ინსტაგრამის განვითარების ისტორია

ინსტაგრამი - ეს არის ფოტოსა და ვიდეოს გაზიარების სოციალური ქსელი. ის გვაძლევს საშუალებას ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო/ვიდეო სხვადასხვა ეფექტებით რამდენიმე წამში ავტვირთოთ და გავუზიაროთ მეგობრებსა და ნაცნობებს სხვადასხვა სოც. ქსელში მაგალითად Facebook, Twitter  და სხვ.

ინსტაგრამი 2010 წელს Kevin Systrom და Mike Krieger შექმნეს.სერვისმა მალევე მოიპოვა პოპულარობა,რაზეც 100 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული იუსერი მოწმობს.

 

 

ინსტაგრამის შემქმნელები

ინსტაგრამი საშუალებას აძლევს თავის მომხმარებლებს, ატვირთვამდე მათ მიერ გადაღებული ფოტოები სხვადასხვა ფერებით გაფილტრონ. ასევე ინსტაგრამს აქვს ჩამოჭრის, რამდენიმე გრადუსით ფოტოს შემოტრიალების და სხვადასხვა ფუნქციები.

  • Normal: უფილტრო
  • 1977: 
  • Amaro:ფოტოს უფრო ნათელს ხდის
  • Brannan: ზრდის კონტრასტს..
  • Earlybird
  • Hefe 
  • Hudson: 
  • inkwell
  • Kelvin:
  • Lo-fi:.
  • Mayfair
  • Nashville
  • rise
  • Sierra
  • Sutro
  • Toaster
  • Valencia
  • Walden:
  • Willow: 
  • X-Pro II
  • Slumber.
  • Crema:
  • Ludwig
  • Aden -მოლურჯო ნატურალურ ფერებს გვაძლევს.
  • Perpetua

თავდაპირველად აპლიკაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ ეიფლის აიფონსა და აიპედისათვის იყო, მაგრამ 2012 წლის აპრილში უკვე ანდროიდის მქონე მობილირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

თავდაპირველად, ინსტაგრამის მთავარი განმასხვავებელი თვისება ის იყო, რომ იგი შემოიფარგლებოდა მხოლოდ კვადრატული ფორმის ფოტოებით ანუ Square photos , კოდაკისა და პოლაროიდის მსგავსად.

ინსტაგრამი ვრცელდება Iphone App store da Google Play-ის მეშვეობით.

აპლიკაციის მხარდაჭერა აქვთ iphone, ipad, Ipod touch, Android ტელეფონებს.

2012 წლის აპრილში აპლიკაცია შეიძინა Facebook-მა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად, მოგვიანებით  2013 წლისთვის ინსტაგრამის მოხმმარებელთა რიცხვი გაიზარდა 23 % ით, ხოლო Facebook-ის მხოლოდ 3% -ით.

სახალისო ვიდეო ინსტაგრამის შესახებ

ეს სახალისო ვიდეო ინსტაგრამის შესახებ, ზუსტად ასახავს დღევანდელი ახალგაზრდობის დამოკიდებულებას ინსტაგრამისადმი. თითქმის ყველა, ვისაც აქვს Iphone ან Android ტელეფონი, არის ინსტაგრამის მომხმარებელი და საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევიან.

 

 

2013 წლის ოქტომბერში,  ნოკიას მსოფლიო ივენთზე, რომელიც ჩატარდა აბუ დაბიში, ემირატებში, სისტრომმა განაცხადა, რომ მუშავდებოდა ინსტაგრამის აპლიკაციის პროგრამა ნოკიას მობილური ტელეფონებისთვის. 2013 წლის 21 ნოემბერს გამოიშვა ოფიციალური ინსტაგრამ ბეტა ვერსია ვინდოუს ტელეფონებისთვის.

2013 წლის 12 დეკემბერს ინსტაგრამმა დაამატა ახალი ფუნქცია Direct,  რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტულად რომელიმე ადამიანს გაუგზავნონ თავიანთი ფოტო.

2015 წლის ოქტომბერში, ინსტაგრამმა ჩაუშვა "ბუმერანგი" , აპლიკაცია, რომელშიც შენ იღებ რამდენიმე ფოტოს ერთად , რომელიც გადაიქცევა უხმო ,სწრაფ ვიდეოდ.

რაც შეეხება მომხმარებელთა რაოდენობას, 2010 წელს ინსტაგრამს ჰყავდა 1 მილიონი იუსერი. 2011 წელს 5 მილიონი , 2012 წელს- 30 მილიონი. ხოლო 2014 წლის დეკემბერში პიკს მიაღწია და მომხმარებელთა რაოდეობა 300 მილიონამდე გაიზარდა.

ინსტაგრამის მომხმარებლებში არიან ძალიან ცნობილი სელებრითებიც, რომელთაც მილიონობით ფოლოვერი ჰყავთ, ისინი აქტიურად არიან ჩართულები აპლიკაციაში.

 2016 წელს ინსტაგრამმა შეცვალა თავისი ლოგო, რომელიც ახლა სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.

შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ