ხალხის ნება...თუ გაყალბება? რა მოხდა #31-ე საარჩევნო უბანზე?!

 

ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდავე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 32-ივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა . სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირდა  დარღვევები, რომლებიც  კენჭისყრის პროცედურული ხასიათის იყო  და  ადგილზევე აღმოიფხვრა. თუმცა ვითარება უბნების დახურვადე ერთი საათით ადრე დაიძაბა. 31-ე საარჩევნო უბანზე  ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ დამკვირვებელმა თამარ ხუნჯუამ  ნახა თუ როგორ ყრიდა უბნის თავმჯდომარე დავით ხეცურიანი საარჩევნო ყუთში ათობით ბიულეტენს. შემთხვევას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, თავად ადრესატი ამ დრომდე  ფაქტს უარყოფს. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ,,ევროპული საქართველოდან“ მიშა პაჭკორია გვიყვება, რომ ამავე უბანზე საარჩევნო ყუთიდან გადმოყრილ კონვერტებში ერთ-ერთი პიროვნება გაურკვეველი წარმომავლობის კონვერტების შერევას ცდილობდა, თუმცა ამის უფლება არ მისცა და საოლქო კომისიამ აღნიშნული კონვერტები დალუქა. დაიწერა შესაბამისი საჩივარი. მისი თქმით, 31-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა არ დაემთხვა ყუთიდან ამოსული კონვერტების რაოდენობას. როგორც ის ამბობს, არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა. 

მიშა პაჭკორია

#70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიცია შეიკრიბა

 

მოხმდარმა ფაქტმა ოპოზიციის წარმომადგენლები გააერთიანა და უბნის გაუქმების მოთხოვნით საოლქო კომისიასთან იმავე ღამეს აქციები დაიწყეს. იქამდე კი ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ,,ლეიბორისტული პარტიისა’’ და ,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის’’ მერობის კანდიდატებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

დარეჯან ცხვიტარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

აააა

 

#70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პარალელურად შენობასთან ოპოზიციური პარტიები 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა შეიტყვეს, რომ მათ მოთხოვნაზე დაწერილი საჩივარი საოლქო კომისიამ არ განიხილა ,შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. საოლქო საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარის  სალომე როდონაიმ განცხადებით, საჩივარში დარღვევის არსი არ იყო  მთითებული, რის გამოც ოპოზიციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

 

 ოპოზიციამ ბრძოლა სამართლებრივი გზით გააგრძელა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფოთის საქალაქო სასამართლო სარჩელს ორი დღის მანძილზე განიხილავდა. დაიკითხნენ მოწმეები. მოსამართლის გადაწყვეტილებით გაიხსნა საოლქო კომისიის მიერ დალუქული  გაურკვეველი წარმომავლობის კონვერტები. გაირკვა, რომ ყველა ბიულეტენში #41 იყო შემოხაზული. სასამართლომ ,,ევროპული საქართველოს“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მათ უარი ეთქვათ 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე, თუმცა საოლქო კომისიას დაევალა მათი საჩივრის, რომელიც  საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრას  ეხებოდა ,  ხელახალი განხილვა. მართალია საოლქო-საარჩევნო კომისიამ განიილა აღნიშნული სააჩივარი, თუმცა ამჯერადაც არ დააკმაყოფილა. 

მარიკა გაწერელია
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ კონსულტაციებს გავლიან და სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ