაროდ დარჩენაა ყველაზე მტკივნეული. 

ასეთი ამბავი ჩემ სოფელში მოხდა, ჩემი  მეზობელი დარჩა სახლ-კარის გარეშე და არამარტო სახლ-კარის, ერთი ხელი ტანსაცმლის გადარჩენც კი ვერ შეძლეს და ფაქტობრივად დარჩნენ ღია ცის ქვეშ. 
რომ იცოდეთ, რა შრომის, რა ტანჯვის, რა ენერგიის ფასად შექიქმნა ეს ოჯახი და ქონება, რომელიც შეიძლება სხვისთვის არაფერია, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის მთელი ცხოვრებაა. 
ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება მასალებით, სავარაუდოდ სახურავით 3-4 თვეში და ჩემი უმაგრესი სოფელიც დაუდგება გვერდით ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ვერ იქნება საკმარისი, მდგომარეობიდან გამომდინარე. 
ყველაფერი ღირებულია: საკვები, ჭურჭელი, ტანსაცმელი, თეთრეული, ტექნიკა, ავეჯი, სკამი, მაგიდა, ფარდები, ფანჯრები, საღებავები, სანტექნიკა, თანხა თუნდაც ლარი. 

ძალიან ძნელია უყურო მთელი ცხოვრება ნალოლიავები სახლკარი 5 წუთში როგორ ნადგურდება,  ამ დროს მხოლოდ ნუგეში დიდი ვერაფერი იმედია. 

ვიცი დღეს ყველას უჭირს, თითოეულ მათგანს თითოეული თეთრი დათვლილი გვაქვს, მიუხედავად ამისა , შესაძლებელია ცოტა, თუნდაც თითო ლარი მოვიკლოთ, შეგვიძლია მცირედით მაინც დავეხმაროთ უიმედოდ დარჩენილ ოჯახს.


ვიცი ტყუილად  არ ვწერ, იმედი მაქვს, რომ რამეს მაინც შევაგროვებთ 
დაზარალებულის საკონტაქტო - 592343142. მის - გურია, ოზურგეთის რ-ნი, სოფ. დვაბზუ (გამოღმა) ცენტრიდან 300-400 მეტრში

საბანკო ანგარიში:  თიბისი ბანკი GE63TB7442245061100046 მიმღები: მზია მაღულარია

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ