ინდიგო თუ თანდაყოლილი ნიჭი.

ვინ არიან ინდიგო ბავშვები, რით განსხვავდებიან დანარჩენებისაგან და როგორ მოვიქცეთ მათთან ურთერთობისას?

ტერმინი ინდიგო ბავშვები, პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში. მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ  ინდიგოს ბავშვები.

ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს, ანუ ახალ ეპოქის ადამიანებს უწოდებენ. ინდიგო ბავშვები ინტელექტის მაღალ დონეს ფლობენ, აქვთ ექსტრასენსული და ტელეპატიური შესაძლებლობები. არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი. ამ ბავშვებთან ურთერთობის დამყარება რთულია, რადგან ხშირად ისინი თავის თავში ჩაკეტილები ან პირიქით, ჰიპერაქტიურები არიან.  ინდიგო ბავშვებისათვის ასოციალური ქცევა ერთადერთი მიღებული და დაშვებული პროტესტის ფორმაა. მათ ადრეული ასაკიდან განვითარებული აქვთ თავმოყვარეობის გრძნობა, ისინი მძაფრად შეიგრძნობენ უსამართლობას და მათი მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს   ე. წ. ADHD  (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ამ ბავშვებს შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, არავის ბაძავენ და მხოლოდ საკუთარი თავისა და ძლიერების სჯერათ. ისინი ძალიან მტკივნეულად განიცდიან მცირე სიყალბესაც კი. თავდაჯერებულნი, მაგრამ მოუსვენრები და სულსწრაფები არიან. მხოლოდ იმას აკეთებენ და სწავლობენ,რაც აინტერესებთ. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი, რაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის, კომპიუტერის ან ენციკლოპედიების საშუალებით იღებენ. მათი ინტელექტის მაჩვენებელი 130–160 ქულაა, რაც მათ წინამორბედ თაობებში მხოლოდ 10 ათასში ერთ ადამიანს თუ გააჩნიაა. ისინი ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავენ. ყველაფრის შესახებ გააჩნიათ საკუთარი აზრი.

 

ჩვენი რესპოდენტია ეკო სანებლიძე, რომელიც 4 წლის ალექსანდრე ჯაჭვაძის დედაა. როგორც ეკო ამბობს ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და ამ უნიკალურობას ყველა სხვადასხვანაირად ავლენს. ალექსანდრე 11თვის ასაკში ინგლისურად ალაპარაკდა, შემდეგ რუსულად, ქართული კი 3წლის ასაკში ისწავლა. დღეს 4 წლისაა და ალექსანდრემ უკვე 7ენა იცის: ქართული, ინგლისური, რუსული, ესპანური, უკრაინული არაბული და ბერძნული. ქართულად, რუსულად, უკრაინულად და ესპანურად ჩვეულებრივად, გამართულად საუბრობს. ჩემი მეგობრის მეუღლემ კარგად იცის ესპანური, ზაფხულში ოჯახები ერთად ვისვენებდით და ალექსანდრე მასთან ესპანურად გამართულად საუბრობდა. ვერ ვიტყვი, რამდენად კარგად ფლობს ბერძნულს, რადგან ირგვლივ არავინ გვყავს, ვინც ეს ენა იცის. თუმცა, გარკვეულ დონეზე ბერძნული მამაჩემს ესმის და აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ის ფრაზები, რასაც ალექსანდრე ბერძნულად ამბობს, სწორია. რაც შეეხება არაბულს, მოგეხსენებათ, დღეს თბილისში ბევრი შესაძლებლობაა, რომ გავიგოთ, რამდენად კარგად ფლობს ალექსანდრე ამ ენას. არაბი მეზობლებიც გვყავს, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ და კომუნიკაცია სულ გვიწევს. მათ გადასარევად ეკონტაქტება და შეიძლება ითქვას, მისი სახით ჩვეულებრივი თარჯიმანი მყავს. ეკო სანებლიძეს თქმით აუცილებელია ბავშვი ჯერ საკუთარ მშობლიურ ენას დაეუფლოს და არ არის აუცილებელი სკოლამდელი ასაკის ბავშვს ამდენი უცხო ენა ვასწავლოთ თუმცა აქვე იმასაც ამბობს, რომ სინამდვილეში ფიზიკურად შეუძლებელია ბავშვს ამდენი ენა ასწავლოს, რადგან ეს ენები არც მან  და არც ვინმემ მის გარშემო არ იციან, თან იმ დონეზე, რომ ბავშვს ასწავლონ.

 თუ გყოლიათ ფსიქოლოგთან, რომელიც შეაფასებდა, რა ჰქვია ამ მდგომარეობას და მიდრეკილებას ენებისადმი?

- დიახ. 2 წლის ასაკში ექიმმა გვითხრა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ფარული აუტიზმი. აუტიზმის ბევრი ნიშანი ჰქონდა, მაგრამ დადგენა ჭირდა, რადგან პატარა იყო. ბავშვთა ნევროპათოლოგმა გვითხრა, რომ უმჯობესი იყო, გამოკვლევები გადაგვედო. 3 წლის რომ გახდა, ექიმთან კიდევ მივედით, ყველანაირი ტესტი ჩავიტარეთ, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ აუტიზმის ნიშანი არ გვაქვს. როგორც სპეციალისტმა გვითხრა, უბრალოდ ნიჭიერი და განსხვავებული ბავშვია და განსხვავებული მოპყრობა უნდა. კონსულტაციას გავდივართ ასევე თერაპევტთან. ეკო სანებლიძეს თქმით ალექსანდრეს ყველაზე მეტად უყვარს კითხვა, მატარებლები, პლანეტები და Wendy’s.

- ორი შვილი გყავთ. ელენეს თუ აქვს ალექსანდრეს მსგავსი მიდრეკილებები?

- ელენე 1 წლის და 10 თვისაა. ვფიქრობ, სრულიად ჩვეულებრივი ბავშვია. ქართულად და ინგლისურად კითხვა მანაც იცის. ალბათ ალექსანდრეს ზეგავლენის ქვეშაა და ისწავლა. ეს ჩემთვის უკვე იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

- როგორ ნაწილდება ალექსანდრეს დღე? ბაღში არ დადის, ხომ?

- ბაღში არ დადის. არ მოსწონს. ყოველი წლის დასაწყისში ვწვალობთ მე და მასწავლებლები. წელს საზაფხულო ბაღიც ვცადე, მაგრამ აზრი არა აქვს. თუ დავტოვებ, ტირის. მეც თუ ვარ იქვე, ჩერდება, ბავშვებთან თამაშობს, მაგრამ მერე ერთი საათის, საათნახევრის მერე მეუბნება, წავიდეთ, დავიღალეო. დღე იწყება თამაშით. მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო მატარებლებია და აუცილებლად მატარებლებით უნდა ითამაშოს. უჭმელია და ჭამის პერიოდში კომპიუტერს ვრთავთ, იქნებ ასე მაინც ჭამოს, მაგრამ იშვიათად ამართლებს. ამის შემდეგ იწყებს თამაშს, კითხულობს და ა.შ. საღამოს ელენეს ზღაპრებს უკითხავს. რაც ალექსანდრემ ქართულად გამართულად კითხვა ისწავლა, დავისვენე (იღიმის). დაუჯდება ელენეს, უკითხავს და არიან ორივე მშვიდად. ბევრს კითხულობენ, მაგრამ ახლა ახალი ნაყიდი გვაქვს "პრინცი ბაყაყი" და მასზე არიან ჩაციკლულები. 

- უკვე გადაწყვიტეთ რომელ სკოლაში შეიყვანთ ალექსანდრეს? (კერძო თუ საჯარო სკოლაში)

-ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ გვაქვს, იმის გათვალისწინებით რომ ალექსანდრეს მალე ბეზრდება ყველაფერი შეიძლება სასწავლო მასალა მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდეს, რადგან მან ეს ყველაფერი უკვე იცის. თანაც კერძო სკოლაში ბავშვის ტარება ფინანსებთანაა დაკავშირებული და ვნახოთ მანამდე რა მდგომარეობა იქნება.

- როგორი დამოკიდებულება აქვს ალექსანდრეს თანატოლ ბავშვებთან?

-ალექსანდრეს ფანტასტიური დამოკიდებულება აქვს თანატოლ ბავშვებთან, თუმცა ადრე ამას ვერ ვამჩნევდი, რადგან აგრესიულად იყო განწყობილი ბავშვების, თანატოლების მიმართ. ახლა, როცა უფრო გაიზარდა შეცვლილია და თნატოლებთნ დამოკიდებულებაც შეეცვალა. უფრო კონტაქტურია მათთან, ეზოშიც კარგად თამაშობს მათთან და ყველგან ერთობა რითიც შეუძლია.

- ალექსანდრე რა დამოკიდებულება აქვს ელენესთან?

- თავიდან "მეორედ მოსვლა" გვქონდა. არ აღიარებდა. ტირილით რომ გამსკდარიყო, ალექსანდრეს რეაქცია არ ჰქონდა, თითქოს არც ესმოდა. გაზაფხულზე ბავშვები ეზოში მყავდა ჩაყვანილი. ვიღაც ბიჭი მოვიდა და ელენეზე იკითხა, რა ჰქვიაო? ალექსანდრემ ის მხრით გასწია და უთხრა, - ეს ელენეა, ჩემი და, გაიწიეო. მას შემდეგ არ აძლევს უფლებას სხვა ბავშვებს, ელენეს გამოელაპარაკონ, თუმცა სახლში როცა ვართ სიტუაცია იცვლება და ბავშვებს შორის სხვადასხვა წვრილმანი კინკლაობა ყოველთვის არის.

 

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ნონა გუმბერიძეს. ის აცხადებს, რომ ტერმინი ინდიგო ბავშვი არ შეიძლება განვიხილოთ მეცნიერული თვალსაზრისით, რადგან ეს თემა ჯერ ბოლომდე შესწავლილი და გამოკვლეული არარის მეცნიერების მიერ. ასევე არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება ზუსტი დიაგნოსტირება.

ნონა გუმბერიძე ასევე გვიზიარებს იმ მოსაზრებებს რომელიც არსებობს ინდიგო ბავშვებთან დაკავშირებით. მისი თქმით არსებობს მოსაზრებები რომ ინდიგო ბავშვები არიან ახალი რასის წარმომადგენლები და ისინი ამ ქვეყნად მოვიდნენ რაღაცის შესაცვლელად. მათ სურთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ და ასევე მათ გააჩნიათ სხვადასხვა განსაკუთრებული შესაძლებლობები. თუმცა არ არსებობს ისეთი კვლევები, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებს მოგვცემდა ამ ნიშნების რეალური არსებობის შესახებ.

თვითონ ეს თემა გაჩნდა 2000 წლის დასაწყისში, და ითვლება რომ 70 იანი წლების შემდეგ დაბადებული თაობა ფლობს ამ გარკვეულ უნარებს.

ფსიქოლოგების თქმით, თუ ბავშვის დიაგნოსტირება მოხდა აუტისტური სპექტის აშლილობის დიაგნოზით, ან ჰიპერაქტიული სინდრომით, მშობლები იყენებენ ტერმინს ,,ინდიგო“, როგორც შირმას და ბავშვს უწოდებენ უბრალოდ განსაკუთრებულს ანუ ინდიგო ბავშვს.

ალექსანდრე 11თვის ასაკში ინგლისურად ალაპარაკდა, შემდეგ რუსულად, ქართული კი 3წლის ასაკში ისწავლა. დღეს 4 წლისაა და უკვე 7 ენა იცის. მას კარგი დამოკიდებულება აქვს თანატოლებთან, განსაკუთრებით კი თავის დასთან.

ფსიქოლოგ ნონა გუმბერიძის მოსაზრება ინდიგოს თემასთან დაკავშირებით.
ალექსანდრე ჯაჭვაძე
შექმნილია  “ჯამპსტარტ ჯორჯიას” მიერ